კომუნიკაციის ეფექტიანობა სატელევიზიო დისკურსში
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2022.814ანოტაცია
კომუნიკაციის დამყარების მრავალი საშუალება არსებობს. მათ შორის განსაკუთრებულია კომუნიკაციის ენობრივი ხერხები, რომელთა მრავალი სახეობა გამოიყოფა, თუმცა უნდა ითქვას, რომ სატელევიზიო კომუნიკაცია ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებული სახეობაა კომუნიკაციისა, სადაც მედიატექსტი ქმნის ურთიერთობის ერთგვარ ხელოვნურ გარემოს. საუბრის მონაწილეების ვერბალური ურთიერთობა ხორციელდება ინფორმაციის გადამცემი არხის მეშვეობით. ამგვარი ურთიერთობის სისტემაში კომუნიკაციური აქტი რჩება იზოლირებული. მოუბარიც და მსმენელიც გაყოფილი არიან სივრცესა და დროში. გამგზავნის (ადრესანტის) შეტყობინების შექმნა ხდება ტელეაუდიტორიის „სასურველი“ წარმომადგენლის (როგორც საუბრის პარტნიორის) გამოსახულებაზე მუდმივი ორიენტაციის პირო-ბებში. აუდიტორიისთვის გამგზავნის გამოსახულება შეტყობინების აღქმისა და ავტორის პოზიციის აუდიტორიის მიმართ რეკონსტრუქციის შედეგია. „აუდიტო-რიის „სასურველი“ გამოსახულების შეუსაბამობა რეალური აუდიტორიის შეტყობინების ავტორებთან და პირიქით, აუცილებლად გამოიწვევს იმას, რომ კომუნიკაცია აუდიტორიასთან არ შედგება“ [Матвеева, 2002:52].
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ლებანიძე გ. (1998): ანთროპოცენტრიზმი და კომუნიკაციური ლინგვისტიკა, თბილისი;
Дейк Ван Т. А. (2000): Язык. Познание. Коммуникация. – Б.: БГК им.И.А. Бодуэна де Куртене;
Деминова М. А. (2013): Реализация коммуникативной функции языка в речи. Новосибирск;
Матвеева Л.В. (2002): Психология телевизионной коммуникации, – Москва: РИП-холдинг.
Якубинский Л. П. (1986): О диалогической речи: сб. Избранные работы. Язык и его функционирование. Москва.