პროექტზე დაფუძნებული სწავლების უპირატესობები

პროექტზე დაფუძნებული სწავლების უპირატესობები

ავტორები

  • მადონა სამნიძე შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2022.807

ანოტაცია

პროექტი არის რომელიმე პრობლემის ინდივიდუალური ან ჯგუფური გადაჭრა. ის არის მეთოდი,რომელიც სრულიად განსხვავდება ტრადიციული სწავლების მეთოდისაგან.პროექტგაკვეთილი მრავალფეროვანი სამუშაოა,რომლის დროსაც ვითარდება კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობითი,საკონიმუკაციო უნარები.პროექტზე მუშაობის დროს მიღებულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს მოსწავლეები იყენებენ პრაქტიკაში,რაც ზრდის მათ მოტივაციასა და პასუხისმგებლობას.პროექტით სწავლება გულისხმობს სკოლისგარეშე დაწესებულებების ჩართვას სასწავლო პროცესში. მოსწავლეებს არსებული პრობლემების გადასაჭრელად დამატებითი ინფორმაციის მოძიება უწევთ, მიდიან ბიბლიოთეკაში, ატარებენ გამოკითხვას, იღებენ ინტერვიუს, ამყარებენ კომუნიკაციას პროექტის მონაწილეებთან.პროექტგაკვეთილი სწავლების განსაკუთრებულ ფორმას წარმოადგენს, სადაც მასწავლებელი და მოსწავლეები ერთობლივად ფორმურილებულ თემას, პრობლემას მიმართავენ. თემის შერჩევაში, დაგეგმვასა და პრობლემის მართვაში მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან. ამ ტიპის სწავლების დროს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მოსწავლეთა ინტერესები და შესაძლებლობები.პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეებს უნდა ჰქონდეტ საინფორმაციო სივრცეში ორიენტაციისა და დამოუკიდებელი სწავლების უნარ-ჩვევები, ანალიტიკური, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარები.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-03-09
Loading...