სიმბოლური სათაურის ცნება მხატვრულ ტექსტში
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2022.797ანოტაცია
XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნეში სრულიად შეიცვალა ავტორების დამოკიდებულება მხატვრული ნაწარმოებების მიმართ − ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა გმირების შინაგანი სამყარო და სულიერი მდგომარეობა, მათი პიროვნება, ხასიათი და ბედი საზოგადოების სოციო-კულტურულ კონტექსტში, რის შედეგადაც შეიქმნა ფსქოლოგიურ-სოციალური ხასიათის ნაწარმოებები. პარალელურად შეინიშნება გარდატეხა დასათაურების ხელოვნებაში როგორც სტრუქტურული, ასევე სტილისტურ-სემანტიკური თვალსაზრისით. სათაური გახდა ზუსტი და საქმიანი, საკმარისი და მისაღები აღმოჩნდა ორი-სამი მასტიმულირებელი სიტყვა, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეპოქის აჩქარებული ცხოვრების რიტმში ჩართული მკითხველი უარს აცხადებს მრავალსიტყვიან სათაურზე და მოითხოვს მის ლაკონურ ფორმას. მწერლებისთვის ორიენტირი ხდება თეზისი, რომელიც მოგვიანებით ასე ხატოვნად და ლაკონურად ჩამოაყალიბა კრჟიჟანოვსკიმ: „წიგნი ბოლომდე გახსნილი სათაურია, სათაური კი – ორ-სამ სიტყვაში მოქცეული წიგნი“ (კრჟიჟანოვსკი 1931)[1]. ანალოგიურ აზრს ავითარებს იულია სვატკო თავის ლინგვოფილოსოფიურ ნაშრომში „სახელი როგორც ტექსტი და ტექსტი როგორც სახელი. აქედან გამომდინარე, უპირატესობა მიეცა ისეთი სათაურების შერჩევას, რომლებიც შეძლებდნენ მთელი ნაწარმოების არსის გამოხატვას ეკონომიურად, მაგრამ მკითხველისთვის დამაინტრიგებელ ფერებში.
[1] Кржижановский С.Д., Поэтика заглавий. Москва., 1931 с27
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ჩიგოგიძე 2005 – ჩიგოგიძე ე.(2005). სიმბოლური ნომინაცია როგორც ენობრივ–კულტურული ფენომენი და სიმბოლურ–სემანტიკური ველი მხატვრულ ნარატი–ულ ტექტსტში (ნეორომანტიკული ზღაპრული ნარატივის მასალაზე). მეცნ. კანდ. სამეცნ. ხარისხის მოსაპოვებლად წარმოდგენილი დისერტაციის ავტორეფერატი. ი. ჭავჭავაძის სახ. თბილისის ენისა და კულტურის სახელმწ. უნივერსიტეტი.
ჟენეტი და მაკლინი 1991 – Genette G. & Maclean M.(1991). Introduction to the Paratext// New Literary History, Vol. 22 No.2, pp. 261-272 http://isites.harvard.edu/fs /docs /icb.topic1323630.files/genetteparatext.pdf
ჟენეტი და ქრამპი 1988 – Genette G.& B.Crampe (1988). Structure and functions of the Title in Literature//Critical Inquiry, Vol.14, No.4: 692-720. http://www.jstor.org/discover /10.2307/1343668?sid=21105418798931&uid=3738048&uid=70&uid=4&uid=2&uid=2134
კრჟიჟანოვსკი 1931 – Кржижановский С.Д.(1931). Поэтика заглавий. // Никитинские Субботники. Москва. http://az.lib.ru/k/krzhizhanowskij_s_d/text_0292.shtml
მეიეროვიჩი 2007 – Meyerovich A.(2007). Title and Concept: The Case of Interrelation. Rehovot,Israel. https://www.google.ge/Meyerovich+A.Title+and+Concept:+The+Case+of +Interrelation+Rehovot