სიცოცხლე, როგორც გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2022.948საკვანძო სიტყვები:
გაბრიელ გარსია მარკესი, „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა“ანოტაცია
სტატიაში გაანალიზებულია გაბრიელ გარსია მარკესის ნაწაროებში „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა“ რამდენიმე სიტყვა, რომელთა დეკოდირების შემდეგაც ტექსტი განსხვავებულად იკითხება. ეს სიტყვებია „ლეღვის ხე“, „პირში საძაგელი გემო“, „ტანგაუხდელად ეძინა“. ამ სიტყვების გამოყენებით მწერალი მკითხველს ამისამართებს ბიბლიის „დაბადების“ ტექსტთან და, შესაბამისად, აძლევს გეზს, რომ ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ დასვას ის შეკითხვები, რაც მკითხველს უჩნდება ბიბლიის წაკითხვის შემდეგ. ეს შეკითხვაა „ვინ არის დამნაშავე?“. მარკესის მოთხრობის მთავარი შეკითხვაც ესაა, მაგრამ ამ კითხვაზე პასუხი რამდენიმეა: დამნაშავე სანტიაგო ნასარია, რომელმაც კავშირი დაამყარა ქალიშვილთან, დამნაშავე ანხელა ვიკარიოა, რომელმაც მოუგონა სანტიაგო ნასარს და გადააბრალა სხვისი დანაშაული. დამნაშავე კაციც შეიძლება იყოს და ქალიც. მაგრამ ვინაა დამნაშავე სანტიაგო ნასარის სიკვდილში და არა ის, თუ ვინაა დამნაშავე სანტიაგო ნასარის მკვლელობაში. ამ კითხვას რომ პასუხი სწორად გაეცეს, საჭირო ხდება დამხმარე პერსონაჟების როლის ანალიზი. ვის შეეძლო და ვერ უშველა ნასარს? მღვდელმა, პოლკოვნიკმა, ექიმმა - ადამიანებმა, რომლებიც ისეთ პროფესიას წარმოადგენენ, რომელთა პირდაპირი პასუხისმგებლობაა ადამიანის გადარჩენა. მაგრამ ნაწარმოებში ნასარის სიცოცხლის ხელყოფამდე სააბედისწერო ნაბიჯს დგამს დედა - ის შვილს უკეტავს კარს. გამოდის რომ სანტიაგოს სიკვდილის მიზეზი დედაა. თუკი ამ მომენტს განვაზოგადებთ და ვიტყვით, რომ სანტიაგო ნასარი ნებისმიერი ადამიანია, მაშინ მივხვდებით, რომ მას შემდეგ, რაც უფალმა სამოთხიდან გამოაძევა ადამი და ევა, სიკვდილის მიზეზი ხდება დედა, ადამიანი, რომელიც აჩენს შვილს, ადამიანი, რომელიც სიცოცხლის დაბადებით აჩენს სიკვდილს და რომ გამოცხადებული სიკვდილი ესაა სიცოცხლის გაჩენა, ხოლო სიცოცხლე ესაა ამ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
მარკესი გ. გ., - გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა. გამომცემლობა თბილისი. ელზა ახვლედიანი თარგმანი. 2015
ბიბლია - გამომცემლობა „საქართველოს საპატრიარქო“. თბილისი. 1989