მეტყველების ნაწილების კლასიფიკაციის ისტორიიდან
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2021.632ანოტაცია
ენაში არსებული სიტყვათა მარაგის სხვადასხვა კლასებად გადანაწილება და საკლასი-ფიკაციო პრინციპად სიტყვების საერთო გრამატიკული ნიშნების (მორფოლოგიური კატეგო-რიები, სინტაქსური ფუნქციები) გამოყენება ენაში კონკრეტული რაოდენობის მეტყველების ნაწილების ჩამონათვალს წარმოქმნის. გამონაკლისი არც ესპანური ენაა, სადაც ცხრა მეტყვე-ლების ნაწილს გამოყოფენ: არსებითი სახელი, ზედსართავი სახელი, მსაზღვრელი, ნაცვალ-სახელი, ზმნა, ზმნიზედა, წინდებული, კავშირი, შორისდებული. მეტყველების ნაწილების წარმოდგენილი თანამიმდევრობა გვხვდება 2009 წლიდან, მას შემდეგ რაც ესპანეთის სამეფო აკადემიამ (RAE) გამოაქვეყნა ესპანური ენის განახლებული გრამატიკა „Nueva gramática de la lengua española“. აკადემიის განახლებული გრამატიკით შემოთავაზებული კლასიფიკაცია, რომელიც ამ ეტაპზე საბოლოო ვარიანტიად განიხილება, მთელი რიგი მახასიათებლებით განსხვავდება წინა საუკუნეების გრამატიკულ ნაშრომებში წარმოდგენილი კლასიფიკაციებისგან. სწორედ მეტყველების ნაწილების კლასიფიკაციის ისტორიას ეხება წინამდებარე სტატია, სადაც ესპანური (კასტილიური) ენისათვის ყველაზე მნიშვნელოვან გრამატიკულ ნაშრომებზე დაყრდნობით აღწერილია ევოლუციის რა გზა განვლო მეტყველების ნაწილების კლასიფიკაციამ. მეტყველების ნაწილების კლასიფიკაციის აღწერა დავიწყეთ კასტილიური (ესპანური) ენის პირველი გრამატიკიდან და ვნახეთ როგორ შეიცვალა ეტაპობრივად ნებრიხასეული კლასიფიკაცია და როგორ მივიღეთ თანამედროვე ესპანურში ცხრა მეტყველების ნაწილი.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
Alarcos Llorach E., - Gramática de la lengua Española, RAE, Espasa, Madrid, 1994
Nebrija A., - Gramática de la lengua castellana [ელექტრონული ვერსია]
Real Academia Española, - Gramática de la lengua castellana [ელექტრონული ვერსია]
https://www.rae.es/sites/default/files/Gramatica_RAE_1771_reducida.pdf
Real Academia Española, Nueva gramática de la lengua Española, Espasa Libros, 2009
Real Academia Española, Nueva gramática básica de la lengua Española, Espasa Libros, 2011