ადამიანი - „უფლის მევალე“
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2021.636საკვანძო სიტყვები:
დ. გურამიშვილი, ლირიკული მე, ადამის ცოდვაანოტაცია
დავით გურამიშვილის პოეტური გარჯის უმთავრესი მიზანი საკუთარი თავის შემეცნებაა. ამდენად, „დავითიანში“ მკაფიოდ იკვეთება პოეტის ლირიკული „მე“. თვითშემეცნების აუცილებელი პირობა ადამიანური ყოფის საზრისზე დაფიქრებაა. პირველმამისგან კაცობრიობამ ღვთის ხატება და აგრეთვე ცოდვილი ბუნება იმემკვიდრა. პირველცოდვის ტყვეობისაგან ქრისტემ ყველა ადამიანი გამოისყიდა. მან კაცს „ძველი ვალი“ გადაუხადა. „დავითიანი“ ამგვარ ქრისტიანულ სწავლებაზეა დაფუძნებული. ერთი მხრივ, პოეტი აღნიშნავს, რომ, უპირველესად, ღმერთმა აიღო თავისი ქმნილების გადარჩენის ვალდებულება. თავის მხრივ, დავით გურამი-შვილს მიაჩნია, რომ ღვთისაგან ორი რამით არის დავალებული: პოეტი, ვითარცა კაცი, უფლის წინაშე მოვალეა, რადგან მის ხატად და მსგავსად არის დაბადებული. ადამიანის ღვთისადმი მოვალეობის მეორე მიზეზი ცოდვათა გამოსყიდვა და დაზიანებული, შებღალული ხატების აღდგენაა. ახალმა აღთქმამ „ახალი ვალი“ დააკისრა კაცობრიობას. „ახალი კაცის“ უმთავრესი დანიშნულება, განღმრთობა-განსრულება, უპირველესად, საკუთარ თავში სწორედ ღვთის ხატება-მსგავსების აღმოჩენით იწყება, შემდეგ - ადამური თუ პირადი ცოდვების მონანიებით, საბოლოოდ კი პიროვნული სრულყოფის გზაზე სიყვარულით მავალი პიროვნება ხვდება ღმერთს.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
აღმაშენებელი დავით -„გალობანი სინანულისანი“; რედ. ზ. კიკნაძე; თილისი, „ხელოვნება“; 1989 წელი; 80 გვ.
ახალი აღთქმა - წმ. გიორგი მთაწმინდელის რედაქციით კრიტიკულად დადგენილი ტექსტის მესამე სრული გამოცემა; საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა; თბილისი, 2003 წ. 228 გვ.
ბასილი დიდი - თხზულებანი; საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა; თბილისი, 2002 წ. 320 გვ.
გრიგოლ ნოსელი - „კაცისა შესაქმისათჳს“, „შატბერდის კრებული“, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოცემა, გამომცემლობა „მეცნიერება“; თბილისი, 1979; 429 გვ.
გრიგოლ ნოსელი - „სწავლაჲ ლოცვისაჲ და თარგმანებაჲ „მამაო ჩვენოჲსაჲ“; საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი; თბილისი, 2006 წ. 79 გვ.
გურამიშვილი დ. - „დავითიანი“; ორტომეული; გამომცემლობა „პალიტრა L”; თბ. 2013 წ. 336 [2] გვ.
იოანე ოქროპირი - „ღვთივ-შვენიერი სწავლანი, რომელსა ეწოდება ოქროს წყარო“; გამომცემლობა „კიდევაც დაიზრდებიან“; ფირმა „სადარა“; განმეორებით გამოცემა, სტამბა N 3; თბილისი, 1905 წ. 214 გვ.
მინჩხი იოანე - „იოანე მინჩხის პოეზია“, გამომცემლობა მეცნიერება, თბილისი, 1987 წ. 368 გვ.
„მცხეთური ხელნაწერი“ - გამომცემლობა „მეცნიერება“; თბილისი; 1981 წელი; 544 გვ.
რუსთაველი - „ვეფხისტყაოსანი“; გამომცემლობა ‘საბჭოთა საქართველო“; თბილისი, 1966 წელი;
სირაძე რ. - „დავითიანი“ და ბიბლია“; „ქრისტიანული კულტურა და ქართული მწერლობა“; I; თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა; თბილისი, 1992; 229, [3] გვ.
სულავა ნ. - „ნათლისა გავხდე მიჯნური“; „დავით გურამიშვილი - 300“; საქართველოს მეცნიერებათა აკადემია; შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი; სამეცნიერო შრომების კრებული; თბილისი, 2005 წ. [ელექტრონული რესურსი] http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-00000-00---off-0civil2-civil2-01-1--0-10-0--0-0---0prompt-10--..-4----4---0-0l--11-ru-00---10-ka-50--00-3-help-00-0-00-11-1-1utfZz-8-00-0-11-1-0utfZz-8-00&a=d&cl=CL2.5&d=HASH01ed6c39090ae26b3841f24a.3.6&fbclid=IwAR1Aq2ovUhIQHxtSa4VSMshQG_aMEtwUWeLLRtZPLhWRZE6H8I9MpRYH8xw
უჯმაჯურიძე მ. - „ელეგიური ნაკადი დ. გურამიშვილის ლირიკაში“ „დავით გურამიშვილი 300“; საქართველოს მეცნიერებათა აკადემია; შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი; სამეცნიერო შრომების კრებული; თბილისი, 2005 წ. [ელექტრონული რესურსიhttp://www.nplg.gov.ge/gsdl//cgi-bin/library.exe?e=d-00000-00---off-0civil2--00-1----0-10-0---0---0prompt-10---4-------0-1l--10-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-01-1-0utfZz-8-10&a=d&c=civil2&cl=CL2.6&d=HASH01ed6c39090ae26b3841f24a.3.7
ფარულავა გრ. - „ადამიანი - ხატი და მსგავსი ღვთისა“; ლიტერატურული ჟურნალი „საგურამო“; #3; 2002 წ.
ფსალმუნნი - „მცხეთური ხელნაწერი“; გამომცემლობა „მეცნიერება“; თბილისი; 1983 წელი; 328 გვ.
ხინთიბიძე ე. - „შუასაუკენეების სქოლასტიკური ტერმინები ვეფხისტყაოსანში“ (ავთანდილი - ლხინი, ნივთი და ვალი); ქართველოლოგი, თბილისი, 2009; გვ. 519-535; [ელექტრონული რესურსი]
https://e-learning.tsu.ge/pluginfile.php/273820/mod_resource/content/1/519-535.pd