სულხან-საბა ორბელიანის ერთი იგავის მიმართებისათვის ნიზამი განჯელის ლექსთან
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2022.813ანოტაცია
სულხან-საბა ორბელიანის “სიბრძნე სიცრუისა” აგებულია მრავლისმეტყველ სიუჟეტურ ქარგაზე, რომლის განსახორციელებლად პაექრობა პერსონაჟთა შორის მცირე ფორმის ალეგორიულ თხზულებათა საშუალებით, კერძოდ იგავ-არაკების საშუალებით იმართება. თხზულებაში მეფისა და ტახტის მემკვიდრის სახე გაიაზრება, როგორც სიუჟეტის წარმმართველი ფენომენისა, ხოლო მეფის კონცეფციის ასახვა მეფის ხატ-სახის ბიბლიურ საფუძველს ემყარება. მეფისა და მეფისწულის სახის გამოკვეთას თან ახლავს სხვა პერსონაჟთა სახეების ჩვენებაც, რომელთაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში თავიანთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ. მათ შორის განსაკუთრებულია მეფის უპირველესი ქვეშევრდომის, ვაზირის როლი და ადგილი, რაც ასახულია როგორც სიუჟეტურ ქარგაში, ისე არაკებსა და იგავებში.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ნიზამი განჯელი (1974). თხზულებანი, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“. თბილისი (მაგალი თოდუას თარგმანი).
სულხან-საბა ორბელიანი (1959). თხზულებანი. ტ. I. გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“. თბილისი.