მასწავლებლის როლი საკლასო ოთახში ტექნოლოგიების ინტეგრირებაში
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2022.957საკვანძო სიტყვები:
virtual and augmented reality, Learning Management Systemანოტაცია
დღეს ტექნოლოგია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს უამრავი ადამიანის სწავლის პროცესზე და გარკვეული სარგებლობაც მოაქვს მათთვის. ჩემი სტატიის მიზანია ვაჩვენო, რომ თავისთავად ტექნოლოგიის არსებობა არაფერს ნიშნავს წარმატებული სასწავლო პროცესის წარმართვისათვის და შემსწავლელისათვის ტრანსფერული უნარების განვითარების თვალსაზრისით. არსებობს რამოდენიმე ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა იყოს გამოყენებული ტექნოლოგიები საკლასო ოთახში და რამდენად შესაძლებელია, რომ მან დადებითი გავლენა მოახდინოს მოსწავლის მოტივაციაზე. მათ შორის არის ციფრული ამბის მოყოლა, ანიმოტოს და კალტურას გამოყენებით, ასევე ისეთი ტექნოლოგიების გამოყენებით, როგორიც არის გავრცობილი და ვირტუალური რეალობა და სწავლის მართვის სისტემა, ონლაინ აპლიკაციები- კაჰუთი, ქვიზლეთი, მენტიმეტრი, პადლეტი და სხვა. თუმცა, ტექნოლოგიების წარმატებული, მამოტივირებელი გამოყენება დამოკიდებულია მასწავლებლის და მოსწავლის ცოდნაზე, თუ როგორ განახორციელონ ეს შესაძლებლობები. სტატიაში გამოყენებულია არწერილობითი და ხარისხობრივი კვლევა, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ ტექნოლოგიების წარმატებულად გამოყენებისათვის მასწავლებელი უნდა იყოს შემსწავლელი, ლიდერი, მოქალაქე,თანამშრომელი, შემოქმედი, ფასილიტატორი და ანალიტიკოსი, ხოლო მოსწავლეს ჭირდება ისეთი უნარების ფლობა როგორიცაა: სწავლის საჭიროების იდენტიფიცირება, კონკრეტული, გაზომვადი, მიღწევადი, რელევანტური და დროული მიზნის დასახვა, დაგეგმვის შესწავლა, წყაროს მოპოვება, პრაქტიკა,მონიტორინგის პროცესი, შეფასება და გადამეორება(რეინდერსი, 2010). ამრიგად, მასწავლებლის და მოსწავლის ხელშეწყობა მოტივაციისა და სწავლის პროცესში ტექნოლოგიების პოტენციურად გამოყენების მთავარი გასაღებია.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
Chambers, A., & Bax, S. (2006). Making CALL work: Towards normalisation. System, 34(4), 465–479.
Reinders, H. (2022). From teacher to leader. Cambridge: Cambridge University Press.
Reinders, H. (2011). Digital storytelling in the language classroom. ELTWO Journal, 3, 23–29.
Reinders, H. (2010). Towards a classroom pedagogy for learner autonomy: A framework of independent language learning skills. Australian Journal of Teacher Education, 35(5). Retrieved from dx.doi.org/10.14221/ajte.2010v35n5.4
Ushioda, E. (2011). Why autonomy? Insights from motivation theory and research. Innovation in Language Learning and Teaching, 5(2), 221–232