პლატონი: ენა როგორც გზა რეალობისაკენ

პლატონი: ენა როგორც გზა რეალობისაკენ

ავტორები

  • ნანა გულიაშვილი ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2022.784

ანოტაცია

 

        სოფისტური რელატივიზმის დასაძლევად პლატონი ეძებს ცოდნის მყარ საფუძველს. იგი გახლდათ პირველი ფილოსოფოსი რომელმაც ცოდნის საკითხი ენას დაუკავშირა. მისი ცნობილი დიალოგი ,,კრატილე“ სწორედ ამ საკითხს ეძღვნება. მას აინტერესებს იდეათა სამყაროსთან ენის მიმართების საკითხი. არის თუ არა ენა საიმედო დასაყრდენი ცოდნის ძიებისას და შესაძლოა თუ არა საკითხი გადაიჭრას იმით, რომ თუკი ვიცით სიტყვები, ვიცით საგნებიც.  ასე რომ, სიტყვები არაჩვეულებრივად მნიშვნელოვანი ხდება, ისინი მოქმედებენ არა როგორც მედიუმი  ჩვენსა და სხვა ადამიანებს შორის, არამედ როგორც ცოდნის საშუალება, მაგრამ აქვე ისმის კითხვა, სიტყვები რაიმე გარკვეული აზრით ,,სწორია’’? აქვთ თუ არა მათ რაიმე აუცილებელი შინაგანი კავშირი აღსანიშნთან თუ პირობითნი არიან? ეს კითხვა დღესაც აქტუალურია. თუ თანამედროვე ლინგვისტიკა ენას განიხილავს პირობით ნიშანთა სისტემად, განსხვავებული პოზიცია უკავიათ სხვა სფეროთა: რიტორიკის, კულტურული ანთროპოლოგიის, ლიტერატურათმცოდნეობის წარმომადგენლებს, რომლებიც  ამოდიან რწმენიდან, რომ ნებისმიერი ადამიანი, მშობლიურ ენაზე თავისი ენის სიტყვათა დიდ ნაწილს მიიჩნევს როგორც ,,სწორს’’.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

No references

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-03-09
Loading...