არქეოლინგვისტიკა

არქეოლინგვისტიკა

ავტორები

  • თამარ მახარობლიძე

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2021.627

საკვანძო სიტყვები:

არქეოლინგვისტიკა, მტკვარ-არაქსის კულტურა, კულტურათა მიგრაცია

ანოტაცია

არქეოლინგვისტიკა არის ენათმეცნიერების ახალი დარგი, რომელიც ქმნის სამყაროს უძველეს სურათს. მაგალითისთვის ავიღოთ მტკვარ-არაქსის უძველესი კულტურა (4000-2000 წელი ქრისტეშობამდე). არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურეს, რომ ეს კულტურა საკმაოდ გავლენიანი გახლდათ და მისი მიგრაციების არქეოლოგიური ვექტორები აღინიშნება როგორც სამხრეთით, ასევე დასავლეთითა და ჩრდილოეთის მიმართულებითაც. რეალურად, ეს გულისხმობს იმ მოვლენას, რომ ამ კულტურიდან ხდება არტეფაქტების გავრცელება აღნიშნული ვექტორების მიხედვით. საყოფაცხოვრებო და საკულტო ნივთები და, საერთოდ, ნებისმიერი არტეფაქტი როგორც ასეთი, მიგრირებს თავისი სახელწოდებით. ეს კი ნიშნავს შემდეგს, რომ ამა თუ იმ კულტურის მიგრაციები იწვევს ენობრივ (კერძოდ, ლექსიკურ) მიგრაციებს. როდესაც ადგილობრივ არქეოლოგიურ კულტურებზე ვსაუბრობთ, აღსანიშნავია, რომ კავკასიის უძველეს მოსახლეობას ძირითადად ადგილობრივი ეთნიკური ჯგუფები შეადგენდა. ამ კულტურათა ჩამოყალიბებისა და მის დაწინაურებაში მნიშვნელოვანი როლი ქართველურენოვან  ტომებს ეკავათ. უძველესი კულტურების მიგრაციები თავისთავად მოიაზრებს საყოფაცხოვრებო და საკულტო ნივთების მიგრირებას თავისი სახელწოდებებით.  ისტორიულ-შედარებითი ენათ-მეცნიერება დიდი ხანია გამოიყენებს სიტყვების რეკონსტრუქციისათვის თავის მეთოდებს და იგივე  მეთოდები გამოიყენება არქეოლინგვისტიკის შემთხვევაშიც, სხვაობა იმაშია, რომ არქეოლინგვისტიკა სისტემურად მიჰყვება არქეოლოგიურ ვექტორებს და სიტყვის რეკონ-სტრუქციისათვის გამოიყენებს უფრო ფართო ლექსიკურ-სემანტიკურ და კულტურულ ფონს. კვლევის ლინგვისტური ვექტორები უნდა გაუყვეს არქეოლოგიურ ვექტორებს. მიგრირებული ნივთი თავისი სახელწოდებით ანუ სიტყვით არის წარმოდგენილი სხვა კულტურაში და ცხადია, აქ მოვლენათა კომპლექსური ერთობლიობა უნდა გახდეს განხილვის საგანი სიტყვის რეკონსტრუქციისას. ახალ კულტურაში ნივთმა შეიძლება განიცადოს როგორც ფუნქციური, ასევე ენობრივი ცვლილებები. ეს მოსალოდნელიცაა, რადგანაც ყველა ენა და კულტურა თავისთავზე ირგებს ნებისმიერი ტიპის ნასესხობებს - ენობრივსა თუ ყოფითს. დიდი გამოწვევაა არქეოლოგიური და ლინგვისტური ვექტორების პარალელური დამუშავება და არქეოლინგვისტური ლექსიკონების შექმნა. ამ დარგს შეიძლება ეწოდოს არქეოლოგიური ლინგვისტიკა ან არქეოლინგვისტიკა. იგი შეისწავლის მსოფლიოს უძველეს ენობრივ სურათს. ეს გულისხმობს ინტერდისციპლინარულ კვლევებს, რომელიც მოითხოვს ისტორიის, არქეოლოგიისა და ენათმეცნიერების მაღალი პროფესიული დონის სპეციალისტების თანამშრომლობას, რის საფუძველზეც შეიძლება გამოვლინდეს უძველესი სიტყვა-ძირები და აღდგეს მთელი მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონების ეთნოლინგვისტური და ლინგვოკულტუროლოგიური მოდელების უძველესი სახეები. 

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

• The early Trans-Caucasian culture, I.M. Diakonoff, 1984

• Edens, Christoper (Aug–Nov 1995). "Transcaucasia at the End of the Early Bronze Age". Bulletin of the American Schools of Oriental Research. The American Schools of Oriental Research. 299/300 (The Archaeology of Empire in Ancient Anatolia): 53, pp. 53–64 [56]. doi:10.2307/1357345. JSTOR 1357345.

• Rothman, Mitchell S. (2015). "Early Bronze Age migrants and ethnicity in the Middle Eastern mountain zone". Proceedings of the National Academy of Sciences. 112 (30): 9190–9195. doi:10.1073/pnas.1502220112. PMC 4522795. PMID 26080417.

• Guram Mirtskhulava, Guram Chikovani, PHASE OF TRANSITION TO THE KURA-ARAXES CULTURE IN EASTERN GEORGIA. Problems of Early Metal Age Archaeology of Caucasus and Anatolia. Proceedings of International Conference. Tbilisi, 2014

• Encyclopedic Dictionary of Archaeology – Page 246 by Barbara Ann Kipfer

• Frangipane, Marcella (2015). "Different types of multiethnic societies and different patterns of development and change in the prehistoric Near East". Proceedings of the National Academy of Sciences. 112 (30): 9182–9189. doi:10.1073/pnas.1419883112. PMC 4522825. PMID 26015583.

• Geoffrey D. Summers, The Early Trans-Caucasian Culture in Iran: Perspectives and problems.Paléorient 2014 Volume 40 Numéro 2 pp. 155-168

• David W. Anthony, The Horse, the Wheel, and Language: How Bronze-Age Riders from the Eurasian Steppes Shaped the Modern World. Princeton University Press, 2010 ISBN 1400831105p298

• Nana Rusishvili, The grapevine Culture in Georgia on Basis of Palaeobotanical Data.Archived 2016-03-04 at the Wayback Machine "Mteny" Association, 2010

• Peter Boisseau, How wine-making spread through the ancient world: U of T archaeologist. June 17, 2015 – news.utoronto.ca

• Batiuk, Stephen D. (2013). "The fruits of migration: Understanding the 'longue dureé' and the socio-economic relations of the Early Transcaucasian Culture". Journal of Anthropological Archaeology. 32 (4): 449–477. doi:10.1016/j.jaa.2013.08.002.

• Antonio Sagona. Rethinking the Kura-Araxes Genesis. (2014). pp. 26.

• Philip L. Kohl.The Making of Bronze Age Eurasia. pp. 74, 82.

• D. T. Potts (2012). A Companion to the Archaeology of the Ancient Near East. p. 677. ISBN 978-1-4443-6077-6.

• T. V. Gamkrelidze and V. V. Ivanov (March 1990). "The Early History of Indo-European Languages". Scientific American. Vol. 262 no. 3. pp. 110–116. Archived from the original on 2014-01-06.

• Thomas V. Gamkrelidze and Vjaceslav V. Ivanov (1995). Indo-European and the Indo-Europeans. A Reconstruction and Historical Analysis of a Proto-Language and Proto-Culture. Part I: The Text. Part II: Bibliography, Indexes. In: Trends in Linguistics. Studies and Monographs [TiLSM], 80. Translated by: Nichols Johanna, Preface by: Roman Jakobson. De Gruyter Mouton. 1995 DOI: https://doi.org/10.1515/9783110815030

• Renfrew, Colin (2003). "Time Depth, Convergence Theory, and Innovation in Proto-Indo-European". Languages in Prehistoric Europe. ISBN 978-3-8253-1449-1.

• Gray, Russell D.; Atkinson, Quentin D. (2003). "Language-tree divergence times support the Anatolian theory of Indo-European origin" (PDF). Nature. 426 (6965): 435–9. doi:10.1038/nature02029. PMID 14647380. S2CID 42340. Archived from the original(PDF) on 2011-05-20. Retrieved 2010-07-09.

• David Anthony. The Horse, the Wheel, and Language: How Bronze-Age Riders from the Eurasian Steppes Shaped the Modern World. (2007) pp. 98

• Stephen Batiuk, Mitchell Rothman, Early Transcaucasian Cultures and Their Neighbors. University Museum of the University of Pennsylvania: Expedition, 2007

• Mascarenhas, Desmond D.; Raina, Anupuma; Aston, Christopher E.; Sanghera, Dharambir K. (2015), "Genetic and Cultural Reconstruction of the Migration of an Ancient Lineage", BioMed Research International, 2015: 1–16, doi:10.1155/2015/651415, PMC 4605215, PMID 26491681

• James P. Mallory, "Kuro-Araxes Culture", Encyclopedia of Indo-European Culture, Fitzroy Dearborn, 1997.

• Pamjav (2012), "Brief communication: New Y-chromosome binary markers improve phylogenetic resolution within haplogroup R1a1", American Journal of Physical Anthropology, 149 (4): 611–615, doi:10.1002/ajpa.22167, PMID 23115110

• Underhill, Peter A.; et al. (2015), "The phylogenetic and geographic structure of Y-chromosome haplogroup R1a", European Journal of Human Genetics, 23 (1): 124–131, doi:10.1038/ejhg.2014.50, PMC 4266736, PMID 24667786

• Rothman, Mitchell S. (2015). "Early Bronze Age migrants and ethnicity in the Middle Eastern mountain zone". Proceedings of the National Academy of Sciences. 112 (30): 9190–9195. doi:10.1073/pnas.1502220112. ISSN 0027-8424. PMC 4522795. PMID 26080417.

• Giorgi L. Kavtaradze, The Chronology of the Caucasus During the Early Metal Age: Observations from Central Transcaucasus 2004. (alternative site)

• Kura-Arax Pottery – Karnut I (2900-2500 BC) The Kura-Arax Pottery Technology Database (KAPTech)

• The Beginnings of Metallurgy – includes extensive discussion of Kura-Araxes metalworking

• Toby Wilkinson (2009), Pathways and highways: routes in Bronze Age Eurasia, ArchAtlas, Version 4.1 – Accessed: 9 November 2015

• Dieneke's Anthropology Blog (2013), Origin of Early Transcaucasian Culture (aka Kura-Araxes culture)

• Problems of Early Metal Age Archaeology of Caucasus and Anatolia. Proceedings of International Conference; November 19–23, 2014, Georgia; edited by G. Narimanishvili. Tbilisi, 2014 305 pages ISBN 9789941071348

• The spatial organization of craft production at the Kura-Araxes settlement of Köhne Shahar in northwestern Iran: A zooarchaeological approach - PLOS ONE March 4, 2020 - Siavash Samei and Karim Alizadeh

• კიკვიძე ი., მიწათმოქმედება და სამიწათმოქმედო კულტი ძველ საქართველოში, თბ., 1976;

• საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970;

• ჩუბინიშვილი ტ., ამირანის გორა. მასალები მესხეთ-ჯავახეთის უძველესი ისტორიისათვის, თბ., 1963;

• ჯავახიშვილი ა., ღლონტი ლ., ურბნისი, ტ. 1, თბ., 1962;

• ჯაფარიძე ო., ქართველი ტომების ისტორიისათვის ლითონის წარმოების ადრეულ საფეხურზე, თბ., 1961;

• ჯაფარიძე ო , ქართველ ტომთა ეთნიკური ისტორიის საკითხებისათვის, თბ., 1976;

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-11-16

გამოცემა

სექცია

ენათმეცნიერება
Loading...