თანამშრომლობითი წერითი პროექტის შესახებ

თანამშრომლობითი წერითი პროექტის შესახებ

ავტორები

  • რამაზ სვანიძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2022.958

საკვანძო სიტყვები:

კოლაბორაციული წერა, წერითი კომპეტენცია

ანოტაცია

კოვიდ-19-ით გამოწვეულმა პანდემიურმა კრიზისმა საქართველოსა და მთელი მსოფლიო საზოგადოება ურთულეს მდგომარეობაში ჩააგდო. დასწრებული სწავლებიდან დისტანციურზე გადასვლა დიდი გამოწვევა იყო და არის საგანმანათლელბო სფეროსთვის. ასეთ სიტუაციაში მნიშვნელოვანია სწავლა/სწავლების ისეთი ფორმების გამოყენება, რომლებიც სივრცითი დაშორების მიუხედავად უფრო მეტად უზრუნველყოფს განათლების სისტემის მონაწილეთა თანამშრომლობასა და ხარისხის ამაღლებას. თვისებრივი მეთოდის საშუალებით შეჯამებული იქნა თანამშრომლობითი წერის ირგვლივ არსებული სამეცნიერო ლიტერატურა. კვლევის მიზანს წარმოადგენდა ასევე თანამშრომლობითი სასწავლო წერითი პროექტის აღწერა, რომლის თემა იყო გადაშენების პირას მყოფი ცხოველები და ფრინველები. პრაქტიკული პროექტის შედეგების შეფასებისას ხაზი უნდა გაესვას იმ კრეატიულ ტექსტებს, რომლებიც ონლაინ-ინსტრუმენტის საშუალებით  შეიქმნა. ტექსტის სახეობების დეტალურმა განხილვამ საშუალება მისცა სტუდენტებს საკუთარი აზრები სხვადასხვა ფორმით თავისუფლად გადაეტანათ ვირტუალურ ფურცელზე. პროექტის მონაწილეების აზრით, შთამბეჭდავი იყო პერსონიფიკაციის ხერხი, რამაც მათ შემოქმედებითად განაცდევინა ცხოველთა და ფრინველთა მდგომარეობა. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროექტისადმი კომპლექსურმა მიდგომამ ენის შემსწავლელებს განუვითარა არა მხოლოდ წერითი კომპეტენცია, არამედ ყველა საჭირო სოციალური და კომუნიკაციური უნარ-ჩვევა, ასევე გაუმდიდრა თემატური ლექსიკა ეკოლოგიისა და ბუნებისმეტყველების კუთხით, გაუმყარა სინტაქსური სტრუქტურები. საკმაოდ დიდ ხიბლს წარმოადგენდა ისიც, რომ სახელმძღვანელოსგან განსხვავებით პროექტზე მუშაობამ უფრო მეტი თავისუფლება მიანიჭა სტუდენტებს, რამაც მათი ავტონომიურობისა და თანამშრომლობის ხარისხი გაზარდა. მათ მიერ შერჩეული საკითხების განხილვამ პოზიტიური ემოციური ბმულობა გააქტიურა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ემოციური ინტელექტის განვითარება ადამიანის წარმატების მნიშვნელოვანი საწინდარია. დასკვნის სახით შეიძება ითქვას, რომ ნებისმიერი პროექტის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია სტუდენტთა ჩართულობის მაღალი ხარისხი, რამაც თავდაპირველი სირთულეების მიუხედავად დასახული მიზნების მიღწევის საშუალება მოგვცა.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

Bürki, Gisela; Stucki-Volz, Germaine: „Zu zweit allein“ – kooperatives Schreiben am Beispiel eines Klassenromans. Diskussion und Reflexion eines schulischen Schreibprojekts. In: Der Deutschunterricht 6/2010.

Demuth, U.: Kollaboratives Schreiben. 2016. Abgerufen von www.die-bonn.de/wb/2016-kollaboratives-schreiben-01.pdf, letzter Zugriff am 12.11.2021

Lowry, Paul Benjamin; Curtis, Aaron; Lowry, Michelle René: Building a Taxonomy and Nomenclature of Collaborative Writing to Improve Interdisciplinary Research and Practice. In: Journal of Business Communication. 41/66/2004.

Sturm, Afra: Kooperatives Schreiben – eine grundlegende Fähigkeit. Rundschreiben Zentrum Lesen – Pädagogische Hochschule der FHNW – Institut Forschung und Entwicklung. 15/2008.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-05-18

გამოცემა

სექცია

სწავლების მეთოდიკა
Loading...