ინტერსუბიექტურობის პრინციპი მხატვრულ თარგმანში

ინტერსუბიექტურობის პრინციპი მხატვრულ თარგმანში

ავტორები

  • თამარ მარდალეიშვილი

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2021.662

საკვანძო სიტყვები:

მხატვრული თარგმანი, დისკურსი, ადრესანტი, ადრესატი

ანოტაცია

წინამდებარე ნაშრომის მიზანია, განვსაზღვოთ მხატვრული თარგმანი, როგორც დისკურსის სრულიად განსაკუთრებული ტიპი და განვახორციელოთ ინ-ტერსუბიექტურობის, როგორც ზოგადდისკურსული პრინციპის, ისეთი ინტერპრე-ტაცია, რომელიც უკავშირდება მთარგმნელის როლსა და მნიშვნელობას („მთარგმნე-ლის ხატს“) მხატვრული თარგმანის ფარგლებში. მხატვრული თარგმანის შემოქმედებითი გაგება  გამოხატული უნდა იქნეს ორი ისეთი კონცეპტის შინაგანი ერთიანობით, როგორიცაა, ერთის მხრივ, „მთარგმნელის ხატი“, მეორეს მხრივ კი, ამ ხატის ისეთი არსებითი გამოვლენა, როგორიცაა მისი სტილი. მთარგმნელობითი სტილი ემსახურება სწორედ „მთარგმნელის ხატის“ გამოვლენას. მთელი ჩვენი კვლევის მეთოდოლოგიურ საფუძვლად ვიღებთ რა  ინტერდისციპლინარულობას, აუცილებლად მიგვაჩნია უფრო კონკრეტულად, ანუ უფრო მეტი კონცეპტუალური სიზუსტით, დავასახელოთ და განვსაზღვროთ მხატვ-რულ თარგმანთან, როგორც დისკურსულ ფენომენთან, დაკავშირებული კვლევითი მომენტები - „მთარგმნელის ხატი“ და მთარგმნელობითი სტილი. იქედან გამომდ-ინარე, რომ სწორედ დისკურსის ფენომენს (და, შესაბამისად დისკურსის კონცეპტს) ვანიჭებთ ფუძემდებელ როლს მხატვრული თარგმანისა და, შესაბამისად, მთარგმნე-ლობითი სტილის კვლევის კონტექსტში, აუცილებლად მიგვაჩნია ხაზი გავუსვათ იმ პრინციპს, რომელსაც ექვემდებარება დისკურსი. ვგულისხმობთ, რა თქმა უნდა, ინტერსუბიექტურობის პრინციპს, რომელიც განიმარტება როგორც ადრესანტსა და ადრესატს შორის არსებული კომუნიკაციური მიმართება. ამ შემთხვევაში ვეყრდნო-ბით ი. ლევის მიერ შემოთავაზებულ ინტერსუბიექტურობის, როგორც ზოგად-დისკურსული პრინციპის, ისეთ ინტერპრეტაციას, რომელიც უკავშირდება მთარ-გმნელის როლსა და მნიშვნელობას („მთარგმნელის ხატს“) მხატვრული თარგმანის ფარგლებში. მხატვრული თარგმანი ის ფენომენია, რომელიც დისკურსის სხვა ტიპებისაგან განსხვავებით ხასიათდება ინტერსუბიექტურობის პრინციპის რეალი-ზაციის შემდეგი თავისებურებით: მის ფარგლებში მთარგმნელი ასრულებს „შუამავ-ლის“ როლს „ავტორსა“ და „მკითხველს“ შორის, ანუ ადრესანტსა და ადრესატს შორის, ე.ი. თვითონვე ითავსებს ჯერ ადრესატის, შემდეგ კი ადრესანტის როლს. დავასკვნით, რომ ა) მხატვრული თარგმანი განსხვავდება თარგმანის სხვა ტიპებისაგან მისი შემოქმედებითი ხასიათით; ბ) იქიდან გამომდინარე, რომ შემოქმე-დებითი აქტი გულისხმობს შემოქმედის ინდივიდუალურ სტილს, მხატვრული თარგმანიც ხასიათდება მთარგმნელის ინდივიდუალური შემოქმედებითი სტილით; გ) აუცილებელი გახდა მთარგმნელობითი სტილის, როგორც კონცეპტის, დაკავშირება „მთარგმნელის ხატის“ კონცეპტთან; დ) მხატვრული თარგმანი დისკურსის სხვა ტიპებისგან განსხვავებით ხასიათდება ინტერსუბიექტურობის პრინციპის რეალიზაციის შემდეგი თავისებურებით: მის ფარგლებში მთარგმნელი ერთდროულად ასრულებს როგორც ადრესატის, ასევე ადრესანტის როლს.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

ლებანიძე გ., კომუნიკაციური ლინგვისტიკა. ენა და კულტურა. თბილისი.2004

Барти Р., Лингвистика дискурса // Системи моды Статъи по семиотике култури. Москва. 2003

Левый И., Искуства перевода. Прогресс. Москва. 1974

Кухаренко В. А., Экспликация содержения текста в процессе перевода // Текст И перевод . Наука. Москва. 1988

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-11-22

გამოცემა

სექცია

ენათმეცნიერება
Loading...