სატელევიზიო ტექსტის სახეობის კონტრასტული ანალიზის შესახებ
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2021.630ანოტაცია
ლინგვისტების მიერ მედიალინგვისტური ასპექტების ანალიზი მნიშვნელოვანია, რადგან შესწავლილი მასალის საფუძველზე შესაძლებელია გაკეთდეს დასკვნები უახლესი ენობრივი ტენდენციების შესახებ. გერმანული და ქართული სატელევიზიო ტექსტის სახეობის ამინდის პროგნოზი კონტრასტული კვლევის შედეგად დადგინდა შემდეგი მსგავსებები და განსხვავებები: ბევრი მედიალინგვისტური ასპექტი (წინადადების ტიპები, გავრცელებული ზმნები, კილო, დარგობრივი და ლოკალური გამონათქვამები, ვიზუალური ეფექტები და სხვ.) მსგავსებით გამოირჩევა. წინადადების ტიპებთან მიმართებაში შემდეგი ტენდენცია გამოიკვეთა: ამინდის სატელევიზიო პროგნოზებში უმეტესწილად რთული თანწყობილი წინადადებები გვხვდება. მეორე ადგილზეა ქვეწყობილი წინადადებები, რომელთაც მოსდევს მარტივი წინადადებები და ელიფსები. გერმანელი მოდერატორები უმეტესწილად ზეპირმეტყველების სტილს მიმართავენ. ამას მოწმობს შემოკლებები, სასაუბრო და რეგიონალური გამონათქვამები, წინადადების ჩარჩოს რღვევა, ჩვენებითი ნაცვალსახელები და მოდალური ნაწილაკები. გარდა ამისა ეს მიუთითებს, რომ გერმანელი მოდერატორები ნაკლებად არიან კონცენტრირებული ტელეპრომტერის სკრიპტზე. დილის გადაცემის „დილა მშვიდობისა, საქართველო“ (რუსთავი 2) ამინდის პროგნოზი სხვადასხვა ადგილიდან გადაიცემა. ვიდრე დღის აქტუალური ტემპერატურა იქნება წარმოდგენილი, ამინდის მოდერატორი თავისუფლად საუბრობს სტუდიის მოდერატორებთან და მათ სტუმრებთან. ამინდის პროგნოზი ამ სახითაა კონტექსტუალიზირებული. ამინდის პროგნოზის წარდგენა ყოველთვის შესავალი წინადადებით ხდება. ამინდის მონაცემებს თავად მოდერატორი ან სტუმრები კითხულობენ. გერმანელი მოდერატორები წარადგნენ როგორც აქტუალურ ტემპერატურას, ასევე მომავალი დღეების ამინდის პროგნოზს. მეტყველების სისწრაფესთან დაკავშირებით უნდა გამოვყოთ, რომ გერმანელი მოდერატორები თითქმის ორჯერ უფრო სწრაფად საუბრობენ, ვიდრე ქართველები. როგორც გერმანელი, ასევე ქართველი მოდერატორები მუდამ კარგ განწყობას ასხივებენ. დილის წამყვანების ჩაცმულობა ღამის წამყვანებთან შედარებით უფრო არაოფიციალურია. ასევე აღსანიშნავია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სასკოლო და საუნივერსიტეტო გაკვეთილზე სხვადასხვა ტექსტის სახეობების შესწავლა. რადგანაც ამინდის პროგნოზის მოსმენა სავსებით რეალისტური ყოველდღიური ქმედებაა, ტექსტის ეს სახეობა უფრო მეტად უნდა ისწავლებოდეს უცხო ენის გაკვეთილზე. მნიშვნელოვანია, ვიზუალური და ენობრივი ასპექტების კომბინირება, რადგან ამგვარად როგორც ხედვითი, ასევე სმენითი გაგების წვრთნა მიმდინარეობს.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
Ahrenholz, Bernt: Verweise mit Demonstrativa im gesprochenen Deutsch. Berlin: De Gruyter, 2012.
Krycki, Piotr: Die Textsorten Wettervorhersage im Kommunikationsbereich Wissenschaft und Wetterbericht im Kommunikationsbereich Massenmedien. Eine textlinguistische, systemtheoretische und funktional-stilistische Textsortenbeschreibung. Greifswald: Dissertation, 2009.
Keller, Rudi: Der Geschäftsbericht. Überzeugende Unternehmenskommunikation durch klare Sprache und gutes Deutsch. Wiesbaden: Gabler, 2006
Linke, Angelika/Nussbaumer, Markus/Portmann, Paul R.: Studienbuch Linguistik. Tübingen: Max Niemeyer, 2004.
Rues, Beate/ Redecker, Beate/ Koch, Evelyn/ Wallraff, Uta/ Simpson, Adrian P.: Phonetische Transkription des Deutschen. Tübingen: Narr, 2014.
Ruth, Betz: Gesprochensprachliche Elemente in deutschen Zeitungen. Würzburg: Dissertation, 2004.