ბავშვზე ემოციური ძალადობა არასათანადო ლექსიკის გამოყენებით
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2021.680საკვანძო სიტყვები:
ჩაგვრა, არასათანადო ლექსიკა, ემოციური ძალადობაანოტაცია
ბავშვთა მიმართ ძალადობა მრავალი ფორმით ხორციელდება და ბავშვებზე ძალადობით გამოწვეული პოტენციური დაავადებების ჩამონათვალიც არის საკმაოდ ფართო. ბავშვისათვის მიუღებელი მკაცრი ლექსიკის გამოყენებას შეუძლია პირდაპირი მნიშვნელობით შეცვალოს ბავშვის ტვინის განვითარების გზა. კვლევების თანახმად, ბავშვებზე ფსიქიკური ძალადობით გამოწვეული ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემები შეიძლება იყოს დეპრესია, შფოთვა, პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა, თვითმკვლელობაც კი. 21-ე საუკუნეში ბავშვთა მიმართ ძალადობის მასშტაბები წარმოუდგენლად მაღალია, რაც კიდევ უფრო გამძაფრდა Covid-19 პანდემიის პირობებში. კორონავირუსის აფეთქებამ უდიდესი ზეგავლენა იქონია ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების რიტმზე, რაც, თავის მხრივ, ბავშვების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც აისახა.არასწორად შერჩეული ლექსიკა, ყვირილი ცვლის ბავშვის განვითარების მიმართულებას და იწვევს გამოუსწორებელ შედეგებს, როგორიც შეიძლება იყოს ღრმა ფსიქოლოგიური პრობლემები, რომლებიც მოზარდობის ასაკში კიდევ უფრო გამწვავდება. ბავშვთან ვერბალური ურთიერთობის მიუღებელი ფორმებია - მუდმივი კრიტიკა, დამცირება, დადანაშაულება, გინება, ყვირილით საუბარი. სამწუხაროდ, ძალადობის ამგვარი ფორმები ხშირია არამხოლოდ ოჯახში, არამედ საგანმანათლებლო დაწესებულებებშიც, რაც თავის მხრივ აფერხებს ბავშვის გონებრივ განვითარებას, განათლებას, ლახავს ღირსებას, იწვევს ჩაკეტილობას და სწავლის მოტივაციის გაქრობას. წარმოუდგენელია, თანამედროვე სკოლის მასწავლებელი, რომელიც არ ფლობს სათანადო ცოდნას ბავშვის უფლებების შესახებ და ახდენს ბავშვზე ფსიქოლოგიურ ძალადობას არასათანადო ლექსიკის გამოყენებით.უფროსის და ბავშვის ურთიერთობა ორმხრივი პროცესია - როგორც ბავშვი სწავლობს უფროსისგან, ასევე სწავლობს უფროსიც ბავშვისგან; შესაბამისად, აუცილებელია, რომ უფროსი მუდმივად აკვირდებოდეს, აანალიზებდეს ბავშვის ქცევას, მის ემოციებს და, ზოგადად, ბავშვთან, როგორც პიროვნებასთან, ურთიერთობის პროცესს. ეს ყველაფერი მას დასკვნების გამოტანაში და ბავშვთან ურთიერთობის უფრო საინტერესოდ წარმართვაში დაეხმარება.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ყარაულაშვილი ა.,- ასაკისა და განვითარების შესაბამისი პოზიტიური ინტერაქცია (6-10 წლის ასაკობრივი ჯგუფი), World Vision Georgia 2017
ხალილი ღ., - ბავშვის უფლებები ისტორიული ევოლუცია, აწსუ გამომცემლობა, 2021. გვ. 136
Bick, J., & Nelson, C. A.- Early adverse experiences and the developing brain. Neuropsychopharmacology, 41, 2016. p.177–196. Retrieved from https://www.nature.com/ articles/npp2015252. doi: 10.1038/npp.2015.252
Ending violence against children: six stages for action, UNICEF, New York 2014
INSPIRE: seven strategies for ending violence against children, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, გვ.10, 2016
UNICEF strategic plan 2014-2017, New York, UNICEF 2014, p.6
https://sustainabledevelopment.un.org/content/documents/26130Child_Rights_2030_Agenda_HLPF_2020.pdf
https://rm.coe.int/CoERMPublicCommonSearchServices/DisplayDCTMContent?documentId=090000168046d3a0
https://www.reuters.com/article/us-positive-parenting-idUSBRE9B10VU20131202