ევროკავშირის, ევროპული ფასეულობებისა და საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესახებ ცნობიერების ამაღლების საკითხი ეთნიკურ უმცირესობებითა და დევნილებით დასახლებულ რეგიონებში - კავკასიის უნივერსიტეტის ჟან მონეს პროექტის „ევროპული სწავლების სამკ

ევროკავშირის, ევროპული ფასეულობებისა და საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესახებ ცნობიერების ამაღლების საკითხი ეთნიკურ უმცირესობებითა და დევნილებით დასახლებულ რეგიონებში - კავკასიის უნივერსიტეტის ჟან მონეს პროექტის „ევროპული სწავლების სამკ

ავტორები

  • გურანდა ჭელიძე
  • ეკატერინე ქარდავა
  • ზურაბ ბრაგვაძე

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2021.684

საკვანძო სიტყვები:

ევროკავშირი, „ევროპული სწავლების სამკუთხედი“, ეთნიკური უმცირესებები, საჯარო სკოლები, დამხმარე სახელმძღვანელო სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისათვის

ანოტაცია

საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციისა და ასოცირების პირობებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოსახლეობის, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების, ცოდნასა და მოლოდინებს ევროკავშირის, ევროინტეგრაციისა და ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესისადმი. სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ დღემდე ჩატარებული გამოკითხვების შედეგე-ბის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა სტაბილურად დადებითადაა განწყობილი ევროინტე-გრაციისადმი. ინტერესი ასოცირების პროცესებისადმი დიდია, თუმცა ის არ ეფუძნება საქართვე-ლო-ევროკავშირის ურთიერთობების სპეციფიკასა და დინამიკას. მოსახლეობა ცოდნას ძირითადად ზედაპირული ხასიათის ინფორმაციას ტელევიზიებიდან იღებს. მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების ერთ-ერთ ხერხად მიჩნეულ იქნა კავკასიის უნივერ-სიტეტის Erasmus+ ჟან მონეს პროექტის „ევროპული სწავლების სამკუთხედის“ (TEESS) განხორციელება და ევროპული სწავლების საუნივერსიტეტო ცოდნის გატანა საჯარო სკოლებში. პროექტის მიზანია დევნილებითა და ეთნიკური უმცირესობებითა დასახლებული რეგიონების სკოლების მოსწავლეებისა და მასწავლებელთათვის, მათი ოჯახებისათვის  ცნობიერების ამაღლება ევროპული ინტეგრაციის, ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA შესახებ. პროექტის ფარგლებში ჩატარებული ვორქშოპები ახალციხის, მარნეულისა და თბილისის დევნილთა, ასევე ქართულ, რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ საჯარო სკოლებში ცხადჰყოფს, რომ ინფორმაცია ევროპული ასოცირების პროცესის შესახებ საქართველოში  მსმენელთა დიდი ნაწილისათვის ახალია. ინტერესი გამოიხატა როგორც მოსწავლეების, ისე მშობლებისა და მასწავ-ლებლების მხრიდანაც. შეკითხვებისა და მოსაზრებების გამოთქმის პროცესში შეინიშნებოდა, რომ მათ სწორად გაიაზრეს რას ნიშნავს ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოსათვის. თუმცა მცირე ნაწილი მაინც რჩება სკეპტიკური განწყობით.  სამწუხარო რეალობაა, რომლის საპასუხოდ საჭიროა შესაბამისი ღონისძიებების გატარება არა მარტო ევროპული ფასეულობებისა და საქარ-თველო-ევროკავშირის  შესახებ საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვის, არამედ ეთნიკურ უმცირე-სობებით დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო ენის სწავლების გაძლიერების თვალსაზ-რისით. პროექტის შედეგებმა ცხადჰყო, რომ სასკოლო დონეზე ევროკავშირის შესახებ მოზარდთა ცნობიერების ამაღლებისათვის საჭიროა  ისტორიისა და სამოქალაქო განათლების გაკვეთილებ-ზე ევროპული სწავლების გააქტიურება, რასაც ხელს შეუწყობს კავკასიის უნივერსიტეტის Erasmus+ ჟან მონეს პროექტის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანადგომით ოთხ ენაზე გამოცემული დამხმარე სახელმძღვანელო ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისათვის „ევროპული ასოცირების პროცესი საქართველოში“. სასურ-ველია საპროექტო მუშაობის გააქტიურება და არაფორმალური განათლების ელემენტების შემო-ტანა. რაც მთავარია, სახელმწიფოს მხარდაჭერისა და სხვა ინსტიტუციების აქტიური ჩართუ-ლობა უნივერსიტეტებთან ერთად ჟან მონეს პროექტების განხორციელების პროცესში. 

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

მიქაშავიძე მ., - ეთნიკური უმცირესობები საქართველოში: მედიის მეშვეობით ჩართულობიდან გაძლიერებისკენ, პოლიტიკის დოკუმენტი, 2016 - https://www.osgf.ge/files/2016/EU%20publication/Angarishi_A4__Media_GEO.pdf (უკანასკნელად გადამოწმებულია 23.08.2021)

მოქალაქეობა - საბაზო საფეხურის სტანდარტი, http://ncp.ge/ge/curriculum/satesto-seqtsia/akhali-sastsavlo-gegmebi-2018-2024/sabazo-safekhuri-vi-ix-klasebi-proeqti-sadjaro-gankhilvistvis (უკანასკნელად გადამოწმებულია 27.09.2021)

ჭელიძე გ., - ევროპული ასოცირების პროცესი საქართველოში, დამხმარე სახელმძღვანელო ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისათვის. გამომცემლობა „კავკასიის უნივერსიტეტი“. თბილისი. 2020. 66 გვ.

Chelidze G., Kardava E., Bragvadze Z. - European Association Process in Georgia, Handbook for History and Civic Education Teachers. Caucasus University Publishing House. Tbilisi. 2020. 56 pp.

Fassoulas P., Learning EU at School’ on the ground: the work of the European Movement network

[Electronic resource]. - Access mode: https://europeanmovement.eu/learning-eu-at-school-on-the-ground-the-work-of-the-european-movement-network-2/ - Access date: 20.09.2021.

https://cu.edu.ge/grant-projects/cu-grant-projects-news/european-association - Access date: 20.09.2021.

www.epfound.ge - Access date: 25.09.2021.

https://womenfundgeorgia.org/en/News/AllNews/2133 - Access date: 25.09.2021.

http://sknews.ge/ka/old/29872 - Access date: 25.09.2021.

https://tv9news.ge/ka/akhali-ambebi/ganathleba/article/22358-akhalcikheshi-evrokavshirthan-asocirebis-themaze-treningebi-tardeba?fbclid=IwAR15x-quWJP3vj1LH-wbHg1QozGAfP-JA91PeBkpCWhxgk7FDMkaxejOZAs - Access date: 27.09.2021.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-11-22

როგორ უნდა ციტირება

გურანდა ჭელიძე, ეკატერინე ქარდავა, & ზურაბ ბრაგვაძე. (2021). ევროკავშირის, ევროპული ფასეულობებისა და საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესახებ ცნობიერების ამაღლების საკითხი ეთნიკურ უმცირესობებითა და დევნილებით დასახლებულ რეგიონებში - კავკასიის უნივერსიტეტის ჟან მონეს პროექტის „ევროპული სწავლების სამკ. ენა და კულტურა, (26), 186–208. https://doi.org/10.52340/lac.2021.684

გამოცემა

სექცია

კულტუროლოგია
Loading...