ენობრივი კულტურა და პოლიტიკა საფრანგეთში
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2021.665საკვანძო სიტყვები:
ფრანგული ენა, ენობრივი პოლიტიკა, „კლასიკური“ ენაანოტაცია
ფრანგული ეროვნული პოლიტიკა ევროპაში იზრდებოდა საფრანგეთის ძალაუფლებისა და ტერიტორიების ზრდასთან ერთად. ლათინურიდან განსხვავებული ფრანგული ენის გაჩენის შესახებ პირველი მტკიცებულება არის 842 წლის სტრასბურგის ფიცის „ფრანგული“ ვერსიის ტექსტი. საფრანგეთი არის ნიმუში იმისა, თუ როგორ იქცევიან წარმოდგენები და მითები ენის შესახებ იდეოლოგიებად და როგორ წარმოადგენს იგი ენობრივი პოლიტიკის ნაწილს, ენობრივ დაგეგმარებასა და ენობრივ პრაქტიკებთან ერთად. ფრანგული ენის დამკვიდრება ხდებოდა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. XVII საუკუნიდან მზარდი ყურადღება ექცეოდა ამ საკითხს. განსაკუთრებით საინტერესოა ფრანგული მართლწერის მაღალ დონეზე დამკვიდრება, სოციალური ღირებულებების საგნად იქცა კარგი მართლწერის გამოვლენა ფრანგულ ენაზე.1794 წლის 19 და 20 ოქტომბერს საზოგადოებრივი ინსტრუქციის კომიტეტმა შემოიღო ახალი პროექტი, რომ ყველასათვის ესწავლებინათ ფრანგული ენა. ფრანგული ვიდრე განათლებაში მოიკიდებდა ფეხს, მანამ მწერლობის ენა გახდა. XVII და XVIII საუკუნე გახდა ფრანგული ენის დაკანონების პეერიოდი. ამ დროის უდიდესმა ფილოსოფოსებმა და მწერლებმა პოეზიასა და ბელეტრისტიკაში დააკანონეს ფრანგული ენა. ამავე დროს იგი ხდება სამეცნიერო მწერლობის ენაც.ბოლო ორი საუკუნის მანზილზე ფრანგული აკადემიისა და საფრანგეთის რევოლიციის მეშვეობით ფრანგულმა მიიღო ევროპაში ყველაზე ბრწყინვალე ენის სტატუსი. ეს იყო ახალი „კლასიკური“ ენა.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ახვლედიანი ც. 2006; - საენათმეცნიერო ძიებანი XXIV, თბილისი
ბალიბარი 1985; 9 -Balibar, Renée (1985) L’Institution du français: Essai sur le colinguisme des Carolingiens a la république. Presses Universitaires de France, Paris
სპოლსკი ბ. 2012; -The Cambridge Handbook of Language Policy, Edited by Bernard Spolsky, First published (2012), Camb
შიფმანი ჰ. 1996; -Harold F. Schiffman (1996). Linguistic Culture and Language Policy, London and NY: Routledge
ჯონსონი დ.კ. 2013; -David Cassels Johnson (2013). Language policy, Washington State university, Palgrave macmillan