ორი კონცეპტის ანალიზის საკითხისათვის
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2021.666ანოტაცია
პანდემიისას გამოვლინდა, რომ ევროპული და მსოფლიო თანამშრომლობა მეტად მნიშვნელოვანია. ვირუსმა კაცობრიობას ნაწილობრივ წაართვა ძირითადი უფლებები, ასევე სიმშვიდე და უსაფრთხოება. ამ მდგომარეობაში მნიშვნელოვანია ევროკავშირის გეოპოლიტიკური პოზიციონირება. მიუხედავად შიგა გამოწვევებისა სასურველია, ევროპამ იმოქმედოს როგორც შუამავალმა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. ევროკავშირის მომავალი განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროპის პერიფერიაში მდებარეობენ და ევროპული ერთობისაკენ მიისწრაფვიან. განათლებითა და მომავლის შესაძლებლობების შექმნით ტრანსფორმაციის ეს პროცესი შესაძლებელია წარმატებით დაიძლიოს. ევროპის როლი გერმანულენოვან დისკურსში გაანალიზებულია თვისებრივი და რაოდენობრივი მეთოდების საშუალებით. OWIDplusLIVE-ისა და DWDS-ის კორპუსების მონაცემები ერთმანეთს ჰგავს. DWDS-ის კორპუსში ზედსართავების ფართო პალიტრა გვხვდება, რომლებიც კონცეპტებს ევროპასა და სოლიდარობას უფრო მრავალმხრივად აღწერენ. აღსანიშნავია, რომ ევროპა მუდამ პოზიტიურად მოიხსენიება. კონტექსტუალური ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ სოლიდარობა უფრო ხშირად გამოიყენება პანდემიურ სიტუაციასთან კავშირში. სოლიდარობის/ევროპის დიფერენცირებულმა ანალიზმა პარტიების კონტექსტში გამოავლინა, რომ სახალხო პარტიები უფრო მეტად მიმართავენ ამ კონცეპტებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კორპუსების ცალკეული გამოწვევები კომპლექსური მიდგომით უნდა იქნას დაძლეული. თემატური გამონათქვამების უფრო სიღრმისეული განხილვა და მათი საერთო საზოგადოებრივი კონტექსტის გათვალისწინებით კონტრასტულ ჭრილში ახსნა წარმოადგენს მომავალ საინტერესო საანალიზო პერსპექტივას.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
Assmann, Aleida: Der europäische Traum. Vier Lehren aus der Geschichte. München: Beck, 2018.
Adenauer, Konrad: Rede über den NWDR am 6.3.1946. Abgerufen am 14.10.2021 unter dem Link https://www.konrad-adenauer.de/quellen/zitate/europa
Churchill, Winston: Zürcher Rede. Universität Zürich, 19.09.1946. Abgerufen am 14.10.2021 unter dem Link https://www.churchill-in-zurich.ch/site/assets/files/1807/rede_winston_churchill_deutsch.pdf
Hass-Zumkehr, Ulrike: Das Wort in der Korpuslinguistik. Chancen und Probleme empirischer Lexikologie. In: Ágel, Vilmos/ Gardt, Andreas/ Hass-Zumkehr, Ulrike/Roelcke, Thorsten (Hrsg.): Das Wort. Seine strukturelle und kulturelle Dimension. Tübingen: Niemeyer, 2002, S.45-70.
Pfetsch, Frank R.: Die europäische Union. München: Fink, 1997.