ემოციის გადმოცემის ლინგვისტური საშუალებები ტექსტში
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2021.629საკვანძო სიტყვები:
ემოციური მდგომარეობა, ლიტერატურული ტექსტი, პიროვნული ხატი, სტრუქტურულ-სემანტიკური მოდელები, დატვირთვა/შეფერილობაანოტაცია
წინამდებარე სტატიაში წარმოდგენილია ნაწარმოების პერსონაჟთა შინაგანი სამყარო, მათი სულიერი თუ ემოციური მდგომარეობის სრული სურათის აღწერა იმ ენობრივი საშუალებებით, რომლებსაც ავტორები იყენებენ მთავარ გმირთა პიროვნული ხატის სრულად ჩვენებისა და მკითხველის მიერ ზედმიწევნითი სიზუსტით აღქმის მიზნით.ჩატარებულმა ანალიზმა გვიჩვენა, რომ სტრუქტურულ-სემანტიკური დინამიკისა და პრაგმატისტული ანალიზის მეშვეობით განსაკუთრებული აქცენტი (მინიშნება) კეთდება პრაგმატისტულ ასპექტზე ანუ იმაზე, თუ რა ინფორმაციაა ჩადებული ადრესანტის (პერსონაჟის) მიერ ამა თუ იმ ემოციის გამოხატვისას და როგორ აღიქვამს ადრესატი (მკითხველი) გადმოცემულ ინფორმაციას იმ ენობრივ საშუალებათა საფუძველზე, რომელთაც იყენებს ნაწარმოების გმირი მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში.წინა პლანზე წამოვწიეთ ძირითადი ემოციებისათვის და ემოციის შემცველი ენობრივ საშუალებათა სტრუქტურულ-სემანტიკური მოდელები. ემოციათა გამოხატვის პრაგმატისტული პოტენციალის კვლევა ნამდვილად ღირებულია მხატვრული ტექსტის პრაგმალინგვის-ტიკისათვის, სხვადასხვა ხალხთა ისტორიის კვლევისათვის, რაც უცილობლად ასახავს თანამედროვე ენათმეცნიერების ამოცანათა ფართო სპექტრს.კვლევის შედეგად ასევე შესაძლებელია დავასკვნათ, რომ მხატვრულ ტექსტში ემოციური დატვირთვა/შეფერეილობა შეიძლება გამოყენებულ იქნას პერსონაჟის მეტყველების კულტურის უკეთ წარმოჩინებასა და აღქმაში, რაც გულისხმობს ნაწარმოების გმირთა მიერ, ინტერაქციის დროს, ემოციათა გამოხატვის საშუალებათა გამოყენების მართებულობას.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
დ. სირია, გ. ყუფარაძე, ლ. დუმბაძე 2009 Read, Write and Discuss ( A Practical Course in Analytical Reading) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.
Шаховский,В.И. 2009 Эмоции: Долингвистика, лингвистика, лингвокультурология. Москва.
Могутова, Н.В. 2002. Основные проблемы использования эмотивных языковых единиц для придания высказыванию естественности и эмоциональности (на примере английски междометий). Язык, коммуникация и социальная среда.Воронеж вып. 2:88-93.
Васильев, В.А. 1980. Эмоции и мышление. Москва: Изд-во Моск. ун-та.
Izard, K. 1972. Patterns of Emotions. New York: Academic Press.
Arnold, M.F. 1960. Emotion and Personality. New York: Columbia University Press.
Cannon, W.B. 1927. The James-Lange Theory of Emotions: A Critical Examination and an alternative Theory. American Journal of psychology N 39:106-124