თანამედროვე ლინგვისტიკის პარადიგმული სიტუაცია და კიპლინგის ნოველათა ციკლის კვლევის თეორიულ –მეთოდოლოგიური საფუძვლები
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2021.659საკვანძო სიტყვები:
რ. კიპლინგი, ნოველები, ნოველისტიკის პოეტიკაანოტაცია
სტატია ეხება რადიარდ კიპლინგის მხატვრული შემოქმედების იმ სეგმენტს, რომელიც წარმოდგენილია მისი ნოველების ციკლით. არსებული ჰიპოთეზით კიპლინგის ნოველათა ციკლი წარმოადგენს ჟურნალისტური დისკურსის მხატვრულ დისკურსად ტრანსფორმირების შედეგს. კიპლინგის ნოველათა ციკლი ორი კულტურული სივრცის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის „შეხვედრა–შეჯახების“ თემას შეისწავლის. როგორც კიპლინგის შემოქმედებითი ბიოგრაფიისთვის, ისე მისი ნოველისტიკის პოეტიკისთვის აუცილებელი ხდება ორი კულტურული ფენომენის არა მხოლოდ ურთიერთდაკავშირება, არამედ ნოველათა გაანალიზების პროცესში შინაგანი კავშირის გათვალისწინებაც. ხსენებული ანალიზი კი არა მხოლოდ რეპორტაჟის როგორც ჟურნალისტური ჟანრის შინაგან (შეიძლება ითქვას ქვეტექსტურ) კვალს უნდა ხედავდეს ამ ნოველებში, არამედ იმასაც, რომ კიპლინგის რეპორტიორობა გარდუვალად ნიშნავს მისი როგორც დასავლური კულტურის წარმომადგენლის ადგილს და როლს. დასახელებული თემა კი აღიქმება პრობლემად იმ პარადიგმული ფაქტორის გათვალისწინებით, რომელსაც წარმოადგენს თვით საკვლევი ობიექტის მრავალგანზომილებიანობა, ანუ ის ფაქტი, რომ იგი ერთდროულად ეკუთვნის სინამდვილის სამ განზომილებას – ენობრივს, მხატვრულს და კულტურულს.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
კიპლინგი რ., - Short stories, Moscow, Raduga Publishers (1983)
კონდაკოვი კ., - Речептивная эстетика Западное Литератураведение XX Века Intrada, Москва (2004)
ლებანიძე გ., - კულტუროლოგიის საფუძვლები, თბ., გამომცემლობა „ენა და კულტურა".
ფილიპსი ს., - Дискурс-анализ. (Теория и метод). Харьков. 2004