გივი მარგველაშვილის კანტაქტი, ქალაქის მწერლის კითხვითი-ცხოვრებისეული გამოცდილებებიდან როგორც მეტაფიქციური რომანი

გივი მარგველაშვილის კანტაქტი, ქალაქის მწერლის კითხვითი-ცხოვრებისეული გამოცდილებებიდან როგორც მეტაფიქციური რომანი

ავტორები

  • თინათინ მოსეშვილი

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2021.635

ანოტაცია

2009 წელს გერმანულ ენაზე გამოქვეყნებულ რომანში კანტაქტი, ქალაქის მწერლის კითხვითი-ცხოვრებისეული გამოცდილებებიდან გივი მარგველაშვილი თავის ცხოვრებაზე, გამოცდილებებსა და შემოქმედებაზე თხრობის პარალელურად, ლიტერატურული ფიქციის საიდუმლოსაც ხდის ფარდას და მკითხველს საინტერესო მეტაფიქციურ თამაშში იწვევს. გივი მარგველაშვილის რომანს კანტაქტი, ქალაქის მწერლის კითხვითი-ცხოვრებისეული გამოცდილებებიდან საფუძვლად უდევს გერმანელი მწერლის კურტ ტუხოლსკის ნაწარმოების რაინსბერგი - სურათებიანი წიგნის შეყვარებულთათვის მხატვრული სინამდვილე. კანტაქტი ინტერტექსტობრივი თამაშია პრეტექსტთან. ეს უკანასკნელი ნაწარმოებში გვევლინება როგორც წიგნი წიგნში, რომელიც მეტაფიქციური ლიტერატურის ერთ-ერთი გავრცელებული მოტივია. რადგან კანტაქტში ხშირადაა თემატიზებული ტუხოლსკის ნაწარმოები, კანტაქტის მკითხველი ვერ ახერხებს მის დავიწყებას, გამუდმებით უწევს მასზე ფიქრი და უფრო მეტიც, ფენოტექსტს პრეტექსტთანაც კი ადარებს. ბუნებრივია, რომ კანტაქტში უხვადაა ისეთი მონაკვეთები, რომლებშიც ინტერტექსტობრივ მეტაფიქციას ამოვიცნობთ.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

Duhamel, R. Dichter im Spiegel. Über Metaliteratur. Würzburg: Königshausen & Neumann, 2001.

Margwelaschwili, G. Der Kantakt, Aus den Lese-Lebenserfahrungen eines Stadtschreibers. Berlin: Verbrecher Verlag, 2009.

Waugh, P. Metafiction: the theory and practice of self-conscious fiction. Routledge, 1984.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-11-16

როგორ უნდა ციტირება

თინათინ მოსეშვილი. (2021). გივი მარგველაშვილის კანტაქტი, ქალაქის მწერლის კითხვითი-ცხოვრებისეული გამოცდილებებიდან როგორც მეტაფიქციური რომანი. ენა და კულტურა, (25), 90–102. https://doi.org/10.52340/lac.2021.635

გამოცემა

სექცია

ლიტერატურათმცოდნეობა
Loading...