ბეჭედი - დიპლომატიის ინსტრუმენტი
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2022.952ანოტაცია
სტატიაში ყურადღებას იპყრობს ისეთი დიპლომატიური რიტუალები როგორიცაა: ცერემონიები და ბეჭდის სიმბოლო. მათი აქტიური გამოყენება. გაანალიზებულია ცნობილი მკვლევრების შეხედულებები ბეჭდის როგორც რელიგიურ ასევე დიპლომატიურ ურთიერთობებში სავალდებულო მოქმედებებში ასევე, როგორ ვითარდებოდა და მკვიდრდებოდა საუკუნეების განმავლობაში მისი მასობრივად გამოყენება. ფაქტია, რომ თანამედროვე დიპლომატიაშიც ბეჭედს განსაზღვრული და მოკრძალებული ადგილი უკავია. სტატიაში წარმოჩენილია სახელმწიფოების დიპლომატიურ ურთიერთობებში ბეჭდის განსაკუთრებული როლი, რომელმაც საშუალება მისცა, რომ ნებისმიერმა დიპლომატმა სოციალურად და ინდივიდუალურად შეასრულოს მასზე დაკისრებული დიპლომატიური პასუხისმგებლობა სრულყოფილად და განიცადონ ის როგორც საკუთარი თავის წინაშე ვალდებულების შესრულება. აღსანიშნავია, რომ ბეჭედს დიპლომატიაში რიტუალური ფორმატი, კომუნიკაციური, მარეგულირებელი და აფექტური ფუნქციები აქვს. ის აგრეთვე, მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია საერთაშორისო პოლიტიკის გაგებისა და დიპლომატიური ურთიერთობების რეგულირებისთვის. მიუხედავად ამისა, დიპლომატიაში ბეჭედი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ფორმალურად ასევე მანიპულაციურად.ნაჩვენებია ანტიკური მწერლების სამი ძირითადი შეხედულება: 1) ბეჭდის ტარების ჩვეულება; 2) ბეჭდის გაკეთება მარცხენა ხელზე; და 3) ტრიუმფის დროს რკინის ბეჭდის გაკეთება. ხოლო თანამედროვე მკვლევარები ორ ვარიანტს გამოყოფენ: 1) ბიზანტიურს და 2) მუხამედის ბეჭედს.ყურადღება გამახვილებულია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: სენატორების უცხო სახელმწიფოში ელჩებად გაგზავნა და მისიის დროს ელჩების მიერ ოქროს ბეჭედის ტარება, რომლებსაც მიღებული ჰქონდათ სახელმწიფოსგან და რესპუბლიკის სიმბოლოს წარმოადგენდა. ავტორი სტატიაში აანალიზებს, ოქროს ბეჭდის ტარების განსაკუთრებულ უფლებას, რომელიც სპეციალური კონცეფციას მოიცავდა, ის რამდენიმე საუკუნის განმავლობაში იყო სენატორების, მაგისტრატებისა და ელჩების ექსკლუზიური პრივილეგია, ხოლო ყველა სხვა პირი აგრძელებდა რკინის ბეჭედის ტარებას.ასევე ხაზგასმულია იმ გარემოებაზე, რომ რომაელები, ისევე როგორც ბერძნები, თითებს ბეჭედით იფარავდნენ. ანტიკური რომაელი ელჩების გარდა ბეჭედი დიპლომატიასთან ერთად ზოგჯერ რწმენასთან და მისტიურობასთან ასოცირდებოდა.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ქესკიოღლუ ო., სიერი-ნები. ანკარა. გამომცემლობა: “დიანეთი“. ანკარა.1995. 91-93 გვ.
Аппиан A., Римская история. книга I из [книги] О Царях. Москва, 2002.
Дионисий Г., Римские древности. в 3 томах. Т. 1. Москва. 2005.
Ливий. История Рима от основания города. Москва. 1989.
Оиконому Э., Византия сквозь века. Санкт-петербург.2017.
Сакафа М., Стенограмма лекции шейха Мухаммада ас-Сакафа. Астана. 2018.
Флор Л. А., Историк древнего Рима. Воронеж.1977.
Bukhari S.A.2021:2942 Sayings and Teachings of Prophet Muhammad.Bukhari.publisher:Sunnah
Drocourt N. Byzantine diplomacy. Nante. 2018.
El-Cheikh. Maria.N. Muḥammad and Heraclius: A Study in Legitimacy. Beirut. 1999.
Guillaume A., The Life Of Muhammad: (13th ed.). Karachi. 1967.
Kaegi W.E., 2003:206 Heraclius: emperor of Byzantium. Cambridge. 2003.
Kunz G., 1917:158 Rings for the finger, from the earlieast known times to the present London. 1917.
Mubarakpuri S.A.R. When the Moon Split (A Biography of Prophet Muhammad). Darussalam.2002.
Plin. H. N. 1906: XXXIII. 6. Naturalis Historiae Libri XXXVII. NI, Teubner. 1906
Quinctil.Риторические наставления. книга XI. Санкт-Петербург. 1834.
Strategeias P. In Three Byzantine Military Treatises, Washington.1985.