ქართულის, როგორც უცხო ენის სახელმძღვანელოების შემოწმებისთვის

ქართულის, როგორც უცხო ენის სახელმძღვანელოების შემოწმებისთვის

ავტორები

  • ნანა შავთვალაძე

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2021.650

ანოტაცია

ქართულის, როგორც უცხო ენისადმი ინტერესი ამ საუკუნიდან განსაკუთრებით აღინიშნება. რა თქმა უნდა, ადრეც იყო ინტერესი ამ განსაკუთრებული ენის შესწავლისა. ამიტომაც იყო ქართული ენის შესასწავლი სახელმძღვანელოები გამოცემული. სულ ორიოდე დეკადაა, რაც ქართულ ენაზე საუბრით ბევრი უცხოელი დაინტერესდა. ეს მიდგომა მაინც განსხვავდება ქართულის, როგორც მეორე ენის შესასწავლი ფორმატისგან. ამ ბოლო პერიოდში რამდენიმე სახელმძღვანელო დაიბეჭდა. უდიდესი შრომაა  სახელმ-ძღვანელოს შექმნა, თან ქართული ენისა. უცხო ენის შესასწავლი სახელმძღვანელოები მრავალია, უკვე გამოცდილი და შედეგზე ორიენტირებული.  ინტერნეტსაშუალებებით ყველა სიახლისა და ახალი მიდგომების აღმოჩენა, მსოფლიო რიტმისთვის ფეხის აწყობა, აღარაა პრობლემა. სხვადა-სხვა ენის შესასწავლი მასალის გაცნობისას ბევრ ავტორს გაუჩნდა სურვილი, ირწმუნა საკუთარი თავისა, რომ შეექმნა „ქართულის, როგორც უცხო ენის“ სახელმძღვანელო. ყველა ავტორს განსხვავებული მიდგომა აქვს. დღეს უკვე არჩევანიც და ასპარეზიც დიდია.  უცხო ენის შესასწავ-ლი მიდგომები, სწავლების გზა, გამოყენებული მეთოდები, სტრატეგიები, ხერხები, შესაძლებე-ლია, რაღაც კუთხით გამოყენებული იყოს, მაგრამ აუცილებელი გასათვალისწინებელია ქართული ენის სტრუქტურა და მეთოდური ბადე. სხვა შემთხვევაში, შედეგი მიუღწეველი იქნება. ავტორები აქამდე დონის დასადგენად მხოლოდ 2006 წელს მარიკა ოძელის ხელმძღვანელობით გამოცემულ „ქართული ენის ფლობის დონეების აღწერილობას“ იყენებდნენ.ძლიერ სასიხარულოა, რომ 2020 წლის 30 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება №394 ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დამტკიცების შესახებ. დანართი 4. ქართული ენის ფლობის დონეების ზოგადი აღწერილობაა.

ეს ოფიციალური დოკუმენტი დიდ იმედს იძლევა; ის ახლა უკვე ქართული ენის შეფასე-ბისას ინდიკატორებისა და მტკიცებულებების საყრდენია;  მისი საშუალებით შესაძლებელია მასალების, სახელმძღვანელოების, სწავლის შედეგების შესაბამისობის დადგენა ენის ფლობის დონეებთან. მთავარია, სახელმძღვანელოს კონკრეტული მიზნის განსაზღვრა; სწავლების გზის ასახვა; ლოგიკურად დალაგება; თითოეული საკითხის სტრუქტურულად გაწერა; მეთოდური ბმის უზრუნველყოფა; მარტივიდან რთულისკენ სტრატეგიის დაცვა, ლექსიკის მიზნობრივად დალაგება და ა.შ.ქართული ენის შემსწავლელს არჩევანი დიდი აქვს, შეუძლია ინტერნეტსივრცეში ატვირთული უფასო სახელმძღვანელოებით სწავლა და სხვადასხვა ავტორის მიერ დაბეჭდილი წიგნებითაც.  ასევე, ბევრი ქართული ენისა და ლიტერატურის ფილოლოგი თუ არაფილოლოგი, სხვადასხვა უცხო ენის მასწავლებელი ასწავლის ქართულს, როგორც უცხო ენას. მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია სახელმძღვანელოს შერჩევა, რომ სწავლების პროცესი მიზნობრივი იყოს და მათ გზადაგზა არ მოუწიოთ დროის დახარჯვა კონკრეტული მასალის მომზადებისთვის. როგორ უნდა შეარჩიონ სასწავლო პროგრამა, სახელმძღვანელო ან როგორ უნდა მიხვდნენ რომე-ლი წიგნი გამოადგებათ? ეს რთული პროცესია, მაგრამ შედეგზე გასასვლელად გადამწყვეტი.სახელმძღვანელოს შეფასებისას უნდა აღვწეროთ წიგნი, საკუთარ თავთან შევჯერდეთ და გამოვყოთ კრიტერიუმები; შეფასებისთვის უმნიშვნელოვანესია ფოკუსირებადი კითხვები; ახლა უკვე შესაძლებელია ჩვენი ხედვის მტკიცებულებით დადასტურება.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 ივნისი; დადგენილება # 394/დანართი 4 - ქართული ენის ფლობის დონეების ზოგადი აღწერილობა, თბილისი, 2020

ოძელი, მ., - ქართული ენის ფლობის დონეების აღწერილობა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ევროპის საბჭოს ერთობრივექტი. თბილისი, 2016

https://eqe.ge/ka/page/static/665/profesiuli-standartebi

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-11-17

გამოცემა

სექცია

სწავლების მეთოდიკა
Loading...