ბავშვთა უფლებების სწავლება (ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგალითზე)

ბავშვთა უფლებების სწავლება (ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგალითზე)

ავტორები

  • ლელა თავდგირიძე შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ნატო შეროზია შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • მაია ბოლქვაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2022.962

საკვანძო სიტყვები:

ბავშვთა უფლებები, გაეროს დეკლარაცია

ანოტაცია

ბავშვთა უფლებების დაცვის აქტუალობისა და მნიშვნელობის ზრდა დაახლოებით 100 წელს ითვლის, რაც განპირობებული იყო მე-20 საუკუნის დასაწყისში ინდუსტრიალიზებულ ქვეყნებში ბავშვების დაცვის სტანდარტების არარსებობით. უკანასკნელი საუკუნის განმავლობაში ბავშვთა უფლებების სტანდარტებმა ჩამოყალიბების, განვითარებისა და დახვეწის მთელი პროცესი განვლო, რომელიც ჯერ კიდევ 1924 წელს “ბავშვთა უფლებების შესახებ ჟენევის დეკლარაციის” მიღებით დაიწყო; ამის შემდეგ კი 1989 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ  “ბავშვის უფლებების შესახებ კონვენცია” მიიღო, რომელიც მისი რეგულირების სფეროში მსოფლიოს უმეტესი ქვეყნის მიერ რატიფიცირებულ საერთაშორისო, ფუნდამენტურ დოკუმენტს წარმოადგენს, 196 ხელმომწერი ქვეყნით.საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხი 1994 წელს გააქტიურდა, როდესაც ჩვენი ქვეყანა გაეროს “ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის” ნაწილი გახდა და შესაბამისად,  ბავშვების ყველა უფლებისა და თავისუფლების დაცვისა და განმტკიცების ვალდებულება აიღო. უახლოს პერიოდში კი ამ მიმართულებით კიდევ ერთი, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადაიდგა 2019 წლის 20 სექტემბერს, როდესაც საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა “ბავშვის უფლებათა კოდექსი” - რომლის პირველივე მუხლში ვკითხულობთ: ამ კოდექსის მიზანია ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტების ეფექტიანი იმპლემენტაციის ხელშეწყობით. ქვეყანაში ბავშვის უფლებების კონვენციის ჯეროვანი იმპლემენტაცია გულისხმობს ბავშვის ჩამოყალიბებას სოციუმის სრულფასოვან წევრად, მის მომზადებას ცხოვრებისეული გამოწვევებისათვის და დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საგანმანათლებლო სფეროში ბავშვთა უფლებებისა და თავდაცვის მექანიზმების ეტაპობრივი გაცნობა, მათი სრულფასოვანი, ფართო განმარტება და ამ უფლებების დაცვის უზრუნველყოფის ეფექტიანი ბერკეტების სათანადოდ წარმოჩენა. სწორედ ამ მიზნებს უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფოს მხრიდან ბავშვთა უფლებების სწავლების უზრუნველყოფა  განათლების ყველა საფეხურზე.  წინამდებარე სტატიაში მიმოხილულია საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების საგანმანათლებლო პროგრამებში, უფრო კონკრეტულად კი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგალითზე, ბავშვთა უფლებების სწავლების არსებული მდგომარეობა. კვლევის მეთოდოლოგია მოიცავს თვისობრივ და რაოდენობივ მიმართულებებს, კერძოდ ინფორმაციის (სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების საგნების) სილაბუსების შეგროვებას, მის კლასიფიკაციას, ანალიზს, ჩაღრმავებულ ინტერვიუს (ლექტორ-მასწავლებლებთან),  სტატისტიკური თანაფარდობების გამოვლენას, პროგრამის მიზნებთან მისი შედეგების შედარებას და კომპონენტურ ჭრილში შედეგების გამოვლენას. კვლევის შედეგების საფუძველზე შესაძლებელი იქნება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტებზე ბავშვთა უფლებების საუნივერსიტეტო სასწავლო პროგრამაში ინტეგრირების სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრა და მისი იმპლემენტაციის პროცედურული სტრატეგიის დაგეგმვა.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

ბავშვის უფლებების კონვენცია [ელექტრონული რესურსი] http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/arasrw.martl3.pdf

გოლობი რ., კრაფი პ.,- ბავშვთა უფლებების კვლევა, ცხრა მცირე პროექტი ზოგადსაგანამანათლებლო სკოლის დაწყებითი საფეხურისთვის. მასწავლებელთა პროფესიული განვიტარების ეროვნული ცენტრი, 2013, გვ. 118.

ღ. ხალილი, ბავშვის უფლებები ისტორიულ ჭრილში, გაეროს ბავშვთა ფონდი, 2021, 23 გვ.

Cathy Nutbrown, Peter Clough “Early Childhood Education: History, Philosophy and Experience”, 2014, 2nd edition, (ქართული თარგმანი რედქტორობით ნ. ჯიჯავაძე, ლ. თავდგირიძე, ნ. შეროზია, 2021) 217გვ.

https://bsu.edu.ge/sub-60/news/index.html

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-05-18

როგორ უნდა ციტირება

ლელა თავდგირიძე, ნატო შეროზია, & მაია ბოლქვაძე. (2022). ბავშვთა უფლებების სწავლება (ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგალითზე). ენა და კულტურა, (27). https://doi.org/10.52340/lac.2022.962

გამოცემა

სექცია

პედაგოგიკა
Loading...