სტრატეგიული კომუნიკაციის ლიგვისტურ-კომუნიკაციური ასპექტები
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2022.836ანოტაცია
სტრატეგიული კომუნიკაცია ემსახურება აზრის სწორად მიტანას საზოგადოებისათვის. გზავნილები ისე უნდა იყოს შემუშავებული, რომ ადამიანებმა იგრძნონ, რომ ისინი თავად არიან ამ პროცესის ნაწილი. იმისათვის, რომ ეს პროცესი წარმატებით განხორციელდეს, აუცილებელია მისი სწორად დაგეგმვა და აღსრულება. სტრატეგიული კომუნიკაციის მთავარი მიზანი კი შედეგის მიღწევაა. ამ პროცესში მხოლოდ ინფორმაციის მიწოდება არ არის მთავარი. საჭიროა სტრატეგიული ხედვა და მთავარი გეგმა. ამდენად, სტრატეგიული კომუნიკაცია ორიენტირებული უნდა იყოს შედეგზე. ამ შედეგის მიღწევაში გვეხმარება სხვადასხვა აქტივობები და შესაბამისად გაწერილი გეგმა. თუმცა, ლინგვისტური და კომუნიკაციური მხარე გადამწყვეტია, რადგან თუ შეტყობინება არ არის ზუსტად, მკაფიოდ და ჩამოყალიბებულად გაგზავნილი, მას არ მოყვება სათანადი შედეგი. ბიზნესის სფეროში მისი შესატყვისებია ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაცია, ორგანიზაციული კომუნიკაცია, კორპორატიული კომუნიკაცია და ა.შ.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
INTERNATIONAL JOURNAL OF STRATEGIC COMMUNICATION 2018, VOL. 12, NO. 4, 367–381. Routledge