აკაკი წერეთლის უცნობი წერილი 1906 წლის რეპრესიების შესახებ
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2021.642ანოტაცია
აკაკის ერთ-ერთი დღემდე უცნობი პუბლიცისტური წერილი, რომელსაც ქართველი მკითხველი 115 წლის დაგვიანებით გაეცნობა მწერლის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის შესაბამის ტომში, გახლავთ „იმერეთის გადაწვა მოძრაობის დროს“. ხელნაწერი ქუთაისის საისტორიო მუზეუმში ინახება. „იმერეთის გადაწვა მოძრაობის დროს“ ეხება 1905-1907 წლების რევოლუციურ მოძრაობასა და მის გამოძახილს საქართველოში. ერთი მხრივ, ესაა თამამი პროტესტი მეფის თვითმყრობელობის სასტიკი პოლიტიკის მიმართ; ამასთან, სტატია შეიცავს აკაკი წერეთლის მეტად საყურადღებო დაკვირვებებსა და მოსაზრებებს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. 1905 წლის მოვლენების ლოგიკური შედეგი აღმოჩნდა ქართველი თავადაზნაურობის გადაწყვეტილება, ოფიციალურად მოეთხოვათ ეროვნული ავტონომია; მართლაც, საგანგებო კრებაზე შეადგინეს შესაბამისი დოკუმენტი და იმპერატორს წარუდგინეს. ცხადია, იმპერია ვერ დაუშვებდა საქართველოს ავტონომიის აღდგენს. მას საბაბი სჭირდებოდა, რომ საბოლოოდ გავენადგურებინეთ და, აკაკის აზრით, სწორედ ამგვარი საბაბი აღმოჩნდა ის რევოლუციური მოძრაობა, რომელმაც მოიცვა არა მარტო რუსეთი, არამედ მის მიერ დაქვემდებარებული ქვეყნები და მათ შორის, საქართველოც.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ივერია. ყოველ-დღიური საპოლიტიკო და სალიტერატურო გაზეთი, თბ., 1905, #43.
გურგენიძე ნ., გორგაძე ი., - აკაკი წერეთელი. ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანე. თბილისი, მეცნიერება, 1989.
წერეთელი ა., - თხზულებათა სრული კრებული ოც ტომად, ტ. 3. თბილისი, ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა. 2012.