1956 წლის 9 მარტის მოვლენების ,,ჟამთააღმწერელი“ ლენტო (ოთარ ჩხეიძის ,,გამოცხადებაის“ მიხედვით)
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2021.671საკვანძო სიტყვები:
1956. წ 9 მარტი, ბელადი, ძეგლი, პროტესტი, დასჯაანოტაცია
1956 წლის 9 მარტი დღემდე სადავო საკითხად რჩება ქართულ ისტორიოგრაფიაში, რადგან საპროტესტო აქცია, თავისი შინაარსითა და წამოყენებული მოთხოვნებით, ამბივალენტური ხასიათისა იყო. აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ყველანი თანხმდებიან, რომ ეს იყო პირველი ანტისაბჭოთა პოლიტიკური აქცია სსრკ-ს სივრცეში. ერთი მხრივ, მიტინგებზე გამომსვლელნი, შეურაცხყოფილნი ნიკიტა ხრუშჩოვის მოხსენებით სკკპ მე-20 ყრილობაზე „პიროვნების კულტის“ შესახებ, განადიდებდნენ სტალინს, ხოლო მეორე მხრივ, ემიჯნებოდნენ სსრკ-ს და მოითხოვდნენ ეროვნულ დამოუკიდებლობას. საბჭოთა კავშირში (ცხადია, საბჭოთა საქართველოშიც) ამ თემაზე საუბარს ათწლეულების განმავლობაში გაურბოდნენ; მას არ ჰქონია ფართო გამოხმაურება საზოგადოებრივ დისკურსში. აღნიშნული ტრაგედიის შესახებ ლაშა ბერულავა სტატიაში „1956 წლის 9 მარტი - „მაოხრებელი მკვდრის“ კიდევ ერთი სისხლის კალო“ შემდეგ აზრს გამოთქვამს: „სტალინმა თავისი გარდაცვალებით „მაოხრებელი მკვდრის“ ფუნქცია შეასრულა და ხოცვა-ჟლეტა „მოუწყო“ ქართველი ხალხის დედაქალაქს. ეს იყო 1956 წლის 9 მარტი, სადაც ქართველებმა გააპროტესტეს სტალინის კულტი; სწორედ იმ სტალინისა, რომელიც რუსის ჯარით გარშემორტყმულ თბილისთან მდგომ ორჯონიკიძეს სწერდა: „ახლავე შეუტიე, აიღე ქალაქი, გიბრძანებ!“ [ბერულავა, 2011:09 ].ზემონახსენებიდან გამომდინარე შევეცდებით წინამდებარე სტატიაში მოკლედ განვიხილოთ 1956 წლის 9 მარტის მოვლენები, რომლებიც სოფლიდან ჩამოსული ბიჭის, ლენტოს ცხოვრების ფონზე მიმდინარეობს. ლენტო, როგორც შორიდან ,,მაცქერალი“ მოვლენების ,,მემატიანე“, კამერით ხელში ცდილობს ,,კადრების“ დამახსოვრებას. ლენტო არც ბელადის აპოლოგეტად გვევლინება, მაგრამ უბედურება მაინც ეხება და საკუთარ და-ძმას ჰკარგავს ამ ,,დუნდგლო“ ხალხში.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ბაქრაძე აკაკი. მწერლობის მოთვინიერება; თბ.: „სარანგი“,1990, 226გვ.
კვარაცხელია ზვიად. მაინც გვიკრიფეს მიზეზი. 04.04.2016. ელექტრონული რესურსი: http://mastsavlebeli.ge/?p=9780
რატიანი ნესტან. სათადარიღო(დ) ნაწერები. 9 მარტი. 15.04.2019. ელექტრონული რესურსი: http://mastsavlebeli.ge/?p=21295
ჩხეიძე ოთარ. გამოცხადებაი. თბ.: „მერანი“, 1989, 255გვ.
ქართული ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 190.
წიფურია ბელა. ქართული ტექსტი საბჭოთა/პოსტსაბჭოთა/პოსტმოდერნულ კონტექსტში. თბ.: „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი“, 2016, 577გვ.