კრიტიკული აზროვნების განვითარების მნიშვნელობა და სტრატეგიები საბაკალავრო საფეხურის აკადემიური წერის კურსის ფარგლებში

კრიტიკული აზროვნების განვითარების მნიშვნელობა და სტრატეგიები საბაკალავრო საფეხურის აკადემიური წერის კურსის ფარგლებში

ავტორები

  • ქეთევან გოჩიტაშვილი
  • გიული შაბაშვილი

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2021.646

საკვანძო სიტყვები:

კრიტიკული აზროვნება, აკადემიური წერა, კვლევა, სწავლების მეთოდები, სწავლების სტრატეგიები

ანოტაცია

კრიტიკული აზროვნება რთული ფენომენია, რომელიც ეხმარება შემსწავლელს გამიჯნოს რელევანტური ინფორმაცია არარელევანტური და არასაჭირო ინფორმაციისაგან, რათა შეაფასოს და ახსნას მოვლენები, კრიტიკულად, ობიექტურად ჩამოაყალიბოს ცხადი არგუმენტი, მიაწოდოს სწორი გზავნილი სამიზნე აუდიტორიას და იპოვოს პრობლემის გადაწყვეტის გზები. კრიტი-კული აზროვნება  უშუალოდ უკავშირდება აკადემიური წერის სწავლებას და  არის ტრანსფერუ-ლი უნარი, რომელიც სტუდენტებს სხვა სასწავლო კურსების წარმატებით დაძლევასა და შემდ-გომში პროფესიულ საქმიანობაში ეხმარება. ნაშრომის მიზანია იმ გამოწვევებისა და პრობლე-მების გამოვლენა, რომელთა წინაშეც ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში დგას როგორც ლექტორი, ისე სტუდენტი აკადემიური წერის სწავლა/სწავლების პროცესში კრიტიკუ-ლი აზროვნების უნარების განვითარებასთან დაკავშირებით.  გარდა ამისა, ნაშრომში შემოთავაზებულია  ამოცანების გადაჭრის საშუალებები და კონკრეტული აქტივობები.  ნაშრომი სთავაზობს მასწავლებლებს ძირითად სტრატეგიებსა და ტექნიკებს, რომელთა გამოყენებაც შეიძლება სასწავლო პროცესში კურიკულუმით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად. ნაშრომში გამოყენებულია შემდეგი კვლევის მეთოდები: კითხვარები და საკლასო დაკვირვება.კვლევის შეზღუდვებად შეიძლება დასახელდეს შემდეგი ფაქტორები:  სტუდენტთა შედა-რებით მცირე რაოდენობა; კვლევა განხორციელდა მხოლოდ ერთი სემესტრის განმავლობაში.კითხვარების ანალიზის  შედეგად გამოვლინდა, რომ სტუდენტებისთვის პრობლემად რჩება კრიტიკულ აზროვნებასა და წერასთან დაკავშირებული შემდეგი საკითხები: ობიექტური კრიტიკული აზრის ჩამოყალიბების უნარის ნაკლებობა, წყაროების სანდოობის დადგენა, ძირითადი დებულების/საკვლევი შეკითხვების ჩამოყალიბება, განზოგადება, მთავარი და მეორეხარისხოვანი ინფორმაციის გამიჯვნა და ძირითად საკითხზე კონცენტრირება, წინასწარი ვარაუდების გამოთქმა და ლოგიკური თანმიმდევრული დასკვნების გამოტანა და ჩამოყალიბება. ნაშრომში შემოთავაზებულია კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის განკუთვნილი კონკრეტული აქტივობები და შეკითხვები, რომლებიც ტექსტის ან ინფორმაციის დასამუშავებლადაა საჭირო.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

Gelder T. - Teaching critical thinking: Some lessons from cognitive science. College Teaching, 53, 41- 46. 2005.

DasBender, G. - Critical Thinking in College Writing: From the Personal to the Academic Writing Spaces: Readings on Writing, Volume 2, 2017.

Daud Nor Shidrah Binti Mat - Developing critical thinking skills in tertiary academic writing through the use of an instructional rubric for peer evaluation. 2012.

Drybrough Andrew Gordon - Conceptualisations of critical thinking in academic writing at a master’s level, PhD Thesis. 2019.

Indah R. - Critical Thinking, Writing Performance and Topic Familiarity of Indonesian EFL Learners. Journal of Language Teaching and Research 8(2):229, 2017.

Karakoc, M., - The significance of critical thinking ability in terms of education. International Journal of Humanities and Social Science, 6(7): 81-84, 2016.

Paul R. and Elder L. - Critical Thinking: Competency Standards Essential to the Cultivation of Intellectual Skills, Part 4, https://files.eric.ed.gov/fulltext/EJ998804.pdf

Rohmani N. Indah - Critical Thinking, Writing Performance and Topic Familiarity of Indonesian EFL Learners. Journal of Language Teaching and Research, Vol. 8, No. 2, pp. 229-236, March 2017 DOI: http://dx.doi.org/10.17507/jltr.0802.04.

Tapper, J. - Student perceptions of how critical thinking is embedded in a degree program. Higher Education Research and Development, 23/2: 199-222. 2004.

Terry D. - Assessing Critical-Thinking Skills Using Articles From the Popular PressAuthor(s). Journal of College Science Teaching, Vol. 42. pp. 66-70 Published by: National Science Teachers Association. 2012

Tsui, L. - Fostering critical thinking through effective pedagogy. TheJournal of Higher Education, 73/6: 740-763. 2002

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-11-17

როგორ უნდა ციტირება

ქეთევან გოჩიტაშვილი, & გიული შაბაშვილი. (2021). კრიტიკული აზროვნების განვითარების მნიშვნელობა და სტრატეგიები საბაკალავრო საფეხურის აკადემიური წერის კურსის ფარგლებში. ენა და კულტურა, (25), 147–158. https://doi.org/10.52340/lac.2021.646

გამოცემა

სექცია

სწავლების მეთოდიკა
Loading...