პოლემიკის ოსტატობა

პოლემიკის ოსტატობა

ავტორები

  • ნათია ჯიქია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ნუნუ ჩარკვიანი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2022.965

საკვანძო სიტყვები:

დებატები, არგუმენტირება, პოლემიკის ოსტატობა

ანოტაცია

 დებატები სათავეს იღებს ჯერ კიდევ უძველესი დროიდან, როცა ადამიანებს შორის პირველად წარმოიშვა უთანხმოება. ფორმალურად კი დებატები სათავეს იღებს ძველი საბერძნეთიდან, სადაც იგი წარმოადგენდა დემოკრატიის ინსტიტუტის ნაწილს, როცა პოლიტიკოსები ერთმანეთთან შედიოდნენ დებატებში, შემოთავაზებული კანონების ავკარგიანობის შესახებ, მსჯელობდნენ მის ღირსებებსა და ნაკლოვანებებზე.მჭევრმეტყველება, ანუ რიტორიკა ზეპირი პუბლიცისტიკის ერთგვარი ფორმაა. წერილობითი პუბლიცისტიკა კი არის ის, რამაც დღემდე ჯერ ეპისტოლარული, შემდგომ კი ბეჭდური გამოცემების სახით მოაღწია და დღეს ჟურნალისტიკის სინონიმად მოიაზრება. ეს ორი ტოტი დღესაც პუბლიცისტიკის განუყოფელ ატრიბუტებად მიიჩნევა. თუკი არგუმენტირების მყარ სისტემას ვერ ფლობ, უთუოდ გაგიძნელდება პოლემიკაში შესვლა ოპონენტთან. თუმცა არსებობს ისეთი ოქროს წესიც, რომელიც  უთუოდ მნიშვნელოვანია საკითხის ღრმა ცოდნასთან ერთად. მოქალაქეები დებატებს იყენებდნენ საკუთარი თავდაცვის მიზნით. საკითხის ორივე მხარის არგუმენტირებას, დიდი ინტერესით სწავლობდნენ სტუდენტებიც, რათა უფრო კარგად შეეცნოთ მისი არსი.ზოგიერთი დებატიორი, რომლებსაც სოფისტებს უწოდებდნენ, მიზნად ისახავდნენ დებატებში გამარჯვებას, ისინი ფოკუსირებდნენ აუდიტორიის სტილსა და მათ დარწმუნებაზე. ოქროს წესი პოლემიკის ოსტატობის დასაუფლებლად ეს გახლავთ კარგი მანერები. იგი გულისხმობს საკუთარი თავის ფლობას, ქცევის შინაგან ფორმას, სხვა ადამიანებთან ურთიერთობას, საუბარში გამოყენებულ გამოთქმებს, ტონს, ინტონაციას, მიხრა-მოხრას, ჟესტიკულაციასა და მიმიკასაც კი.პოლემიკის ოსტატობა დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ის, გარდა დადგენილი წესებისა, პიროვნულ ღირსებებსაც ითვალისწინებს. მაგალითად, საზოგადოებაში კარგ მანერებად ითვლება თავშეკავება და თავმდაბლობა. საუბრის ტონი უნდა იყოს ლაღი და თვითმყოფადი, უნდა იჩენდე განსწავლულობას ამ საკითხში და არა პედანტიზმს, უნდა იყო მხიარული და არა ხმაურიანი, ზრდილობიანი და არა მოჩვენებითად ზრდილი.ინტელიგენტურობა არამხოლოდ განათლებაშია, არამედ იმის უნარში, რომ  შეძლო სხვების გაგება. ის ათასობით და ათიათასობით წვრილმანში ვლინდება,  მაგალითად, იმის ცოდნაში, რომ პატივისცემით ვიკამათოთ,  რომ მოვუსმინოთ  მოკამათეს.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

დეილ კარნეგი, „როგორ მოვიპოვოთ მეგობრები, როგორ მოვიმხროთ ადამიანები“, გამომცემლობა „ორიონი“, თბ. 1992, გვ. 76;

სულხან-საბა ორბელიანი, „სიბრძნე სიცრუისა“, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბ. 1986, გვ. 41, 51

Бредмаиер Каретен, “ Искуство словесной атаки”, М.: Альпина Бизнес Букс, 2005ccwww.evartist.narod.ru

Хаинц Леммерман, Уроки риторики и дебатов 2002, М.: Альпина Бизнес Букс, 2005, www.evartist.narod.ru

https://www.aura.ge/111-arsi/586-debatebi.html

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-05-18

გამოცემა

სექცია

ჟურნალისტიკა
Loading...