ინლისურის როგორც მეორე უცხოური ენის სწავლებისათვის პანდემიის პირობებში

ინლისურის როგორც მეორე უცხოური ენის სწავლებისათვის პანდემიის პირობებში

ავტორები

  • ეკატერინე თოფურია

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2021.649

საკვანძო სიტყვები:

on-line learning/teaching, remote learning/teaching, distance learning/teaching, resource sites, quality insurance

ანოტაცია

სტატია სახელწოდებით „ინლისურის როგორც მეორე უცხოური ენის სწავლებისათვის პანდემიის პირობებში“ ეძღვნება  ჯორჯ სიმენსის კონექტივიზმის თეორიას.სტატია ასახავს კონექტივიზმის უახლესი თეორიის როლს თანამედროვე სწავლების სისტემაში ონლაინ პლატფორმების გამოყენებით. ენის შემსწავლელის და ინტერნეტ ქსელის უკუკავშირის საფუძველზე დაგროვილი და აკუმულირებული ცოდნის საფუძველზე ადამიანების უკეთ დაკავშირებასა და ინფორმაციის  დაგროვების ახალი შესაძლებლობების შექმნას. ნიღაბზე დამოკიდებულ საზოგადოებაში ასოციალურია უნიღბოდ კომუნიკაცია პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობით მით უფრო თუ მოცემულ საკითხთან დაკავშირებით არასაკმარის ცოდნას ვფლობთ.სწორედ აღნიშნულმა საკითხმა გამოიწვია კონექტივიზმის თეორიისადმი  ჩემი ინეტერესი , რაც მრავალმხრივ შეიძლება გამოვიყენოთ ლინგვისტიკასა თუ  ზოგადად კომუნიკაციაში.მით უფრო, რომ სტუდენტების უმრავლესობა ონლაინ სწავლების რეჟიმში წიგნს სრულიად დაშორდა.სტატიის თეორიული მნიშვნელობა ეყრდნობა  გამოკითხვის ფილოსოფიურ მოდელს.  მისთვის ამოსავალი ფიგურა ადამიანია და მისი ინდივიდუალური ბუნება.თუ როგორ შეძლებს ის დააკავშიროს მისთვის ახალი ინფორმაცია უკვე დაგროვილ ცოდნას და მოძებნოს თანამოაზრეები ინეტრნეტ ქსელში და ამასთან გამოკითხვა ინგლისურ ენაზე აწარმოოს ინგლისური სოციუმის წარმომადგენლებთან.ინგლისური ენის როგორც მეორე უცხოური ენის სწავლებისას გამოცდილება გვიჩვენებს რომ სტუდენტები სრულიად არასაკმარის და მოძველებულ ცოდნას ფლობენ კონკრეტულ  თემატიკასთან დაკავშირებით და ეყრდნობიან  ბიჰევიორიზმის, კოგნიტივიზმისა და კონსტრუქტივიზმის თეორიებს, რაც სრულიად არასაკმარისია თანამედროვე ცვალებად და ინფორმაციით დატვირთულ სამყაროში.კონექტივიზმის თეორია პირდაპირი გამოკითხვის გარეშე ჩატში მოცემული ან კომენტარებში დაგროვილი ინფორმაციის საფუძველზე სტუდენტს აძლევს საშუალებას დააგროვოს ინფორმაცია დასმულ კითხვასთან დაკავშირებით.ეს ერთგვარი არაფორმალური ცოდნაა. უფრო ინფორმაცია და პრაქტიკულ მიზნებს ემსახურება _გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება და გავხდეთ ცოდნის თანაზიარი. სრულიად უცხო თემატიკა სტუდენტისათვის უცნობი ინფორმაციით შეიძლება გახდეს საფუძველი ინტერპრეტაციის საფუძველზე ახალი ინფორმაციის დაგროვების ერთის მხრივ და მეორეს მხრივ თანამოაზრეების შემოკრებისათვის.სტატიის პრაქტიკული ღირებულება ეძღვნება იმ ძირითადი აზრის იმპლიმენტაციას, რომ მთავარია ცოდნის არხების გამრავლება და მრავალფეროვნება ვიდრე ამ არხებში ფაქტობრივად თავმოყრილი შიგთავსის დასწავლა.  მაშასადამე, წარმოდგენილი სტატია განიხილავს კონექეტივიზმს როგორც არაფორმალური განათლების  მნიშვნელოვან ნაწილს. ამტკიცებს რომ სწავლა უწყვეტი პროცესია, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება და  სწავლა და სამსახურებრივი აქტივობები აღარ არის იზოლირებული ერთმანეთისაგან;ტექნოლოგიები ცვლიან ჩვენ ტვინს. ინსტრუმენტები, რომლებსაც ვიყენებთ, განსაზღვრავენ და განაპირობებენ ჩვენს აზროვნებას; და მაშასადამე ჩვენ აღარ გვჭირდება პერსონალური გამოცდილება და ცოდნის შეძენა საჭირო აქტივობების განსახორციელებლად. ჩვენ ვიღებთ ჩვენს კომპეტენტურობას კავშირების დამყარებით ინტერნეტ სივრცეში.ამით ერთის მხრივ მოვიპოვებთ ინფორმაციას და მეორეს მხრივ ვიძენთ თანამომაზრეებს, რაც საუკეთესო საშუალებაა ავთენტური ინგლისური ენის დაუფლებისათვის.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

Barabási, A. L., (2002) Linked: The New Science of Networks, Cambridge, MA, Perseus Publishing.

Buell, C. (undated). Cognitivism. Retrieved December 10, 2004 from http://web.cocc.edu/cbuell/theories/cognitivism.htm.

Brown, J. S., (2002). Growing Up Digital: How the Web Changes Work, Education, and the Ways People Learn. United States Distance Learning Association. Retrieved on December 10, 2004, from http://www.usdla.org/html/journal/FEB02_Issue/article01.html

Driscoll, M. (2000). Psychology of Learning for Instruction. Needham Heights, MA, Allyn & Bacon.

Gleick, J., (1987). Chaos: The Making of a New Science. New York, NY, Penguin Books.

Siemens, G. (2004). Connectivism: A learning theory for the digital age. Retrieved from http://www.elearnspace.org/Articles/connectivism.htm

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-11-17

გამოცემა

სექცია

სწავლების მეთოდიკა
Loading...