სულხან–საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისა“ (ნაწარმოების სათაურის ალეგორიულობა, ენა, სტილი)
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2022.760ანოტაცია
სიძლიერეს სიბრძნისას ერთნაირად აღიქვამდა ქართველი კაცი. არცერთ ეპოქაში არ დაკარგვია რჩევის უნარი ბრძენკაცს.. მაგრამ მაშინ, როცა იბერიის არსებობა ბეწვზე ეკიდა, იმ რთული პროცესების გამო, რაც მის საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ცხოვრებაში ვითარდებოდა, ბრძენკაცის სიტყვა საჭირო იყო და ღმერთმა მოუვლინა ქართველ ერს კაცი, რომელიც იღაღადებდა დაუშრეტელ სიბრძნეს, რომელიც საუკუნეებს გადასწვდებოდა და აღზრდიდა თაობებს... სულხან–საბა ორბელიანი მართლაც საჩუქარი იყო ღვთის კაცთათვის. ის უნივერსალური განათლება, მისი ნაწერებიდან რომ მოსჩქეფს, სიბერემოწეულს ერთი დაკვრით არ შეეძლო მოეხვეჭა. ვახტანგ VI-ის სიტყვით სულხანი სიყრმიდანვე იყო ძალუმად „სიბრძნის სწავლისა მსახველი“, ენციკლოპედიური განათლების მქონე, მრავალ ენათა მცოდნე.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ა. ბარამიძე, სულხან–საბა ორბელიანი, თბ. 1959
ა. ბარამიძე, ილ. ჭავჭავაძე და ძველი ქართული მწერლობის საკითხები, თბ., 1975
ლ. კვაჭაძე, თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი, თბ., 1966
სულხან–საბა ორბელიანი, „სიბრძნე სიცრუისა“ თბილისი, 1986
ს. ცაიშვილი, ქართული მწერლობა, თბ., ტ. VII
შ. ძიძიგური, ქართული სალიტერატურო ენის ისტორიისათვის, თბ., 1959