კრიტიკული აზროვნების სწავლება ენის შესწავლის პროცესში
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2021.651საკვანძო სიტყვები:
კითხვა, წერა, მოსმენა, საუბარიანოტაცია
ინგლისური ენის სწავლებისას მასწავლებლების ძირითადი ყურადღება ოთხი ენობრივი უნარ-ჩვევის: კითხვა, წერა, მოსმენა და საუბრის განვითარებაზეა მიმართული. მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეებისათვის ეს უმნიშვნელოვანესი უნარ-ჩვევებია, აუცილებელია მათი 21-ე საუკუნის უნარებით - კრიტიკულ აზროვნება, კრეატიულობა, თანამშრომლობა და კომუნიკაცია - აღჭურვა. ეს ყველაფერი შესაძლებელია შეუფერხებლად განვითარდეს ინგლისური ენის გაკვეთილზე. კრიტიკული აზროვნების დანერგვა შესაძლებელია ეფექტური შეკითხვებით. მოსწავლეებს ხშირად უჭირთ შეკითხვის ნიუანსების გაგება და ვერ ახერხებენ მართებული პასუხის გაცემას. სიტყვები: ახსენით, განიხილეთ, შეიმუშავეთ, კომენტარი გააკეთეთ და აღწერეთ, არის მხოლოდ ნაწილი იმ მითითებებისა, რომლებიც პასუხებს სხვადასხვა კუთხით მოითხოვენ. აუცილებელია დაისვას როგორც ფაქტობრივი, ისე ექსტრაპოლაციური და აღწერითი, შეკითხვები, რომლებიც ემყარება ქვედა რიგის სააზროვნო უნარების - დამახსოვრება, გაგება, გამოყენება და უმაღლესი რიგის სააზროვნო უნარების - ანალიზი, შეფასება, შექმნა - განვითარებას. სამართლიანად უნდა ითქვას, რომ კრიტიკული აზროვნება მნიშვნელოვანია რამდენიმე თვალსაზრისით. უპირველესად ის ეხმარება მოსწავლეებს დააკვირდნენ ობიექტს (ფაქტს, პიროვნებას, მონაცემებს) სხვადასხვა თვალსაზრისით, მაგალითად, მხატვარი, რომელიც სხვადასხვა კუთხიდან აკეთებს მოდელის ესკიზებს, აკვირდება ყველა დეტალს, აღმოაჩენს ახალ ნივთებს ყოველ ახალ კუთხეში. ეს მათ აიძულებს გავიდნენ კომფორტის ზონიდან და ეჭვქვეშ დააყენონ თავიანთი წინასწარი წარმოდგენა ობიექტის შესახებ (თუნდაც ის მცდარი წარმოდგენები, რაც დაფუძნებულია მათ წინარე ცოდნაზე) და გახდნენ უკეთ ინფორმირებულები. კრიტიკული აზროვნება ასევე გავლენას ახდენს მოსწავლეების პიროვნულ უნარებზე. კრიტიკული აზროვნებით და საკითხის სხვადასხვა კუთხით დანახვის შემდეგ, მოსწავლეები ხდებიან უფრო გონებაგახსნილი და ემპათიურები, კომუნიკაბელურები, უფრო მეტად თანამშრომლობენ თანატოლებთან და იღებენ და განიხილავენ მათ იდეებს. თუ მოსწავლეებზე, როგორც ინდივიდუალურ ადამიანებზე ვიფიქრებთ, შესაძლებელია ითქვას, რომ კრიტიკული აზროვნება ეხმარება მათ განავითარონ თავიანთი შემოქმედებითი მხარე, რაც საშუალებას მისცემს მათი აზროვნების პროცესს უფრო თავისუფლად წარიმართოს და მეტი შესაძლებლობები შეისწავლოს. ეს მათ უკეთეს გადაწყვეტილების მიმღებ პირებად აქცევს, რაც დაეხმარება მათ დაზოგონ დრო ამ გადაწყვეტილებების მისაღებად.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
Crocker, J. L., & Bowden, M. R. - Thinking in English: A content-based approach. Tokyo, 2011.
Ennis, R. H. - A super streamlined conception of critical thinking. Retrieved 2015, October 15.
Glaser, E. M. - An experiment in the development of critical thinking. New York, Bureau of Publications, Teachers College, Columbia University, 1941
Tara DeLecce - What is Critical Thinking? – Definition, Skills & Meaning. 2018. Available at: https://study.com/academy/lesson/what-is-critical-thinking-definition-skills-meaning.html
Willingham, D. T. - Critical thinking. Why is it so hard to teach? American Educator, 2015.