ინტელექტუალური განვითარების დარღვევის პრევენცია

ინტელექტუალური განვითარების დარღვევის პრევენცია

ავტორები

  • იაგორ ბალანჩივაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • მარეხი ნიკოლაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2022.964

საკვანძო სიტყვები:

ინტელეტუალური დარღვევა, პრევენცია, კონსულტაცია, შეფასება, დარღვევა, დიაგნოსტირება

ანოტაცია

სტატიაში საუბარია ინტელექტუალური განვითარების დარღვევის პრევენციის აუცილებლობაზე. ინტელექტუალური განვითარების დარღვევა მთელი ცხოვრების მანძილზე თანმდევია ადამინისათვის და მისი განკურნება შეუძლებელია, ამიტომ პრევენცია ძალიან მნიშვნელოვანია. სტატიაში განხილულია პრევენციის სამი დონე.პირველადი პრევენცია გულისხმობს მიდგომების კომპლექსს, რომლებიც ამცირებენ ან აღმოფხვრის ინტელექტუალური განვითარების დაღვევის რისკს. გენეტიკური კონსულტაცია - სავარაუდო მშობლებმა, რომლებსაც უკვე ჰყავდათ ინტელექტუალური განვითარების დარღვევის მქონე ბავშვი, ჩვეულებრივ აცნობიერებენ მომავალი ბავშვების რისკს. ზუსტი პროფესიონალური რჩევა დაეხმარება მათ დაფიქრდნენ  და მიიღონ არგუმენტირებული გადაწყვეტილება სხვა ბავშვების გაჩენის შესახებ. პრენატალური -  ორსულობის თავიდან აცილება 21 წლამდე და 35 წლის შემდეგ, ორსულობისა და მშობიარობის გართულებების შესამცირებლად. კარგი იქნება რისკის ქვეშ მყოფი მშობლების პრენატალურ სკრინინგი/დიაგნოზი.პერინატალური  - ორსულმა ქალებმა უნდა დაამატოთ იოდირებული მარილი საკვებში იოდის დეფიციტის თავიდან ასაცილებლად და ასევე თავიდან აიცილონ მავნე ქიმიკატების და ნივთიერებების ზემოქმედება, მათ შორის ალკოჰოლი, ნიკოტინი და კოკაინი.პოსტნატალური - ბავშვთა უნივერსალური იმუნიზაცია ჯანმოს რეკომენდებული ვაქცინების გრაფიკით; ბავშვობაში მწვავე დიარეისა და ტვინის ინფექციების დროული მკურნალობა;საშუალო (მეორეული) კონსულტაცია, რომელიც მიზნად ისახავს ადრეულ დიაგნოსტირებასა და მკურნალობას. ინტელექტისა და სოციალური ადაპტაციის ტესტები ინტელექტუალური განვითარების დარღვევის ადრეული გამოვლენისთვის უკვე ხელმისაწვდომია და მათი ადაპტირება შესაძლებელია. მას შემდეგ, რაც მოხდება ბავშვის იდენტიფიცირდება, როგორც ინტელეცტუალური განვითარების დარღვევის მქონე, აუცილებელია ვიზრუნოთ ბავშვის პოტენციალის ოპტიმალური განვითარებისათვის.მესამეული რომელიც ცდილობს შეზღუდოს დარღვევები, გამოყოფილია ოჯახისა და საზოგადოების როლები. ოჯახი - ინტელექტუალური განვითარების დარღვევის მქონე ბავშვებისთვის საუკეთესო ადგილია მისი ოჯახი. დამხმარე სერვისები ნამდვილად საჭიროა, რომ ოჯახები თავდაჯერებულად და ნაკლები სტრესით გაუმკლავდნენ სიტუაციას. საზოგადოება - ვერცერთი პროგრამა წარმატებას ვერ მიაღწევს საზოგადოების მონაწილეობისა და ჩართულობის გარეშე.ინტელეცტუალური განვითარების დარღვევის მქონე პირები უნდა გახდნენ საზოგადოების განუყოფელი ნაწილი, არ უნდა იყვნენ იზოლირებული, გამიჯნული ან დისკრიმინირებული. მთავრობას ევალება უზრუნველყოს ოპტიმალური მომსახურება ინტელექტუალური განვითარების დარღვევის მქონე პირთა საჭიროებების ადეკვატურად გადასაჭრელად. ეს მოიცავს ჯანმრთელობის, განათლებისა და კეთილდღეობის სექტორში არსებული სერვისების გაძლიერებას და ეფექტურად გამოყენებას.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

აფთარაშვილი ი., ბალანჩივაძე ი., დევაძე ქ., მოდებაძე ნ. (2021). ინტელექტუალური დარღვევის მქონე მოსწავლეების სწავლების მეთოდლოგია (რიდერი), თბილისი.

ქურციკიძე ლ., ტყეშელაშივილი შ. (2018) ინტელექტუალური სირთულის მქონე მოსწავლეთა განვითარების ხელშეწყობა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო, თბილისი

Alan W brue, L. W. (2016). Essentials of Intellectual Disability Assessment and Identification. Go to www.wiley.com/go/eula to access Wiley’s ebook EULA. : Published by John Wiley & Sons, Inc., Hoboken, New Jersey.

Harris, J. C. (2010). Intelectual Disability. OXFORD University Press .

Liu, X. K. (2012). IACAPAP Textbook of Child and Adolescent Mental Health. Geneva: International Association for Child and Adolescent Psychiatry and Allied Professions

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-05-18

გამოცემა

სექცია

ფსიქოლოგია
Loading...