„ვეფხისტყაოსნის“ ერთი პასაჟის გააზრებისათვის - ინდოთ ქალაქი და ლორე
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2022.949საკვანძო სიტყვები:
ისტორიული სინამდვილე და „ვეფხისტყაოსანი“, დემნა უფლისწული და ტარიელიანოტაცია
ცხადია, რომ თანადროული ეპოქა და მასში მიმდინარე ისტორიული მოვლენები უდიდეს გავლენას ახდენს რუსთველზე, ამიტომ საგულდაგულოდ დაფარული მხატვრული ფარდის მიღმა ნებისმიერ მკვლევარს პოეტის ეპოქის ამოცნობა უწევს. ინდოეთის ამბავში ერთ-ერთი ასეთი საყურადღებო პასაჟი სასიძოს მკვლელობა და ამ მკვლელობის შემდგომ განვითარებული მხატვრული კონტექსტები მოჩანს, რომლებიც, თავის მხრივ, ქართულ ისტორიოგრაფიაში კარგად ცნობილ ფაქტთან, 1178 წლის ორბელთა აჯანყებასთან, პირდაპირ კავშირს უნდა ამჟღავნებდეს. სასიძოს მკვლელობის შემდგომ ტარიელს თავის საფეოდალო ქალაქში გამოკეტილს ვხედავთ, ისტორიული წყაროებიდან კი ცნობილია, რომ ბაგრანტიონთა სამეფო სახლის პირდაპირი შთამომავალი - დემეტრე-დემნა უფლისწული − ქვეყნის ამირსპასალარ იოანე ორბელთან ერთად ლორეს ციხეში (დღევანდელი სომხეთი) რამდენიმე თვეა გამაგრებული. მოკლედ რომ ვთქვათ, მხატვრულ ტექსტსა და ისტორიულ ცნობათა შორის ასეთი პარალელი იკვეთება ― „ვეფხისტყაოსნის“ ჩვენთვის უცნობი ქალაქი ინდოთ ქვეყნისა და ლორე. ერთგანაც უფლისწულია გამოკეტილი ისე, რომ ზღუდეს ვერ სცდება და მეორეგანაც. ერთი გმირი ტარიელია და მეორე − დემნა. ორივეს სჭირდება დახმარება. სავარაუდოდ, ამიტომაც განგაშებს ინდოელი რაინდი და საშველად უხმობს თავის მომხრეებს, ანუ როგორც რუსთველი გვეტყვის − „ლაშქარსა ყველასა“. ვფიქრობთ, რომ რუსთველურ ტილოზე დავით აღმაშენებლის პირდაპირი შთამომავლის, დავით V-ის ვაჟის, დემეტრე-დემნა უფლისწულის, სამეფო ტახტიდან ჩამოშორების, გიორგი III-ის მიერ ძალაუფლების უზურპაციისა თუ დემეტრე უფლისწულის თესლში განადგურების მტკივნეული ისტორიის ერთი დეტალი ინდოთ ქალაქში გამოკეტილი ტარიელის ტკივილებშიც ქანდაკდება.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
გარიგება 1965: „გარიგება ხელმწიფის კარისა“, ქართული სამართლის ძეგლები, ტ. II, ი. დოლიძის გამოცემა, გვ. 80-97, გამომცემლობა „მეცნიერება“, თბ., 1965.
„ვეფხისტყაოსანი“ 1966: შოთა რუსთაველი, „ვეფხისტყაოსანი“ [მიძღვნილი შოთა რუსთაველის დაბადებიდან 800 წლისთავისადმი], გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1966.
კეკელიძე, ბარამიძე 1987: კ. კეკელიძე, ალ. ბარამიძე, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, თსუ გამომცემლობა, თბ., 1987.
ლაშა გიორგის მემატიანე 1955: ლაშა გიორგის-დროინდელი მემატიანე, „ქართლის ცხოვრება“ [ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ], ტ.I, გვ. 364-371, გამომცემლობა „სახელგამი“, თბ., 1955.
მაისურაძე 1966: გ. მაისურაძე, ერთი სომხური წყარო დემნა უფლისწულის აჯანყების შესახებ, რუსთაველის დაბადების 800 წლისთავისადმი მიძღვნილი კრებული: საქართველო რუსთაველის ხანაში, გვ. 253-266, გამომცემლობა „მეცნიერება“, თბ., 1966.
ორბელიანი 1978: სტეფანოზ ორბელიანის „ცხოვრება ორბელიანთა“-ს ძველი ქართული თარგმანები, საქართველოს ისტორიის წყაროები, 4, ე. ცაგარეიშვილის გამოცემა, გამომცემლობა „მეცნიერება“, თბ., 1978.
ჯავახიშვილი 1983: ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, თხზულებანი 12 ტომად, ტ. II, გამომცემლობა „მეცნიერება“, თბ., 1983.