ალექსანდრე შოშია ჩხაიძის პიესის ,,ხიდის“ განხილვა

ალექსანდრე შოშია ჩხაიძის პიესის ,,ხიდის“ განხილვა

ავტორები

  • სოფიკო ცეცხლაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2022.951

საკვანძო სიტყვები:

ალექსანდრე შოშია ჩხაიძე, პიესა, ხიდი, საბჭოთა კავშირი

ანოტაცია

ამ პიესით შოშია ჩხაიძეს ქართული თეატრის ისტორიის განვითარებაში  უმნიშვნელოვანესი წვლილი მიუძღვის და არა მარტო - თეატრის, მან თავისი დრამატურგიით ფუნდამენტური ცვლილებები შეიტანა ქართული აზროვნებისა თუ  კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესშიც კი. მეტად ცხოვრებისეული, სამართლიანობასა თუ კაიკაცობაზე დაფუძნებული მისი შემოქმედებითი ნამუშევარი, არასდროს გახუნებულა და მიმაჩნია, რომ არც არასდროს გახუნდება. მისი გული სავსე იყო ადამიანთა სიყვარულით, სიკეთითა და უბოროტო საქციელებით. მისთვის უმთავრეს საგანს წარმოადგენდა, ადამიანს არ დაკარგვოდა  პირვანდელი არსი და ყოველთვის დარჩეს ადამიანად. არ შეუშინდეს ცხოვრების ურთულეს გამოწვევებს, ყოველთვის იაროს სწორი და მართალი გზით, სადაც მუდამ იქნება სამართალი, მორალი და ადამიანთა შორის პატივისცემა. მიუხედავად არსებული პოლიტიკური თუ ეკონომიკური ფონისა, ავტორი მაინც არ უშინდებოდა  მაღალი თანამდებობის პირების ინტერესებს და კვლავინდებურად აგრძელებდა თავის საქმიანობას. დრამატურგს არასოდეს უღალატია საკუთარი ცხოვრების კრედოსთვის, მაღალი მოქალაქეობრივი თუ ზნეობრივი პოზიციებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ყოველი სიტყვა მოზომილი, სხვების ინტერესებისთვის დამაკმაყოფილებელი და მისაღები უნდა ყოფილიყო, დრამატურგი ყოველ სტერეოტიპს ამსხვრევდა. გაბატონებული წესისა და ჩარჩოების მიღმა კვლავ აგრძელებდა საქმიანობას. შოშია ჩხაიძემ  ,,ხიდის“ პერსონაჟების მეშვეობით, სრულყოფილად წარმოაჩინა თავისი სათქმელი, ცხოვრებისეული პოზიცია თუ ყოველი  კრიტიკული მოსაზრება.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

გაზეთი „აჭარა“, 2004 წ., 2 მარტი;

გაზეთი „აჭარა“, 2004 წ., 2 ივლისი;

გაზეთი „აჭარა“, 1997 წ., 11 ოქტომბერი;

ჩხაიძე, 2009 - ალექსანდრე შოშია ჩხაიძე, პიესები, ბათუმი:

ჩხაიძე, 1998 - ალექსანდრე შოშია ჩხაიძე, ჩემი წილი საუკუნე, ბათუმი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-05-18

გამოცემა

სექცია

ლიტერატურათმცოდნეობა
Loading...