საქართველოს გასაბჭოების პერიპეტიები გურამ გეგეშიძის რომანში „ხმა მღაღადებლისა“ (სისხლით ნაფერი წითელი დროშა)

საქართველოს გასაბჭოების პერიპეტიები გურამ გეგეშიძის რომანში „ხმა მღაღადებლისა“ (სისხლით ნაფერი წითელი დროშა)

ავტორები

  • ანა გოგილაშვილი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2022.945

საკვანძო სიტყვები:

გურამ გეგეშიძე, „ხმა მღაღადებლისა“, საბჭოთა რეჟიმი

ანოტაცია

1921 წლის ტრაგიკულმა მოვლენება საქართველოს ისტორიაში კიდევ ერთი ტკივილიანი ფურცელი ჩაწერა. რუსეთის მე-11 არმიის ნაწილები ბოლშევიკური აჯანყების მხარდასაჭერად საქართველოში 1921 წლის თებერვალში შემოიჭრნენ.  კოჯორთან და ტაბახმელასთან რამდენიმედღიანი უთანასწორო ბრძოლისა და დიდი მსხვერპლის შემდეგ,  ქართულმა დანაყოფებმა პოზიციები დათმეს და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მცირეხნიანი ისტორიაც ამით დასრულდა. ჩვენი ქვეყანა რუსეთის ოკუპაციის კლანჭებში მოექცა და საბჭოთა სასტიკი მმართველობის სამოცდაათწლიანი წნეხი დაიწყო. საქართველოს ისტორიის ამ ტრაგიკულმა მოვლენებმა არაერთი ავტორის შემოქმედებაში ჰპოვა ასახვა. როგორც ილია ჭავჭავაძემ განსაზღვრა მწერლის ფუნქცია, გაჭირვებისა და უკიდურესი შევიწროვების ჟამსაც  უნდა აფხიზლებდეს ერსო, საბჭოთა რეჟიმის დროს  ეს ტვირთი საკუთარ თავზე არაერთმა ქართველმა მწერალმა აიღო, რაც გმირობის ტოლფასი იყო და ზოგიერთ მათგანს სიცოცხლის ფასადაც დაუჯდა. ხელისუფლებაში იოსებ სტალინის მოსვლის შემდეგ, მე-20 საუკუნის 30-იან წლებში საბჭოთა სისტემამ განსხვავებული პოლიტიკური ხედვის მქონე ადამიანების, მათ შორის სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლების მასობრივი განადგურება დაიწყო. ეგრეთწოდებული პირველი ნაკადის ანტისაბჭოთა განწყობის მწერლები იყვნენ: მიხეილ ჯავახიშვილი, გრიგოლ რობაქიძე,  ნიკოლო მიწიშვილი, „ცისფერყანწელები“ და სხვანი, რომელთაც საბჭოთა ცენზურის მსახვრალი ხელი საკუთარ თავზე საკმაოდ მტკივნეულად გამოსცადეს. გურამ გეგეშიძე ის მწერალია, რომელსაც ქვეყნის მაჯისცემაზე უდევს ხელი. მისი რომანები „ხმა მღაღადებლისა“(1982), „სისხლის წვიმები(1991)“, „ნაცრის კოშკი(2001)“ და „ნათლისქრობა(2016)“ საქართველოში მიმდინარე ისტორიული პროცესების რამდენიმე მონაკვეთს ასახავს. მართალია, სტალინის გარდაცვალების შემდგომ, მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან 80-იანი წლების ჩათვლით, საბჭოთა რეჟიმის კრიტიკის გამო, მწერლებს სასიკვდილო განაჩენი აღარ ელოდათ, მაგრამ შევიწროვებისა და დაპატიმრების მსხვერპლნი მაინც ხდებოდნენ. მაგალითად შეგვიძლია, დავასახელოთ გურამ დოჩანაშვილისა და ჭაბუა ამირეჯიბის დაპატიმრების ისტორიები. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ 1982 წელს, გურამ გეგეშიძის მიერ ანტისაბჭოთა იდეოლოგიით დატვირთული რომანის, „ხმა მღაღადებლისას“ გამოცემა მწერლის მხრიდან დიდ გამბედაობას მოითხოვდა. განსახილველ ნაწარმოებში ყურადღებამისაქცევია რამდენიმე მნიშვნელოვანი პარადიგმა, მათ შორისაა ეროვნული სულისკვეთების მქონე მამისა და მისი ძის, ყაფლან და ნესტორ ვარდანიძეების კონცეპტი, რომელიც ჩვენს ნაშრომში ეპოქის გამოძახილად მიიჩნევა და გაანალიზებულია საბჭოთა წყობილების დამყარების კონტექსტში.ასევე, საგულისხმოა  ვარდანიძეების შტოსთან იდეოლოგიურად დაპირისპირებული  უნდილაძეების კლანი, რომელიც ღალატისა და უზნეობის სიმბოლოდ წარმოაჩინა ავტორმა.   ეკლესიიდან გამოსული, თეთრით შემოსილი ჯამბაკურ ვარდანიძის მკვლელობა გაბოლშევიკებული ტიტიკო უნდილაძის მიერ - ბოლშევიკების ხელით ღმერთისა და სიწმინდის მკვლელობის ალეგორიად არის აღქმული ჩვენს ნაშრომში. გურამ გეგეშიძის მიერ „სისხლით ნაფერ წითელ დროშაზე“ აქცენტირებას კი  საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმისადმი ავტორის დამოკიდებულების კიდევ ერთ თვალსაჩინო მაგალითად განვიხილავთ.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

გაფრინდაშვილი ნ, მირესაშვილი მ, წერეთელი ნ., _ „სოციალისტური რეალიზმის თეორიული ისტორია“, თბილის, 2010

გეგეშიძე გ., _ „ხმა მღაღადებლისა“, თბილისი, 2017

გიგაშვილი მ., _ „გურამ გეგეშიძის მხატვრული პროზის თავისებურებანი“, თბილისი, 2002

გოგია ზ., _ „ერთი რომანის ინტერიერი“, 2006

https://www.litinstituti.ge

გურამიშვილი დ., _ „დავითიანი“, 2013

https://burusi.wordpress.com

კვაჭანტირაძე მ., _ „მე ჩემს საკუთარ შენობას ვაგებ“, წერილები ლიტერატურაზე, თბილისი, 2001

ლორია კ., _ „უახლესი ქართული ლიტერატურის სათავეებთან“, მეშვიდე საერთაშორისო ქართველოლოგიური სიმპოზიუმის მასალები, თბილისი, 2016

მეზვრიშვილი ა., _ „საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა“, 2013

მირცხულავა მ., _ „დემოკრატია და განათლება“, 2018

რატიანი ი., _ „ლიტერატურული დისკურსისი მოდელები საბჭოთა ტოტალიტარიზმის პირობებში“, სჯანი N11, 2010

რატიანი ი., _ „რეალიზმის ლიტერატურული სკოლა და მისი ქართული მოდელი“, სჯანი N16, 2015

სადღობელაშვილი ნ., _ „სამოქალაქო რომანიდან პიროვნულ არჩევნამდე“, ლიტერატურული გაზეთი, თბილისი, 2017

შველიძე ნ., _ „საბჭოთა “მონობაში” აკრძალული ლიტერატურა და ფილმები“, 2018

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-05-18

როგორ უნდა ციტირება

ანა გოგილაშვილი. (2022). საქართველოს გასაბჭოების პერიპეტიები გურამ გეგეშიძის რომანში „ხმა მღაღადებლისა“ (სისხლით ნაფერი წითელი დროშა). ენა და კულტურა, (27). https://doi.org/10.52340/lac.2022.945

გამოცემა

სექცია

ლიტერატურათმცოდნეობა
Loading...