აკაკი წერეთლის უცნობი წერილები და მათი ატრიბუციის საკითხი
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2022.950საკვანძო სიტყვები:
აკაკი წერეთელი, „Dubia“, უცნობი წერილებიანოტაცია
ცნობილია, რომ მწერლები ზოგჯერ შეგნებულად მალავენ თავიანთ ვინაობას და ისე აქვეყნებენ ნაშრომებს. ეს ბევრი მიზეზით შეიძლება აიხსნას. რასაკვირველია, მწერლის თანამედროვეებმა და, განსაკუთრებით, მისმა უახლოესმა გარემოცვამ, როგორც წესი, სიმართლე იცის, მაგრამ რაც დრო გადის, მეცნიერებისათვის მით უფრო რთულდება ავტორობის დადგენა. არადა, თუკი არ გვექნება საშუალება, რომ სრულად გავეცნოთ მწერლის ლიტერატურულ მემკვიდრეობას, ვერც ამ უკანასკნელის სრულფასოვნად შესწავლაზე გვექნება პრეტენზია. ამიტომაცაა, რომ კლასიკოსთა მემკვიდრეობის გამოცემისას უყურადღებოდ არც სავარაუდო თხზულებებს ტოვებენ. თხზულებები, რომელთა მიკუთვნების საკითხი საეჭვოა და სპეციალურ კვლევა-ძიებას ითხოვს, იბეჭდება თხზულებათა კრებულის ცალკე განყოფილებაში. ამგვარ განყოფილებას „Dubia“ ჰქვია. თუ დროთა განმავლობაში კვლევა დაადასტურებს ავტორობის საკითხს, მომდევნო აკადემიურ გამოცემაში ტექსტი ძირითად ნაწილში გადაინაცვლებს; საპირისპიროს დამტკიცების შემთხვევაში კი ამგვარ ტექსტს „Dubia“-დანაც ამოიღებენ.ზოგადად, ავტორობის დაადგენა საკმაოდ რთული პროცესია და სამი ძირითადი მიმართულებით ითხოვს კვლევას. ყველაზე მნიშვნელოვანი, ცხადია, დოკუმენტური წყაროს მოპოვებაა; ასევე, კვლევის საფუძველზე უნდა გამოვლინდეს იდეური და ენობრივ-სტილური მსგავსება ავტორის აღიარებულ და სავარაუდო თხზულებებს შორის. საგულისხმოა, რომ აკაკის თხზულებათა დღემდე დაბეჭდილ არცერთ გამოცემას არ აქვს მსგავსი განყოფილება, არადა ნამდვილად არსებობს ისეთი ტექსტები, რომლებიც, შესაძლოა, მართლაც ეკუთვნოდნენ აკაკის კალამს. ამჯერად ჩვენი კვლევის საგანია 1905-1906 წლებში შექმნილი ორი სტატია: „რა გამოჟღავნდა?“ (ივერია, 1905, #45) და „იმერეთის თავად-აზნაურობის სულ-მოკლეობა“ („ცნობის ფურცელი, 1906, #3034). ვფიქრობთ, ორივე წერილის ავტორი აკაკი წერეთელია და რაკი ამ მოსაზრებას მხოლოდ ირიბი მტკიცებულებები გააჩნია, ისინი უნდა დაიბეჭდოს ე.წ. „სავარაუდოთა“ განყოფილებაში. მაგრამ ამისათვის უნდა დაიშვას პრეცედენტი და აკაკი წერეთლის თხზულებათა სრულ აკადემიურ გამოცემას, რომელზეც ამჟამად მუშაობს შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ტექსტოლოგიის განყოფილება, უნდა დაემატოს „Dubia“.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
გურგენიძე ნ., გორგაძე ი., - აკაკი წერეთელი, ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანე. ბიბლიოგრაფიული ქრონიკა 1840-1915. თბილისი, „მეცნიერება“,1989.
ზარდიაშვილი ე., - აკაკის ერთი ხელმოუწერელი სტატიის ატრიბუციისათვის. სამეცნიერო ჟურნალი „ლიტერატურული ძიებანი, #35, გვ. 284-288. თბილისი, 2014.
ივერია. ყოველ-დღიური საპოლიტიკო და სალიტერტურო გაზეთი, თბ. 1905, #43.
ფრუიძე ნ., - აკაკის უცნობი წერილი 1906 წლის რეპესიების შესახებ.სამეცნიერო ჟურნალი „ენა და კულტურა“, #25, გვ/ 115-122. ქუთაისი, 2021.
ცნობის ფურცელი. ყოველ-დღიური გამოცემა, თბ., 1906, #3034