დერივანტების შესახებ

დერივანტების შესახებ

ავტორები

  • თამარ მახარობლიძე

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2021.663

საკვანძო სიტყვები:

მორფოლოგია, სემანტიკა, დერივაცია,, დერივანტი, ფლექსია, აფიქსი

ანოტაცია

საკითხი დერივანტების შესახებ არაერთხელ წამოჭრილა ენის გრამატიკისა და ზოგადი ენათმეცნიერების სწავლების დროს. ეს გარემოება გახდა საფუძველი ამ მოკლე სტატიის შესაქმნელად. საყოველთაოდ ცნობილია, რომ სიტყვა შეიძლება იყოს ფორმაცვალებადი ან ფორმაუცვლელი და ეს მოცემულობა მეტყველების ნაწილების მიხედვით განისაზღვრება. ფორმაცვალებადი სიტყვები შეიძლება განიცდიდეს ორი ტიპის ცვლილებას: ფლექსიურსა და დერივაციულს. ფლექსიური ცვლილების დროს იცვლება სიტყვის ფორმა, მაგრამ არ იცვლება სიტყვის ლექსიკური და სემანტიკური მხარეები, ანუ არ იცვლება მისი აზრობრივი და შინაარსობრივი მოცემულობები. ამ ტიპის ცვლილების კლასიკური მაგალითია ბრუნება.დერივაციის განსაზღვრება მარიამ ვებსტერის ლექსიკონის მიხედვით ასეთია: დერივაცია არის სიტყვის ფორმირება სხვა სიტყვისგან ან ძირისგან არაფლექსიური აფიქსებით [Webster access 09.09.2021]. ეს არის საკმაოდ ამომწურავი განსაზღვრება. თავის მხრივ, დერივაცია ორი ტიპის შეიძლება იყოს. პირველი არის ლექსიკური დერივაცია, რომლის დროსაც დერივანტი აფიქსი აწარმოებს განსხვავებული ლექსიკური შინაარსის მქონე სიტყვას. ნაწარმოები ფორმა შეიძლება იყოს სხვა მეტყველების ნაწილი ან იგივე, მაგრამ სხვა ლექსიკური შინაარსის მქონე ერთეული. მეორე ტიპის დერივაცია არის, უპირველეს ყოვლისა, გრამატიკული დერივაცია, როდესაც გრამატიკული კატეგორიები იწარმოება. გრამატიკული კატეგორია ზოგადად (და საერთოდ სიტყვაფორმა) მოიცავს ფორმისა (მორფოლოგიური) და აზრობრივი (სემანტიკური) მხარეების ერთანობას. ამიტომ აქ უპრიანია ტერმინი მორფოსემანტიკა. არ არსებობს ცალკე აღებული სემანტიკა მორფოლოგიის გარეშე. ნებისმიერი სემანტიკურ-აზრობრივი კატეგორია კონკრეტული ფორმით უნდა იყოს გადმოცემული, ამიტომაც მხოლოდ კონკრეტულ ფორმას აქვს კონკრეტული მორფოსემანტიკა, რომლის მაწარმოებლებიც გრამატიკული დერივანტებია.  ძირითადი სხვაობა ზემოთ აღნიშნული ორი ტიპის დერვაციას შორის (და შესაბამისად, ორი ტიპის დერივანტთა შორის) არის ენის იერარქიის დონეებზე. პირველი ტიპის აფიქსები მუშაობს ენის ლექსიკურ დონეზე, ხოლო მეორე ტიპის დერივანტები აწარმოებენ ფორმებს მორფოლოგიურ და სემანტიკურ დონეებზე. უფრო ზუსტი განსაზღვრებით, მეორე ტიპის დერივანტები დონეთაშორისი აფიქსებია, რადგანაც აქ ხდება გადაკვეთა ენის იერარქიის მორფოლოგიური და სემანტიკური დონეებისა. ნებისმიერი გრამატიკული კატეგორია მოიცავს კონკრეტულ მორფოსემანტიკურ საოპოზიციო ფორმებს. ამდენად, ფლექსიური აფიქსებისგან განსხვავებით, დანარჩენი მორფოლოგიური აფიქსები ყველა მეორე ტიპის დონეთაშორისი დერივანტებია. არის შემთხვევები, როდესაც ფლექსიური აფიქსი გამოდის პირველი ტიპის აფიქსის როლში (მაგრამ არა მეორე ტიპის აფიქსის როლში).  აღსანიშნავია, რომ ზმნისწინი ქართველურ ენებში არის ერთადერთი ლინგვისტური ერთეული აფიქსის ყველა შესაძლო ფუქნციით.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

Booij, Geert & Kemenade, Ans Van. 2003. Preverbs: An introduction. Yearbook of Morphology 2003. Edited by Booij & Jaap van Marle. Kluwer Academic Publishers. New York, Boston, Dordrecht, London, Moscow. 1-13

გამყრელიძე თამაზ 2008. ლინგვისტურ პარადიგმათა ცვლილება დროსა და სივრცეში კრებულში: „ენა, ენობრივი ნიშანი“. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია. თბილისი

Makharoblidze Tamar. 2018. On Georgian Preverbs. Open Linguistics. De Gruyter. 2018; Vol. 4, Isue 1:163–183PublishedOnline:2018-06-15 | DOI: https://doi.org/10.1515/opli-2018 0009 https://www.degruyter.com/view/j/opli.2018.4.issue-1/opli-2018-0009/opli-2018-0009.xml?format=INT. Open access.

მახარობლიძე თ. (2018) ლინგვისტური წერილები - IV წიგნის ფაბრიკა. თბილისი ISBN 978 9941-9-0044-3 317 გვ.

მახარობლიძე თ. 2016. ლინგვისტური წერილები - III. თსუ, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი. თბილისი. ISBN 978-9941-13-511-8 446 გვ.

შანიძე აკაკი, 2073. ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები. I, თსუ. თბილისი.

Merriem Webster. Dictionary. Since 1828. https://www.merriam-webster.com/dictionary/derivation

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-11-22

გამოცემა

სექცია

ენათმეცნიერება
Loading...