ვის ესმის პერსონაჟების ძახილი - გივი მარგველაშვილის რამდენიმე მინიატურის ინტერპრეტაციისთვის
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2021.674საკვანძო სიტყვები:
გივი მარგველაშვილი, მინიატურების ავტორი, მწერალიანოტაცია
რა ქმნის გივი მარგველაშვილის შემოქმედებას? ,,ესთეტიკის ენაზე ამას მხატვრული თამაში ჰქვია, გულის ენაზე სიკეთის ქმნის უსაზღვრო წყურვილი, რომელიც, თუ რეალურ ცხოვრებაში ვერ კმაყოფილდება, თუ აქ ვერ აუქმებს ძალადობას, ლაღად შლის ფრთებს წიგნის სამყაროში“ [მარგველაშვილი 2018:18]. განპირობებული სიუჟეტის შეცვლა ლიტერატურული თამაშით - ეს გახლავთ გერმანულენოვანი ქართვე-ლი ავტორის ამოსავალი კონცეპტი და ,,მისი პოეტიკის ბირთვს წარმოადგენს მცდელობა, დააბრუნოს ადამიანი მის თავდაპირველ, ძირეულ მდგომარეობაში - სამყაროს ღიაობის წინაშე, - წერს მარგველაშვილის წიგნის (,,ცხოვრება ონტოტექსტში“ ,,Das Leben im Ontotext“) გერმანელი რედაქტორი“ [მარგველაშვილი 2018:11]. გივი მარგველაშვილი ორი დიქტატურის, ნაციზმისა და კომუნიზმის, მსხვერპლია, იგი ორმაგი ემიგრანტია, მისი მრავალმხრივი შემოქმედება ზუსტად, რომ ორი ქვეყნის, გერმანიისა და საქართველოს, ორი კულტურის, ორი განსხვავებული მსოფლმხედვე-ლობისა და მსოფლაღქმის მიჯნაზეა შექმნილი. მან წერა 30 წლის ასაკიდან დაიწყო, როცა საქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის უკან მოტოვების შემდეგ თავი სრულიად უცხო გარემოში, ისტორიულ სამშობლოში ამოყო და მამიდის ოჯახს მიკედლებულს ძველ ყოფასთან მხოლოდ გერმანული ენაღა აკავშირებდა. მოგვიანებით მწერალი საკუთარ იდენტობაზე საუბრისას ხაზს ყოველთვის უსვამდა იმ გარემოებას, რომ გერმანული ენა მისი ლინგვისტური სამშობლოა (ხაზგასმა ლექსო დორეული). ,,წარსულიდან მას მხოლოდ ენაღა შერჩა, ენა იყო წართმეული ცხოვრების ცოცხალი ნაწილი, რისი წართმევაც არავის შეეძლო დროის გარდა. დროს კი მისმა მეხსიერებამ და ტალანტმა არნახული წინააღმდეგობა გაუწია. ასე იქცა იგი გერმანული ენის ცოცხალ კუნძულად ქართულ გარემოცვაში და უზარმაზარ საპყრობილეში, ამ ორმაგად მარტოსულ კუნძულზე ასკეტური მარტოობითა და ჯაფით ააგო ქართველმა გერმანელმა თავისუფლების უზარმაზარი ნავთსაყუდელი“[მარგველაშვილი 2018:216].მოგვეხსენება, მწერალი ადრე დაობლდა, გერმანელი ძიძების მეთვალყურეობით აღზრდილ ბიჭს ქართული ენა არ ესმოდა და არსებითად მისი ცხოვრების ეს ასპექტიც ბედისწერის თავისებურებად უნდა ქცეულიყო - ,,იგი არ გაწვალებულა ცენზურასთან უსიტყვო, შინაგანი გარიგებით. თავის პერსონაჟებთან ერთად სრულ მარტოობაში, უცნობობაში ჩაკეტილი, სამაგიეროდ იმ სიხარულს განიცდიდა, რასაც გამოხატვის სრული თავისუფლება იწვევს: ისე წერდა, როგორც უნდოდა“ [მარგველაშვილი 2018:218]. ერთი მხრივ, გერმანულენოვან ლიტერატურაზე მუშაობა, ხოლო,მეორე მხრივ, ის მწერლური შეურიგებლობა, რასაც მარგველაშვილი არსებული რეჟიმის წინააღმდეგ იჩენდა, სულ უფრო მეტად ქმნიდა იმის თქმის საფუძველს, რომ ,,ენა და თემა ირჩევენ მწერალს“ (ნაირა გელაშვილი) და არა პირიქით. ამიტომაც იყო, რომ მისი პერსონაჟები, მისი თვალუწვდენელი წიგნის სამყაროს მცხოვრებლები ახალ რეალობაში უნდა შეხვედროდნენ მკითხველს. ეს სხვა რეალობა კი გივი მარგველაშვილის მიერ აღმოჩენილი ,,ახალი ამერიკა“ - წიგნი გახლდათ (ხაზგასმა ნაირა გელაშვილი). თავად ამ წიგნის გმირია და მოუთმენლად ელოდება ორ ყდას შორის ვინმე რეალური პირის (მკითხველის) სტუმრობას, ამბობს კიდეც: ,,ერთხელაც შენი სახლის კარი გაიღება... და დაწერ ლექსს საკუთარს“ [მარგველაშვილი 2018: 110]. და ამგვარად ერთოთახიან ბინაში მარტოსული ავტორი ქმნის იმ ახალ სინამდვილეს, რომელშიც ამბები გროტესკულ სახეს იღებენ და მკითხველიც ფანტაზიის თავბრუდამხვევ ლაბირინთში იხლართება.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ბრაჭული ი., ზაქარიაძე ა., რამიშვილი ვ., ჯალაღონია დ., ფილოსოფიის შესავალი, თბ. მერიდიანი, 2009, გვ.35;
ვასაძე თ., მუზაშვილი ნ., ჩუბინიძე ნ., ქართული 12, თბ., დიოგენე, 2008, გვ.33-34
მარგველაშვილი გ., ,,მე წიგნის გმირი ვარ,“ თბ,. კავკასიური სახლი, 2018,გვ.39,42,55,75
ყულიჯანიშვილი ა. ,,ესთეტიკა,“ თბ. 2006, გვ.46, 301, 311
ბარამიძე გ.,ფანტაზიადამსოფლმხედველობა,თბ., გონი, 1993.
ბუხრიკიძე დ., წერტილები დახაზები: გივიმარგველაშვილი - დაბრუნება დროსა და სივრცეში ხეტიალის შემდეგ, ცხელი შოკოლადი, თბილისი, 2012. - ISSN 1512-2220. - ივნისი. - N80. - გვ.118-119.
გასეტი ო.-ი.,ხელოვნებისდეჰუმანიზაცია,თბ., ლომისი, 1992.
გაფრინდაშვილი ნ., მირესაშვილი მ.,ლიტერატურათმცოდნეობის საფუძვლები, თბ., „მერიდიანი“, 2014.
ლიოტარი, ჟ. ფ.,პასუხი კითხვაზე - რა არის პოსტმოდერნი? - ჟურნალი „პოლილოგი“, თბილისი, 1994, N4, გვ. 195-207.
ტენი ი.,ხელოვნების ფილოსოფია, თბ., საქართველო, 1990.
ფუკო მ.,სიტყვები და საგნები, თბ., დიოგენე, 2004.
ცინცაძე გ.,გაგების მეთოდი ფილოსოფიაში და პიროვნების პრობლემა / ფილოსოფიის ინ-ტი. - თბ., მეცნიერება, 1975
ყულიჯანიშვილი ა., ესთეტიკა, თბ., მერიდიანი, 2006.
ჰაიდეგერი მ., დასაბამი ხელოვნების ქმნილებისა, თბ., „გონი“, 1992.
ჰაიდეგერი მ.,ყოფიერება და დრო, თბ., 1989.
Делез Жиль, Фантазм и современная литература, Логика смысла, Москва, 1998, Стр. 366-440.
Делез Жиль, Гваттари Феликс, Анти-Эдип, Екатеринбург: У-Фактория, 2007.
Eco Umberto, Zeichen / Einführung in einen Begriff und seine Geschichte, übers. Aus Ital. Von Günter Memmert, Suhrkamp Verlag, Frankfurt am Main, 1977
Gadamer H.-G., Der Anfang der Philosophie, uebers. Aus Italienisch von Joachim Schulte, - Stuttgart 1993 (= Reclam Universal-Bibliothek Nr. 9495)