მარიო ვარგას ლიოსას რომანის „ქალაქი და ძაღლები“ ცენზურა ფრანსისკო ფრანკოს ესპანეთში
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2021.675საკვანძო სიტყვები:
„ქალაქი და ძაღლები“, ცენზურა, ფრანკოს ესპანეთი, მარიო ვარგას ლიოსა, კარლოს ბარალიანოტაცია
„ქალაქი და ძაღლები“ ცნობილი პერუელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის, მარიო ვარგას ლიოსას პირველი რომანია, რომელიც ავტორის ახალგაზრდობაში გამოქვეყნდა. 1963 წელს, რომანის გამოქვეყნების დროს, ავტორი 27 წლის იყო. ცნობილია, რომ მარიო ვარგას ლიოსას მრავალი სირთულის გადალახვა მოუხდა ნაწარმოების გამოქვეყნების გზაზე. მას შემდეგ, რაც რომანის ხელნაწერი კატალონიელმა რედაქტორმა, გამომცემლობა „სეიშ ბარალის“ დამაარსებელმა, კარლოს ბარალმა წაიკითხა, მან მიზნად დაისახა ნაწარმოები სწორედ მის გამომცემლობას გამოექვეყნებინა. ბარალმა ხანგრძლივი მოლაპარაკებები აწარმოა ფრანკისტულ ცენზურასთან. მოლაპარაკებებში ასევე ჩართულები იყვნენ ცენზურის მხრიდან ინფორმაციის სააგენტოს გენერალური დირექტორი რობლეს პიკერი, ავტორის მხრიდან კი რობლეს პიკერის მეგობარი, ბარსელონას უნივერსიტეტის პროფესორი, ხოსე მარია ვალვერდე, რომელიც „ბიბლიოტეკა ბრევეს“ პრემიის ჟიურის წევრი გახლდათ და რომელსაც ეკუთვნის რომანის პირველ გამოცემებში არსებული წინასიტყვაობა. ცნობილია მარიო ვარგას ლიოსას სიმპათიები კომუნისტური პარტიისა და კუბის რევოლუციის მიმართ 1950-60-იან წლებში. რომანში აშკარად იგრძნობა ავტორის მემარცხენე პოზიციები, მისი კრიტიკა და ცინიკური დამოკიდებულება პერუს სამხედრო სისტემისა და განათლების სისტემის მიმართ. დიქტატორული რეჟიმის პირობებში მცხოვრებ საზოგადოებაში არსებული ცრურწმენების, რასობრივი და კლასობრივი უთანასწორობის, კორუფციისა და უსამართლობის გამოსახატავად, ავტორი თავს არ არიდებს მოზარდების ვულგარული ენის გამოყენებას და სექსუალური სცენების აღწერას, რაც მკითხველს საშუალებას აძლევს რეალისტურად აღიქვას და წარმოიდგინოს რომანში მოთხრობილი ამბავი. სწორედ რომანის ანტიმილიტარისტული ტონი, უხეში ენა და სექსუალური ეპიზოდები წარმოადგენდა ერთგვარ „უხერხულობას“ ფრანკისტული ცენზურისათვის, რომელსაც 1960-იან წლებში წინა წლებთან შედარებით მკვეთრად გამოხატული შემსუბუქებული ხასიათი ჰქონდა. შეიძლება ითქვას, რომ რომანი ცენზურის არც ერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებდა, იგი მოიცავდა, რელიგიის შეურაცხმყოფელ თემატიკას (სასულიერი პირის ერთ-ერთი ეპიზოდის გამო), სექსუალობასთან დაკავშირებულ თემატიკას, შეუსაბამო და პროვოკაციულ ენას და რეჟიმის შეუსაბამო აზრებს ანუ სამხედრო სისტემის კრიტიკას, რაც ესპანური ცენზურისთვის მიუღებელი იყო.კარლოს ბარალის მიერ წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად, ცენზურამ საშუალებას მისცა ავტორს, მისი პირველი რომანი სწორედ მემარჯვენეების მიერ მართულ ფრანკოს ესპანეთში გამოექვეყნებინა. წინამდებარე სტატიაში განვიხილავთ, რომანის გამოქვეყნებისათვის წარმოებულ მოლაპარაკებების პროცესს. მიუხედავად რომანის ანტიმილიტარისტული განწყობისა, ესპანური ცენზურის პირობებში იგი მინიმალური ცვლილებებით გამოქვეყნდა, რასაც ვერ ვიტყვით საბჭოთა კავშირზე, სადაც როგორც ვარგას ლიოსამ აღნიშნა, რომანის „ამპუტაციას“ ჰქონდა ადგილი. სტატიაში ასევე განხილული იქნება თუ რატომ დაუშვა ესპანურმა ცენზურამ იმ რომანის მცირე ცვლილებებით გამოქვეყნება, რომელიც ანტიფრანკიზმის ალეგორიად იყო მიჩნეული.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
Aguirre C., - La ciudad y los perros: Biografía de una novela. Fondo editorial de la Pontificia Universidad Católica del Perú. Perú. 2015. p. 44
Couffon C., - Pequeña historia de una gran novela. Nueva Imagen. México. 2006.p. 339
Vargas Llosa M., - Biblioteca Nacional de España. Mario Vargas Llosa en "El libro como universo". 10.05.2012. https://www.youtube.com/watch?v=qSBX-mpwU4w (ბოლო წვდომა: 09.11.2021)
Vargas Llosa M., - La ciudad y los Perros. Seix Barral. Barcelona. 1963.p.103, 104, 211, 216, 260
Vargas Llosa M., - La morada del héroe. Paris (manuscrito). 1961.p.113, 237, 244, 297