წინდებულების პრობლემატიკის ზოგიერთი საკითხი (თანამედროვე გერმანული ენის მასალაზე)
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2021.667საკვანძო სიტყვები:
წინდებულები, დახურული სისტემა, ფორმაუცვლელი მეტყველების ნაწილიანოტაცია
თანამედროვე გერმანული ენის წინდებულების კლასი არ წარმოადგენს დახურულ სისტემას. მასში განუწყვეტლივ ქრება ძველი ენობრივი ერთეულები და წარმოიქმნება ახალი. მეტყველების ნაწილების რიგში წინდებული წარმოდგენილია სხვა, დამხმარე და ფორმაუცვლელ სიტყვათა კლასების გვერდით. მათგან განსხვავებით წინდებულს გააჩნია მართვის უნარი. წინდებულების პოლისემიურობა განაპირობებს მათი მნიშვნელობების და ფუნქციონირების მრავალფეროვნებას. განსაკუთრებით საინტერესოა აღნიშნული საკითხი სინტაქსის დონეზე. წინდებული არ წარმოადგენს დამოუკიდებელ წევრს, მაგრამ ყოველთვის შედის წინადადების რომელიმე წევრის შემადგენლობაში. იგი შეიძლება გამოჩნდეს როგორც დამატებასთან, ასევე განსაზღვრებასა და გარემოებასთან. მაგრამ ამ შემთხვევაში გადამწყვეტ როლს ასრულებს ის ფაქტორი, მიეკუთვნება წინდებული ძველ, პირველად თუ ახალ, ნასახელარ ერთეულს. წინდებულის მართვა განპირობებულია არა ბრუნვით, არამედ თვით წინდებულით, რაც უშუალო კავშირშია დისტრიბუციასთან. ამ შემთხვევაში იგი უკავშირდება როგორც ავტოსემანტიკურ, ასევე - სინსემანტიკურ სიტყვებს, მაგრამ წინდებულის აქტუალიზაციაზე ძირითადად გავლენას ახდენს სრულმნიშვნელოვანი სიტყვა - ზმნა.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
Brinkmann H., - Die Wortarten im Deutschen. In: Das Ringen um eine neue deutsche Grammatik. Wiss.Buchfesellschaft. Darmstadt. 1962. S.101-125.
Breindl, E; Klosa, A., - Funktionswörter/Buch/Forschung. Zur lexikographischen Darstellung von Partikeln, Konnektoren, Präpositionen und anderen Funktionswörtern. Georg Olms Verlag. Hildesheim. 2013. S.217.
Duden., - Die Grammatik. Unentbehrlich für richtiges Deutsch. Dudenverlag. Berlin. 2016. S. 617.
Gagel, S., - Frühneuhochdeutsche Konnektoren. In: Studia Linguistica Germanica. Band 131. De Gruyter. Berlin. 2017.
Müller, W., - Das Wörterbuch deutscher Präpositionen die Verwendung als Anschluss an Verben, Substantive, Adjektive und Adverbien / Band 1, A-L. De Gruyter. Berlin. 2012.
Schmidt W., - Lexikalische und aktuelle Bedeutung: ein Beitrag zur Theorie der Wortbedeutung. Akademie Verlag. Berlin. 1963.