ამერიკის სამხრეთის მითი და უილიამ ფოლკნერი
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2022.783ანოტაცია
ამერიკის სამხრეთმა, შეერთებული შტატების სხვა ნაწილებისგან განსხვავებით, ყველაზე დიდხანს რეგიონული შეგნება შეინარჩუნა. სწორედ ეს „ისტორიული შეფერხება“ წარმოადგენს განსხვავებული სამხრეთული ფიქრებისა და გრძნობების წყაროს. 1861 – 1865 წლების, ამერიკის ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის გაჩაღებულ სამოქალაქო ომში განცდილი მარცხის შემდეგ, სამხრეთს აღარ შეეძლო სრულად და თავისუფლად მიეღო მონაწილეობა ამერიკული საზოგადოების განვითარებაში. სწორედ აღნიშნულის გამო, ჩრდილოეთთან და დასავლეთთან შედარებით, სამხრეთში ინდუსტრიალიზმი და კაპიტალიზმი შედარებით გვიან და ნაკლები სიმძლავრით დამკვიდრდა. ყოველივე ეს სამხრეთის მარცხთან შეუგუებლობით და გარიყულობის განცდით იყო განპიროებული. ის საკუთარ იდენტობას ყველაზე მძაფრად მაშინ შეიგრძნობდა, როცა ამერიკელი ერის თვითშეგნება ყალიბდებოდა. სანამ შეერთებული შტატების სხვა რეგიონები ნგრევას განიცდიდნენ, სამხრეთი მთელი ძალით ერთიანობის შენარჩუნებას ცდილობდა. მათ 11 შტატისაგან სამხრეთის შტატების კონფედერაცია შექმნეს, რასაც 8000 არისტოკრატიული ოჯახი განაგებდა, რომელთაც საშუალოდ 50 მონა ჰყავდათ. მათ სამხრეთისათვის დამახასიათებელი ტრადიციები და წესჩვეულებები ახასიათებდათ, რაც თითოეული სამხრეთელისათვის უმნიშვნელოვანესი იყო.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
თოფურიძე, ე., (1984): უ. ფოლკნერის რომანის პოეტიკა ,,საბჭოთა საქართველო", თბილიი,
კილაძე, ზ., (1992):,,გული ცნობა და გონება", წინასიტყვაობა უ. ფოლკნერის რომანზე `ხმაური და მძვინვარება", თბილისი, ,,საქართველო".
ფოლკნერი, უ., (1989):,,აბესალომ, აბესალომ!", თარგმანი ზ. კილაძის ,,საბჭოთა საქართველო", თბილისი.
ფოლკნერი, უ., (1999):საუბრები - გულის ჭიდილი საკუთარ თავთან. ინგლისურიდან თარგმნეს პაატა და როსტომ ჩხეიძეებმა. თბილისი:,,ლომისი“.
Claridge, H., (1999): William Faulkner – Critical Assessments, Volume –IV, by MPG books Ltd bodmin, Cornwall.
Hauthorne J.,( 2020): Confessions and Critisisms, Frankfurt am Main, Germany
Faulkner, W., (1954): Two Decades of Criticism. Michigan State College Press,
Анастасьев Н, (1984):Обновление традиции: Реализм XX века в противоборстве с модернизмом. М.,