ინგლისური ვერბალური კომუნიკაციის ქცევის დომინანტური თვისებები

ინგლისური ვერბალური კომუნიკაციის ქცევის დომინანტური თვისებები

ავტორები

  • თამარ თვალაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ეკა გოტიაშვილი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2022.938

საკვანძო სიტყვები:

ვერბალური კომუნიკაცია, ქცევა, დომინანტური თვისებები

ანოტაცია

ენა ეხმარება ადამიანს აღწეროს სამყარო. პრობლემა არის არა ენის სწორად გამოყენება, არამედ ენის გარემოში განხორციელებული ამა თუ იმ საბაბის ჭეშმარიტად ურთიერთგაგება, რაც ვითარდება დიალოგში – როგორც გაგების მექანიზმი. ენა უზრუნველყოფს კომუნიკაციურ ურთიერთობას და კომუნიკაციის ნორმებს საზოგადოებაში. კომუნიკაციის ნორმების, წესებისა და თავისებურებების ათვისებით ადამიანი ხდება განსაზღვრული საზოგადოების წევრი. მისი მეტყველება იძენს გაგებისა და ნორმატიულობის თვისებებს, ის იმყოფება ისეთ მდგომარეობაში, რომ თვალყური ადევნოს სხვა ადამიანების არგუმენტაციებს და დამოუკიდებლად ახსნას შესაბამისი არგუმენტაცია. სხვადასხვა ლონგვოკულტურული საზოგადოების კომუნიკაციური ქცევის ძირითად მახასიათებლებში იგულისხმება მეტყველების განსაკუთრებულობა, რომლებიც დამახასიათებელია სხვადასხვა ასაკობრივ, გენდერულ, სოციალური ჯგუფებისათვის და ვლინდება სხვადასხვა, მაგრამ ერთნაირ ტიპურ სიტუაციებში. ნაშრომში განხილულია ნიმონანტური კომუნიკაციური სტრატეგია, რომელიც შეიძლება წარმოიშვას საუბრის მომენტში ნებისმიერ დროს კომუნიკაციის გაგრძელების მიზნით. მოცემულ ნაშრომში ჩვენ ასევე განვიხილეთ კომუნიკაციის და თავაზიანობის სტრატეგიის ურთიერთდამოკიდებულება. აღვწერეთ ენის დომინანტი ფუნქციები (კომუნიკაციური, სოციალური – მიმართული კონტაქტის დამყარებისაკენ, კონოტაციური, მარეგულირებელი, ემოციური, იმპერატიული); სამეტყველო ერთიერთობის წესების განმსაზღვრელი მოვლენების პოსტულატები (რეალობის, გულწრფელობის, მშვიდი – მომთმენი ქცევის, მართებული ემოციურობის); ზეპირი კომუნიკაციისათვის დამახასიათებელი კატეგორიები (შინაარსი, ურთიერთქმედების ტექნიკა, კომუნიკაციის მიზანი); პოზიტიური და ნეგატიური თავაზიანობის სტრატეგიები (პოზიტიური, რომელიც მიმართულია ადრესატის დაახლოებაზე, დისტანციის შემცირებაზე; ნეგატიური – პირიქით, ადრესატის დაშორებაზე, დისტანციის დაცვაზე). დავადგინეთ, რომ კომუნიკაციური დომინანტები მჭიდროდაა დაკავშირებული კონკრეტული ლინგვოკულტურული საზოგადოების თავაზიანობის სისტემასთან. ისინი ფორმირდებიან მის საფუძველზე, დაწესებული განსაზღვრული კომუნიკაციური სტრატეგიების რეგულარულად გამოყენების შედეგად. ამა თუ იმ ხალხის ვერბალური ქცევის დამახასიათებელი კომუნიკაციური დომინანტები წარმოადგენენ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანს როგორც თეორიულ ისე პრატიკულ ჭრილში, რამდენადაც მათ საფუძველზე შესაძლებელია პერსპექტივაში აღვწეროთ კომუნიკაციის ნაციონალური სტილი და შევიმუშაოთ კომუნიკაციის დიდაქტიკური წესი, რომელიც უზრუნველყოფს უცხო ენების შემსწავლელთა კულტურათაშორისი კომუნიკაციური კომპეტენციის განვითარებას.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

ჭაბაშვილი მ. , – უცხო სიტყვათა ლექსიკონი. გამომცემლობა განათლება. თბ. 1998

Austin J. - How to Do Things With Words Oxford. 2017

Bolton K Kwok H. - Sociolinguistics Today. International Perspectives. Oxford. 1992

Brown, Levinson – Theory of Politeness. 1987

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-05-18

გამოცემა

სექცია

ენათმეცნიერება
Loading...