ენანტიოსემიის ძირითადი პრობლემები თანამედროვე ფრანგულში

ენანტიოსემიის ძირითადი პრობლემები თანამედროვე ფრანგულში

ავტორები

  • ციური ახვლედიანი ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2022.934

საკვანძო სიტყვები:

ენანტიოსემია, პოლისემია, ანტონიმია, სიტყვის სემანტიკა

ანოტაცია

სტატიაში განვიხილავთ ენანტიოსემიის პრობლემებს თანამედროვე ფრანგულ ენაში და წარმოვადგენთ მათ კლასიფიკაციას. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ამ ენობრივი ფენომენის ანალიზისადმი სხვადასხვაგვარ მიდგომასა და მათ ინტერპრე-ტაციებს. ენანტიოსემიური ფენომენის სრულყოფილი კლასიფიკაცია ჯერჯერობით არ მომხდარა, დამუშავებულია მხოლოდ ძირითადი სახესხვაობები, რაც დამახასიათებე-ლია ფრანგული ენანტიოსემიისათვის; ესენია: 1. ენობრივი ოპოზიცია - სამეტყველო ენანტიოსემია, რომელიც ხშირად წარმოადგენს ენანტიოსემიის სხვა სახეობათა საფუძველს; 2. სტრუქტურისა და გამოვლენის ხარისხის მიხედვით, შეიძლება გამოიყოს სრული ენანტიოსემია, რომელიც გულისხმობს სიტყვის ერთი მნიშვნელობის მეორესთან აბსოლუტურ სტრუქტურულ შესაბამისობას და არასრული ენანტიოსემია, რომლის დროსაც საპირისპირო მნიშვნელობათაგან ერთ-ერთი მოდიფიცირდება ანალიტიკური ხერხით; 3. კონტექსტის შენარჩუნების აუცილებლობის მიხედვით, შეიძლება გამოიყოს აბსოლუტური ენანტიოსემია 4. ფუნქციის მიხედვით, მიზანშეწონილია გამოვყოთ ლოგიკური (ანუ ნომინატიური) ენანტიოსემია, რომელიც ეხება ნომინატიურ, სტილისტიკურად არამარკირებულ მნიშვნელობას 5. გრამატიკული კრიტერიუმების გათვალისწინებით, შეიძლება ვილაპარაკოთ სუბსტანტიურ ენანტიოსემიაზე, 6. ფრანგული ენის ხატოვანი ხასიათის გათვალისწინებით, მათთვის დამახასიათებელია ოპოზიცია ლექსიკური (ანუ ლექსემური)/ ფრაზეოლოგიური ენანტიოსემია 7. სინტაქსური ენანტიოსემია შეიძლება გამოვლინდეს სინტაქსურ დონეზე 8. ლექსიკურ/ გრამატიკულ ენანტიოსემიას; 9. სტილისტური ენანტიოსემია; 10. შესაძლებელია გამოიყოს სინქრონიული და დიაქრონიული ენანტიოსემია.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

Ullmann S., (1965) Précis de sémantique française. Berne.

Lehmann A., (2002) Introduction à la lexicologie. Sémantique et morphologie. Paris.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-05-18

გამოცემა

სექცია

ენათმეცნიერება
Loading...