მშობლიური ენის აქტუალური საკითხები დაწყებით სკოლაში

მშობლიური ენის აქტუალური საკითხები დაწყებით სკოლაში

ავტორები

  • ნინო ჯაში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2022.960

საკვანძო სიტყვები:

სამეტყველო უნარ-ჩვევები, კითხვის ჩვევები

ანოტაცია

სტატიაში გაანალიზებულია მშობლიური ენის ის აქტუალური საკითხები, რომელთა სწავლებაც დაწყებით სკოლაში ემსახურება სამეტყველო უნარ-ჩვევათა ჩამოყალიბებას ზეპირმეტყველების, კითხვისა და წერის მიმართულებით. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით სამეტყველო ქცევებთან დაკავშირებული  უნარ-ჩვევათა განვითარება მიზნად ისახავს, აღზარდოს ისეთი პიროვნება, რომელსაც განუვითარებს აზრის გამოხატვის უნარ-ჩვევას, მოსმენის კულტურას, სოციალური კომუნიკაციისა და ინტერაქტიულ უნარებს.სწავლების პროცესში  ზეპირმეტყველების უნარების განვითარებას სისტემატური ხასიათი აქვს, კლასების მიხედვით თანდათან მდიდრდება მოსწავლეთა ლექსიკური მარაგი და იხვეწება მათი მეტყველებაც.წერა-კითხვის შესწავლის შემდეგ  კითხვის ჩვევათა განმტკიცება ხდება, იწყება ტექსტების ელემენტარული გარჩევა, კითხვისა და წერის შინაარსი და მიზანდასახულობაც იცვლება. აგრეთვე დაწყებით სკოლაში ხდება წერითი მეტყველების, აზრის თანამიმდევრულად და ლოგიკურად გადმოცემის უნარ-ჩვევების გამომუშავება. აქ ასევე სათანადო ყურადღება ექცევა  მოსწავლეთა თვითგამოხატვისა და შემოქმედებითი  უნარების განვითარებას.დაწყებით სკოლაში მოსწავლემ რომ შეძლოს გააზრებულად კითხვა და წერა, ამისათვის ვიყენებთ მიზანმიმართულ და ეფექტურ აქტივობებს. მუშაობა მიმდინარეობს იმ მიმართულებითაც, რომ მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ და განუვითარდეთ გააზრებისა და ინტეპრეტაციის, კრიტიკული აზროვნებისა თუ წაკითხულის შეფასების უნარები. სწავლების პროცესში მივმართავთ ისეთ მიდგომებს, რომლებიც ხელს შეუწყობს შემდგომში პიროვნების პირადი, ცხოვრებისეული, სოციალური თუ პროფესიული სირთულეების დამოუკიდებლად დაძლევის პროცესს.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

გოგებაშვილი ი., - თხზულებანი ხუთ ტომად. ტ.1 თბილისი. 1989.

ეროვნული სასწავლო გეგმა, 2018-2024 სასწ. წ.

მაღლაკელიძე ნ., - ქართული ენის სწავლება მეთოდიკა/დიდაქტიკა. თბილისი. 2013.

რამიშვილი ვ., - ქართული ენის სწავლების მეთოდიკა. თილისი. 1999.

ჩიქობავა არნ., - ზოგადი ენათმეცნიერება, თბილისი. 1983.

წიგნიერება, PIRLS-2006, გამოცდების ეროვნული ცენტრი. თბილისი.2008

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-05-18

გამოცემა

სექცია

სწავლების მეთოდიკა
Loading...