წერითი სტრატეგიები უცხო ენის სწავლების დროს

წერითი სტრატეგიები უცხო ენის სწავლების დროს

ავტორები

  • მანანა მიქაძე

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2021.677

საკვანძო სიტყვები:

წერა, როგორც საშუალება, წერა, როგორც შედეგი, წერა-საშუალება და შედეგი

ანოტაცია

თანამედროვე სწავლების მეთოდიკა მიიჩნევს, რომ უცხო ენაში წერის სწავლების მიზანი შემსწავლელთათვის იმ უნარ-ჩვევების გამომუშავება-დაუფლებაა, რაც საჭიროა იმისათვის, რომ შემსწავლელებმა შეძლონ წერილობითი ტექსტების შესრულება იმ დონეზე, რასაც იგი (სტუდენტი) მშობლიურ ენაზე შეასრულებდა.ნაშრომში განხილულია წერა, როგორც საშუალება, წერა, როგორც შედეგი და როგორც ორივე ფორმის გაერთიანება.წერა, როგორც საშუალება. წერა საუკეთესო საშუალებაა უცხო ენის (ამ ეტაპზე ინგლისური ენის) თითქმის ყველა ასპექტის დაუფლებისათვის. მაგალითად, სტუდენტი იწერს ახალ ლექსიკურ ერთეულს, გრამატიკულ წესებს, წერილობით პასუხობენ მოსმენილ შეკითხვებზე, გადმოსცემენ ინდივიდუალურ აზრებს თხზულების სახით. წერა ინგლისური ენის სწავლების ის ძირითადი რგოლია, რომელიც ერთნაირადაა საჭირო, როგორც ცოდნის მიღების, ასევე შემოწმებისას.წერა როგორც შედეგი. ინგლისურ ენაში ყველა აქტივობის  მიზანი წერის სწავლებაა.  „მიკრო“ დონეზე სტუდენტთა სპეციფიკურ წერით ფორმებზე მუშაობა შედეგად იძლევა სტუდენტის მიერ სიტყვების ან წინადადებების აწყობას (ხელწერა ან ბეჭდვა, ორთოგრაფია, პუნქტუაცია). „მაკრო“ დონეზე მუშაობა შინაარსსა და ორგანიზაციაზე აკეთებს აქცენტს. სხვადასხვა ტიპის დავალებები იზიდავენ ენის შემსწავლელთ გამოხატონ თავიანთი თავი საკუთარივე სიტყვებით, შედეგად კი ვღებულობთ მონათხრობს, წერილის ან რომელიმე საკითხის მისეულ განხილვას.წერა როგორც საშუალება და შედეგი. აქტივობის მესამე სახე აერთიანებს მიზნობრივ და ორიგინალურ წერას ზოგიერთი ჩვევის ჩამოყალებასა და შინაარსის გადმოცემაზე ვარჯიშს. მაგალითად წერილობითი პასუხი განსახილველი საგაზეთო სტატიის წაკითხვის შემდეგ აერთიანებს წერას კითხვასთან, ანეგდოტების წერა იდიომების მნიშვნელობის საილუისტრაციოდ აერთიანებს წერას სიტყვაზე მუშაობას.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-11-22

გამოცემა

სექცია

სწავლების მეთოდიკა
Loading...