ქართული ფონეტიკის სწავლების პრობლემები უმაღლეს სასწავლებლებში
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2021.647ანოტაცია
ფონეტიკის სასწავლო კურსის დაგეგმვისას საყურადღებო და მნიშვნელოვანი დეტალებია მისაღები მხედველობაში. მოგეხსენებათ, რომ სკოლაში მცირე დოზით, მაგრამ მაინც, ისწავლება ქართული ენის მორფოლოგია და სინტაქსი და, ამდენად, აბიტურიენტთათვის ეს საგნები, გარკვეულწილად, ნაცნობია. მაგრამ, ამავეს ვერ ვიტყვით „ფონეტიკაზე“. აღნიშნული სამეცნიერო დისციპლინა სრულიად ახალ ნაყოფს წარმოადგენს ფილოლოგიის კონტიგენტის პირველკურ-სელი სტუდენტებისათვის, რაც დიდი პასუხისმგებლობისა და სერიოზული სირთულის წინაშე აყენებს ლექტორებს. ამრიგად, ფონეტიკის სალექციო კურსის შედგენისას პროფესიული სიფრთხილით უნდა შევარჩიოთ საკითხები, რომელთაც არა დაუფლებითი და ათვისებითი, არამედ შემფასებლობითი და კოგნიტური კუთხით მივაწვდით ახალი ცოდნის მაძიებელ სტუდენტებს. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ მიერ შემუშავებული მოდელი პირველკურსელ სტუდენტს მისცემს ფიქრის, რაციონალური აზროვნების, ამორჩევისა და საკუთარი პოზიციის, თუნდაც, ახალი თეორიის/თვალსაზრისის დაფიქსირება-ჩამოყალიბების შესაძლებლობას და გამოუმუშავებს მას მეცნიერულ უნარებს.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ახვლედიანი გ. (რედაქციით) – „ენათმეცნიერების შესავლის საკითხები“, თბ. 1972
გამყრელიძე თ. , მაჭავარიანი გ. – „სონანტთა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში“, თბ. 1965
გამყრელიძე თ. , კიკნაძე ზ. , შადური ი. , შენგელაია ნ. – „თეორიული ენათმეცნიერების კურსი“, თბ. 2003
თოფურია ვ. – „ფონეტიკური დაკვირვებანი ქართველურ ენებში: ბგერით მოვლენათა თანამიმდევრობა“, ტფ. 1930
თოფურია ვ. – „შრომები“, ტ. 3. თბ. 1979
კვაჭაძე ლ. – „თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი“, თბ. 2010
მიქაძე მ. – „ქართული ენა“ (ენის ისტორიის, ფონეტიკის, პალეოგრაფიის, გრაფიკის, ორთოგრაფია-ორთოეპიის, ლექსიკოლოგია-ლექსიკოგრაფიის საკითხები), სალექციო კურსი, ქუთაისი. 2015
მიქაძე მ. – „ქართული ენის სწავლების მეთოდიკა დაწყებით საფეხურზე“, ქუთ. 2018
ონიანი ალ. – „თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენა: (ფონეტიკა-ფონოლოგია, მორფოლოგია)“, თბ. 2003
უთურგაიძე თ. – „ქართული ენის ფონემატური სტრუქტურა“, თბ. 1976
ფუტკარაძე ტ. – „ქართული სამწიგნობრო ენის ფონეტიკა“, თბ. 2014
შანიძე ა. – „ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები“, თბ. 1973
ჩიქობავა არნ. – „ქართული ენის ზოგადი დახასიათება“, თბ. 1998
ჯორბენაძე ბ. – „ენა და კულტურა“, თბ. 1997