გენდერულ-ნეიტრალური ენა ინგლისურ და ფრანგულ სამეტყველო კულტურებში

გენდერულ-ნეიტრალური ენა ინგლისურ და ფრანგულ სამეტყველო კულტურებში

ავტორები

  • ციური ახვლედიანი
  • გიორგი ყუფარაძე
  • ქეთევან გაბუნია

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2021.660

საკვანძო სიტყვები:

გენდერულ-ნეიტრალური, პოლიტკორექტულობა, გენდერული ასიმეტრია, სოციოლინგვისტური პოლიტიკა, გენდერული მარკირებულობა

ანოტაცია

გენდერული ლინგვისტიკა დეტალურად შეისწავლის გენდერულ-ნეიტრალურ ასპექტს, რომელიც ვლინდება ენაში. ერთ-ერთი მისი დებულება გვაუწყებს, რომ ენა არა მარტო ისეთ თვისებას ფლობს,  როგორიცაა ანთროპოცენტრულობა (ადამიანზე ორიენტაციები), არამედ ანდროცენტრულობასაც, ანუ წარმოგვიდგენს სამყაროს სურათს, რომელიც ეფუძნება მამაკაცურ თვალსაზრისს, მამაკაცის სახით. ენაში ასეთი გენდერული ასიმეტრიის გამოვლენა იწვევს არათანაბარზომიერ წარმოდგენას სხვადასხვა სქესის პირებზე და განიხილება არატოლერან-ტულად, განსაკუთრებით უცხოენოვანი კულტურის წარმომადგენელთა შორის.ჩვენ ნაშრომში განვიხილავთ გენდერულ-ნეიტრალური ენის თავისებურებებს ინგლისურ და ფრანგულ ლინგვოკულტურებში, განვსაზღვრავთ  გენდერულ-ნეიტრალური ლექსიკის მსგავსება -  განსხვავებებსა და მათი წარმოქმნის ხერხებს. აღსანიშნავია, რომ ამა თუ იმ ქვეყნის  ენობრივ პოლიტიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს პოლიტკორექტულობის მოთხოვნები, რომლებიც განპირობებულია არაენობრივი მიზეზებით. ინგლისურ და ფრანგულ ლინგვოკულტურებში სხვადასხვა ხერხით ენიჭება პრიორიტეტი რეფერანტ - ქალთა აღნიშვნას პროფესიულ სფეროში. ინგლისური ენისათვის უფრო მეტად დამახასიათებელია (და ამის შედეგად, უფრო გავრცელებულია) ნეიტრალური ფორმები. ფრანგულ ენაში კი უპირატესობა ენიჭება ფორმებს ფლექსიათა ცვლილებებით ან სახელწოდებათა წარმოქმნის ანალიტიკურ ხერხებს. ასევე, ევროპულ საზოგადოებაში,  ენობრივ პოლიტიკაზე და გენდერულ-ნეიტრალური ენის გამოყენებაზე დიდ გავლენას ახდენენ პოლიტკორექტულობის მოთხოვნები, განპირობებულნი ექსტრალინგვისტური მიზეზებით.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

Fassin, Eric (September 2016). "Gender is/in French", differences: A Journal of Feminist Cultural Studies. 27 (2): 178–197. doi:10.1215/10407391-3621771

Greco L.,(2014), Les recherches linguistiques sur le genre, Paris.

Wood, Julia T., (2013). Gendered Lives: Communication, Gender, and Culture (10th ed.). Boston, MA: Wadsworth. ISBN 978-1-428-22995-2. Contents, Introduction, Ch. 1

Paveau M., (2002), La féminisation des noms de métiers, Paris.

Freed, Alice F.; Greenwood, Alice (March 1996). "Women, men, and type of talk: What makes the difference?". Language in Society. 25 (1): 1–26. doi:10.1017/S0047404500020418

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-11-22

როგორ უნდა ციტირება

ციური ახვლედიანი, გიორგი ყუფარაძე, & ქეთევან გაბუნია. (2021). გენდერულ-ნეიტრალური ენა ინგლისურ და ფრანგულ სამეტყველო კულტურებში. ენა და კულტურა, (26), 18–22. https://doi.org/10.52340/lac.2021.660

გამოცემა

სექცია

ენათმეცნიერება
Loading...