რეალური და მხატვრული დროის ურთიერთმიმრთება
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2021.628ანოტაცია
მხატვრული ნაწარმოებისათვის დროის კატეგორიის მნიშვნელობა პოეტიკის თვალსაზრისით პირველ რიგში გამოიხატება იმაში, რომ თხრობის დროითი ორიენტაცია განსაზღვრავს ნაწარმოების ავტორის მიერ გამოყენებულ ენობრივ საშუალებათა ხასიათს. თხრობის ტემპორალური ორიენტაცია - ერთ-ერთი ნიშანია, რომელიც პირველ პირში მიმდინარე თხრობას მესამე პირში მიმდინარე თხრობისაგან განასხვავებს. პირველ პირში მიმდინარე თხრობაში მთელი ტექსტი ორიენტირებულია მთხრობელის დროით გამოცდილებაზე. მისი ტემპორალური და სივრცითი მდგომარეობა განსაზღვრავს დროით და სივრცით მიმართებებს (time space system) ნაწარმოებში. მესამე პირში მიმდინარე თხრობაში ასეთი ორიენტაცია არ არსებობს. მოვლენები უბრალოდ გადმოცემულია როგორც მომხდარი მოვლენები.მხატვრული დრო - ეს არის აღქმის სამი მექნიზმის - ავტორის, მკითხველის და პერსონაჟების ურთიერთმიმართება, შეკვრა. მხატვრული დრო იმდენად მოვლენათა კალენდარულ აღნუსხვას მხატვრული დროის ტიპოლოგიურ თავისებურებას ვადგენთ მათი შედარების საფუძველზე რეალური დროის ფუნდამენტურ თვისებებთან. რეალური დროისადმი მიმართვა უწყობს ხელს მხატვრული დროის გააზრებას, მისი თავისებურების გაცნობიერებას. მხატვრული დროის ინვარიანტული თვისებების გაგებისთვის საკმარისი არ არის რეალური (ობიექტური) დროისადმი მიმართვა.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
მეგრელიშვილი, მ. ზმნის ფუნქციურ-სემანტიკური კატეგორია ინგლისურ ენაში. თბილისი, 1986.
Balmer, T. Logical Grammar. Amsterdam:North Holland, 1978.
Baker,C.L. English Syntax. London: The MIT Press, 1989.
Blokh,M.Y. A Course in Theoretical English Grammar, 1983.