იუმორი, როგორც წინააღმდეგობის ეფექტური ფორმა ფრანსისკო ფრანკოს ესპანეთში
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2021.643საკვანძო სიტყვები:
ცენზურა, დიქტატორული რეჟიმი, იუმორი, ესპანური საზოგადოება, ფრანსისკო ფრანკოანოტაცია
1939-1975 წლებში ესპანეთს დიქტატორული რეჟიმის პირობებში უწევდა ცხოვრება. ეს ის დროა, როდესაც ესპანეთის სახელმწიფო გენერალ ფრანსისკო ფრანკო ბაამონდეს მიერ იმართებოდა და მოიცავს პერიოდს ესპანეთის სამოქალაქო ომის დასასრულიდან, 1939 წლიდან მის გარდაცვალებამდე, 1975 წლამდე. აღნიშნულ ეპოქას ფრანკოს ერასაც უწოდებენ. ფრანკოს ხელისუფლება ცნობილი იყო რეპრესიებით, თავისუფლების შეზღუდვით, საკუთარი იდეოლოგიის პროპაგანდითა და ცენზურით თითქმის ყველა სფეროში, განსაკუთრებით კი ლიტერატურაში. ცენზურა კრძალავდა იმ ნაწარმოებების გამოქვეყნებას, რომლებიც საზიანო ან საფრთხის შემცველი იქნებოდა დამკვიდრებული რეჟიმისათვის. ესპანეთის ისტორიის ამ პერიოდში ყოველგვარი კულტურული, კომუნიკაციური, იდეოლოგიური ან შემოქმედებითი აქტივობა განიცდიდა შეზღუდვას. ცენზურა ძირითადად გამოყენებული იყო მმართველი პარტიის მხრიდან, როგორც თავისუფალი აზრის შეზღუდვისა და საკუთარი იდეოლოგიის მასიურად გავრცელების მთავარი იარაღი. ის იყო მმართველი კლასის დამცავი საშუალება ძალაუფლების შესანარჩუნებლად. დამკვიდრებული დიქტატორული რეჟიმი გერმანული და იტალიური ტოტალიტარიზმის აშკარა გავლენას განიცდიდა, რაც გამოიხატებოდა სამსახურეობრივ ურთიერთობებში, ავტოკრატიულ ეკონომიკურ პოლიტიკაში, ესთეტიკაში, სიმბოლოების გამოყენებაში, ერთპარტიულ სისტემაში და ა. შ. 1940-იან წლებში განხორციელდა პოლიტიკური რეპრესიები, რამაც კიდევ უფრო განამტკიცა დამკვიდრებული დიქტატორული სისტემა. აღნიშნული პერიოდის ხელოვნებას და კულტურას რომ ეარსება, შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო ფრანკოს იდეოლოგიასთან. მიუხედავად ამისა, საპირისპირო იდეოლოგიის მქონე ავტორები (ლიტერატურაში: კარმენ ლაფორეტი, ანტონიო ბუერო ვალიეხო, მხატვრობაში: სალვადორ დალი, ჯოან მირო, მუსიკაში: კარმელო ბერნაოლა, ლუის დე პაბლო, კინოში: ხუან ანტონიო ბარდემი, კარლოს საურა, ლუის გარსია ბერლანგა და სხვები) საუკეთესო ხელოვნების ნიმუშებს ქმნიდნენ. მათ შორის იყო ომის შემდგომი საზოგადოების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ნაწარმოებები. იქმნებოდა ასევე ანტიფრანკისტული ხასიათის ჟურნალები, რომლებიც საზოგადოებას თავისუფალი აზრის გამოხატვის შესაძლებლობას აძლევდა. ფრანკოს პერიოდის ესპანურ საზოგადოებაში, თვითგამოხატვისა და რეჟიმის კრიტიკის თვალსაზრისით, დიდი ადგილი ეჭირა იუმორს. სტატიაში განხილულია თუ როგორ გამოხატავდა ესპანური საზოგადოება სოციალურ და პოლიტიკურ კრიტიკას იუმორის მეშვეობით და აღწერილია იუმორის სხვადასხვა ფორმები, რომლებსაც ადგილი ჰქონდათ ფრანკიზმის დროს. ნაშრომში გაანალიზებულია ფრანსისკო ფრანკოს პერიოდის ესპანური იუმორი, როგორც ხელისუფების კრიტიკისა და ცენზურისგან თავის დაღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
გიორგაძე მ., - სიტყვათა თამაშის ფუნქცია, სემანტიკა, პრაგმატიკა და თარგმანი (ინგლისურ და ქართულ ენათა მასალაზე). ფილოლოგიის დოქტორის (Ph.D.) აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. თბილისი. 2014. გვ. 106. http://press.tsu.ge/data/image_db_innova/Disertaciebi/meri_giorgadze.pdf (ბოლო წვდომა: 07.07.2019)
Cardona G., - Cuando nos Reíamos de Miedo. Crónica Desenfadada de un Régimen que no Tenía ni Pizca de Gracia. Ediciones Destino. Barcelona. 2010
Carr W.F., - "Overpowered by Laughter"? Spanish Humor under Franco. eScholarship. 2018. p162. https://escholarship.org/uc/item/9tf0q68d (ბოლო წვდომა: 09.07.2019)
Carreño F. M., - Franco: los chistes que se contaban en voz baja. Marca. 2018. https://www.marca.com/tiramillas/actualidad/2018/11/20/5bf3c141ca4741d7038b45be.html (ბოლო წვდომა: 08.07.2019)
Sorensen M. J., - Humor as a Serious Strategy of Nonviolent Resistance to Oppression. Peace & Change. 2008. https://onlinelibrary.wiley.com/doi/full/10.1111/j.1468-0130.2008.00488.x (ბოლო წვდომა: 06.07.2019)
Tauste V.A.M., - Sexo, Política y Subversión. El Chiste Popular en la Época Franquista. Clac. N 27. 2006.p 18,21. http://webs.ucm.es/info/circulo/no27/vigara.pdf (ბოლო წვდომა: 08.07.2019)
Torres J., - La canción española durante el franquismo: Tradición, sometimiento y testimonio. 2015.p1. https://cilam.ucr.edu/diagonal/issues/2011/Torres.pdf (ბოლო წვდომა: 07.07.2019)
Tubau I., - El humor gráfico en la prensa del franquismo. Colección Ciencias de la comunicación. Barcelona. 1987.
Vílchez de Arribas J. F., - Prensa satírica en España: 1970-1980, una década de esplendor. El Argonauta Español. 2015. https://journals.openedition.org/argonauta/2268 (ბოლო წვდომა: 07.07.2019)