ქართული ენა ენობრივი კომპეტენციები ემიგრანტებში
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2021.654ანოტაცია
XXI ბოლოს და XXI საუკუნის დასაწყისში საქართველოს მოსახლეობა შემცირდა 9,1% -ით. ამ შემცირებაზე გავლენა მოახდინა დემოგრაფიულმა პროცესებმა. რაოდენობის მიხედვით, ყველაზე დიდი ემიგრაცია მოხდა 2003 – დან 2010 წლამდე, როდესაც საქართველო დატოვა დაახლოებით 1,5 მილიონმა ადამიანმა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 2017 წლის მონაცემებით, 840 000 ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს. „ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, აღნიშნული მონაცემები „პიუს კვლევითი ცენტრის“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ინტერაქტიური რუკა, რომელიც მასალას ახლავს, აჩვენებს, რომ საქართველოდან წასული ყველაზე მეტი – 450 ათასამდე მიგრანტი რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს; 80 000 – საბერძნეთში, 70 000 – უკრაინაში, 50 000 – აზერბაიჯანში, 40 000 – სომხეთში, 30 000 – ამერიკაში, 20 000 – გერმანიაში. 20 000 – კვიპროსზე, იტალიაში კი – დაახლოებით 10 000 ქართველი მიგრანტია. ამავე მონაცემებით, 10 000-ზე ნაკლები და 1000-ზე მეტი მიგრანტია ამ დროისთვის ისრაელში, ესპანეთში, ბელორუსში, თურქეთში, საფრანგეთში, ავსტრიაში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, გაერთიანებულ სამეფოში, კანადაში, ბელგიაში, ესტონეთში, შვედეთში, ლატვიაში, პორტუგალიასა და ჩეხეთში. „ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, 1990 წლისთვის მონაცემები მცირედით განსხვავებული იყო, თუმცა მაშინაც ქართველი მიგრანტების უდიდესი ნაწილი რუსეთში ცხოვრობდა – 660 000 ადამიანი. შემდეგი იყო უკრაინა – 80 000 ქართველი იმიგრანტით, მომდევნო აზერბაიჯანი, სადაც ამ დროისთვის 70 000-მდე ქართველი მიგრანტი ცხოვრობდა, საბერძნეთი – 40 000 და ისრაელი – საქართველოს 30 000 მოქალაქით. 2000 წლისთვის არსებული მონაცემებით კი, იმ ქვეყნების „ტოპ-სამეული“, სადაც ყველაზე მეტი ქართველი იმიგრანტი იყო, არ შეცვლილა – რუსეთი (630 000 ), უკრაინა (70 000) და საბერძნეთი (70 000). მომდევნო ქვეყნებს შორის არიან საქართველოს მეზობლები – აზერბაიჯანი (60 000) და სომხეთი (50 000). 2000 წლისთვის, როგორც ჩანს, 20 000-მდე ქართველი ცხოვრობდა ისრაელში, შეერთებულ შტატებში კი – 10 000. როგორც „ამერიკის ხმა“ წერს, 2010 წლის მონაცემებით, რუსეთში მცხოვრებ ქართველთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. თუკი 2000 წლის მონაცემებით, რუსეთში 630 000 ქართველი ცხოვრობდა, 2010 წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 440 000-მდე დაიკლო, თუმცა რუსეთი მაინც პირველი ქვეყანა იყო მსოფლიოში ქართველი იმიგრანტების რაოდენობის მიხედვით, რომელსაც მოჰყვებოდა საბერძნეთი – 90 000, უკრაინა – 60 000, აზერბაიჯანი – 50 000, სომხეთი – 30 000 ქართველი მცხოვრებით. ამავდროულად, დიასპორის ქართული ენის მდგომარეობის დამახასიათებელი კონკრეტული ასპექტების გასარკვევად, ამ კვლევაში გამოყენებულია თვისობრივი მონაცემები: ინტერვიუერები იყვნენ ხუთი სხვადასხვა ქვეყნიდან - რუსეთის ფედერაცია (25), უკრაინა (30) აზერბაიჯანი (30), იტალია (15), აშშ (25) და 25 ინტერვიუერი რემიგრანტი. საქართველოს გარეთ ენის გამოყენება და ქართული ენის შაბათ-კვირის სკოლაში ჩატარებული ღონისძიებები, მათში მონაწილეობის ჩათვლით.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
No References